საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • დაუვიწყარი სამქადაგებლო საქმიანობა
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 აპრილი
    • მექსიკაში ეწყობა ხოლმე სპეციალური სამქადაგებლო კამპანიები, რომლებსაც პიონერთა მარშრუტებს უწოდებენ. ამ კამპანიების მიზანია, უქადაგონ კრებებისთვის გაუნაწილებელ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხს, რომლებიც რეგულარულად ვერ ისმენენ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას. ჩვეულებრივ, ეს ტერიტორიები შორ მანძილზეა და რთულად მისადგომია. გარდა ამისა, ამ კამპანიების წყალობით დახმარება ეწევათ ასეთ რაიონებში არსებულ კრებებსაც, რომლებსაც ძალიან ვრცელი ტერიტორია აქვთ დასამუშავებელი.

      მექსიკის ფილიალი იკვლევს ტერიტორიას იმის განსასაზღვრავად, თუ სად უფრო მეტად არის საჭირო პიონერული მარშრუტების მოწყობაa. ამის შემდეგ სპეციალური პიონერებისგან შემდგარი ჯგუფები იგზავნება სხვადასხვა ტერიტორიაზე საქადაგებლად. ასეთი კამპანიების დროს პიონერთა ჯგუფებს ისეთ ავტომანქანებს აძლევენ, რომლებითაც ადვილად ივლიან უსწორმასწორო და უასფალტო გზებზე. ამ მანქანებს, საჭიროების შემთხვევაში, ლიტერატურის „საწყობად“ და საძინებლადაც კი იყენებენ.

  • დაუვიწყარი სამქადაგებლო საქმიანობა
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 აპრილი
    • a გასულ წელს მექსიკის ტერიტორიის 8 პროცენტზე მეტი არ მუშავდებოდა რეგულარულად იეჰოვას მოწმეთა კრებების მიერ. ამ ტერიტორიაზე კი 8 200 000–ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება