-
„გათავისუფლებული ხართ!“გამოიღვიძეთ! — 2010 | ივლისი
-
-
„გათავისუფლებული ხართ!“
სამსახურში მას „სასწაულმოქმედ ფრედს“a ეძახდნენ. მისმა ინოვაციურმა იდეებმა კომპანიას ექვსი წლის მანძილზე დიდი მოგება მოუტანა. ერთხელ ის უფროსმა გამოიძახა. ფრედი ფიქრობდა, რომ ხელფასს მოუმატებდნენ ან დააწინაურებდნენ, მაგრამ უფროსმა უკმეხად უთხრა: „გათავისუფლებული ხართ!“
ფრედი ყურებს არ უჯერებდა. იგი ამბობს: „მიყვარდა ჩემი საქმე და შემოსავალიც კარგი მქონდა, მაგრამ ერთ წამში ყველაფერი თავდაყირა დადგა“. მოგვიანებით, როცა ფრედმა მომხდარის შესახებ თავის ცოლს, ადელს მოუყვა, მას მოულოდნელობისგან ელდა ეცა. ადელი იხსენებს: „თითქოს ძარღვებში სისხლი გამეყინა. თავში სულ ის მიტრიალებდა, რით უნდა გვერჩინა თავი“.
ფრედის მსგავსად, მთელ მსოფლიოში ყოველ წელს მილიონობით ადამიანი კარგავს სამსახურს, როგორც ეს თანდართულ დიაგრამაზეა ნაჩვენები. ამ მშრალი რიცხვების მიღმა ძალიან დიდი ემოციური ტკივილი იმალება. რაული, პერუელი იმიგრანტი ნიუ-იორკის ერთ ფეშენებელურ სასტუმროში 18 წელი მუშაობდა, მაგრამ სამსახურიდან დაითხოვეს. ის ამაოდ ეძებდა სამუშაოს. „თითქმის 30 წელი მე ვინახავდი ოჯახს, — ამბობს ის. — მაგრამ ახლა არაფრის მაქნისი მგონია თავი“.
რაულის შემთხვევა კარგად აჩვენებს, რას გრძნობს ყველა უმუშევარი. სამსახურის დაკარგვა მხოლოდ ფინანსურად კი არ აზარალებს უმუშევრად დარჩენილს, არამედ ხშირ შემთხვევაში დიდ ემოციურ ტკივილსაც აყენებს. რენა, რომლის ქმარი, მეთიუ, სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო უმუშევარი, ამბობს: „თუ არაფერი გაბადია, ხალხიც არაფრად გთვლის. ცოტა ხანში შენც სხვებივით იწყებ ფიქრს და უვარგისად მიიჩნევ საკუთარ თავს“.
ემოციურ ტკივილს იმაზე ფიქრიც ემატება, თუ როგორ გაიტანო თავი. ფრედი ამბობს: „როცა ფული გვქონდა, არასდროს გვიფიქრია ცხოვრების გამარტივებაზე, მაგრამ იგივე ხარჯები რომ დავფაროთ, იძულებული ვართ, გავიმარტივოთ ცხოვრება“.
-
-
„ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე“გამოიღვიძეთ! — 2010 | ივლისი
-
-
„ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე“
რენეს მეტის ატანა აღარ შეეძლო. მის ქმარს, მეთიუს სამ წელზე მეტი ხნის მანძილზე მუდმივი სამუშაო არ ჰქონდა. იგი ყვება: „ადგილს ვერ ვპოულობდი, არ ვიცოდი, რას მოგვიტანდა ხვალინდელი დღე“. მეთიუ ცდილობდა მეუღლის დამშვიდებას და არწმუნებდა, რომ ლუკმაპურისა და საცხოვრებლის გარეშე არასდროს დარჩებოდნენ. რენე კი ეუბნებოდა: „შენ ხომ სამუშაო არ გაქვს, რით ვიარსებოთ?“
-
-
„ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე“გამოიღვიძეთ! — 2010 | ივლისი
-
-
რებეკა, რომლის ქმარი 12 წელი უმუშევარია, ამბობს: „როცა ნერვები დაწყდომაზე გაქვს, ძალიან რთულია საღი გონებით მიუდგე პრობლემას. მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც ჩვენს ძალებშია. ამიტომ თავი ხელში ავიყვანე. ყველაზე მეტად რისი შიშიც მაქვს, ის არასდროს ხდება. ახლა ვხვდები, რომ მეტისმეტ წუხილს კარგი არაფერი მოაქვს. როდესაც მხოლოდ დღევანდელ პრობლემებზე ვფიქრობთ, სტრესი გვიმსუბუქდება“.
-
-
„ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე“გამოიღვიძეთ! — 2010 | ივლისი
-
-
რენემ მას შემდეგ, რაც რეალურად შეაფასა თავისი მდგომარეობა, ისწავლა მცირედით დაკმაყოფილება. ის ამბობს: „მართალია, უგაზოდ და უშუქოდ არასდროს დავრჩენილვართ და არც ქუჩაში გვიცხოვრია, მაგრამ მთავარი პრობლემა ის იყო, რომ მცირედით დაკმაყოფილებას არ ვიყავით მიჩვეული. წარსულის დაბრუნების არარეალური მოლოდინი კიდევ უფრო მიმძიმებდა გულს“.
რენე მალე მიხვდა, რომ მის ცხოვრებას პირობები კი არ ხდიდა აუტანელს, არამედ თავად მისი დამოკიდებულება ამ პრობლემისადმი. „მე რეალურად უნდა შემეხედა პრობლემისთვის და შეუძლებელზე არ უნდა მეოცნება, — ამბობს იგი. — ვისწავლე, ვყოფილიყავი ღვთის მადლობელი ყოველი ახალი დღისთვის და გაცილებით კარგად ვიგრძენი თავი“.
-
-
„ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე“გამოიღვიძეთ! — 2010 | ივლისი
-
-
აი, რა უთხრა რენემ თავის შვილებს: „ბევრი მამა ტოვებს ოჯახს, მაგრამ მამათქვენი დღემდე თქვენთანაა. მას ძალიან უყვარხართ და ყოველთვის გვერდში გიდგათ. უკეთეს მამას ვერც კი ინატრებთ!“
-
-
როგორ გავიტანოთ თავი?გამოიღვიძეთ! — 2010 | ივლისი
-
-
როდესაც რაულმა სამუშაო დაკარგა, მისმა ცოლმა, ბერტამ ეკონომიურად ხარჯვა ისწავლა. „ვცდილობდი ფასდაკლებების დროს წავსულიყავი საყიდლებზე; ისეთ მაღაზიებში დავდიოდი, სადაც შემეძლო ყველაფერი ნახევარ ფასში მეყიდა“, — ყვება ის.
-
-
როგორ გავიტანოთ თავი?გამოიღვიძეთ! — 2010 | ივლისი
-
-
„ჩვენ გვიწევს, წინასწარ განვსაზღვროთ, რაში რამდენს დავხარჯავთ, — ამბობს ფრედი. — ამიტომ ფურცელზე ვწერთ, პირველ რიგში, რა გვაქვს გადასახდელი და რა თანხა უნდა ვიმყოფინოთ თვის ბოლომდე“. მისი მეუღლე, ადელი, დასძენს: „მაღაზიაში შესვლამდე ვიცი, რამდენი უნდა დავხარჯო. ზოგჯერ, როცა ბავშვებისთვის ან სახლისთვის რაიმეს ყიდვა მინდა, გადავხედავ ხოლმე თვიური ხარჯების ფურცელს და თუ ფული არ მყოფნის, შემდეგი თვისთვის გადავდებ. თანხის სწორად გადანაწილებაში ეს ფურცელი მეხმარება“.
-
-
როგორ გავიტანოთ თავი?გამოიღვიძეთ! — 2010 | ივლისი
-
-
იყავით საზრიანი, ფული რომ არ გაგეფლანგოთ. ადელი ყვება: „ორი მანქანა გვყავდა და ერთი გავყიდეთ. ხან ერთად მივდიოდით და ხან სხვას მივყვებოდით. ბენზინი რომ დაგვეზოგა, ვცდილობდით ყოველ გასვლაზე ბევრი რამ მოგვესწრო. ფულს მხოლოდ აუცილებელში ვხარჯავდით“.
-