-
იეჰოვა არასოდეს დაგტოვებთსაგუშაგო კოშკი — 2005 | 15 ოქტომბერი
-
-
ერთი ქრისტიანი, სახელად ადამი, რომელიც ორი შვილის მამაა, ამბობს, თუ რას გრძნობდა, როცა სამსახური დაკარგა: „ადვილად ვღიზიანდებოდი და ყველაფერზე ნერვები მეშლებოდა. ღამითაც კი სამსახურზე ვფიქრობდი, თუ როგორ მერჩინა ბავშვები და ცოლი, რომელიც ასევე სამსახურიდან მოულოდნელად დაითხოვეს“. დაქორწინებულმა წყვილმა, რიჩარდმა და მარიოლამ, რომლებსაც ერთი ბავშვი ჰყავდათ, შემოსავლის წყარო დაკარგეს; მათ ბანკისთვის დიდი ვალი დარჩათ გადასახდელი. ცოლი იხსენებს: „გონებაში სულ ეს მიტრიალებდა. სინდისი მქენჯნიდა, რომ ვალი ავიღე. ყველაფერში თავს ვიდანაშაულებდი“.
-
-
იეჰოვა არასოდეს დაგტოვებთსაგუშაგო კოშკი — 2005 | 15 ოქტომბერი
-
-
ადამმა, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, საკუთარ თავზე გამოსცადა ამ სიტყვების ჭეშმარიტება. ის ამბობს: „მე და ჩემმა მეუღლემ სამსახური დავკარგეთ, მაგრამ გონებაში არც კი გაგვივლია, რომ ქრისტიანული შეხვედრები გაგვეცდინა ან ნაკლებად მიგვეღო მონაწილეობა სამქადაგებლო საქმიანობაში. ამან ხვალინდელ დღეზე ზედმეტი წუხილისაგან დაგვიცვა“. რიჩარდიც იმავეს ამბობს: „კრებებს რომ არ დავსწრებოდით და მსახურებაში მონაწილეობა არ მიგვეღო, პრობლემებთან გამკლავებას ვერასდროს შევძლებდით; დარდი, უბრალოდ, გვშთანთქავდა. სხვებთან სულიერ საკითხებზე საუბრები გამამხნევებელია, რადგან ყურადღებას სხვების საჭიროებებზე ვამახვილებთ და არა — საკუთარზე“ (ფილიპელები 2:4).
-
-
იეჰოვა არასოდეს დაგტოვებთსაგუშაგო კოშკი — 2005 | 15 ოქტომბერი
-
-
როგორ შეგიძლიათ ინიციატივის გამოვლენა? „ნუ იჯდებით გულხელდაკრეფილნი იმის მოლოდინში, რომ თქვენს დასახმარებლად იეჰოვა სასწაულს მოახდენს, — ამბობს ადამი. — როცა სამსახურის ძებნას დაიწყებთ, ყოყმანის გარეშე თქვით, რომ იეჰოვას მოწმე ხართ. დამსაქმებლები ჩვეულებრივ აფასებენ ამას“. რიჩარდი ასეთ რჩევას გვაძლევს: «მიმართეთ თხოვნით მათ, ვინც სამსახურის შოვნაში დაგეხმარებათ, ხშირად მიაკითხეთ შრომის ბირჟას, წაიკითხეთ ისეთი სარეკლამო განცხადებები, როგორიცაა „ინვალიდის მოსავლელად გვჭირდება მანდილოსანი“, ან „დროებითი სამუშაო: მარწყვის კრეფა“». არ შეწყვიტოთ სამსახურის ძებნა! ნუ იქნებით წუნია, მაშინაც კი, თუ შავი საქმის კეთება ან ისეთი სამუშაოს შესრულება მოგიწევთ, რომელიც არც ისე ძალიან მოგწონთ“.
-
-
იეჰოვა არასოდეს დაგტოვებთსაგუშაგო კოშკი — 2005 | 15 ოქტომბერი
-
-
ადამი და ირენი თავის სარჩენად ფანჯრებს წმენდნენ და კიბეებს რეცხავდნენ და ფულს ეკონომიურად ხარჯავდნენ. ისინი ასევე რეგულარულად აკითხავდნენ შრომის ბირჟას. „დახმარებას სწორედ მაშინ ვიღებდით, როცა ძალიან გვჭირდებოდა“, — ამბობს ირენი. მისი მეუღლე დასძენს: „დრომ გვიჩვენა, რომ რასაც ღმერთს ვთხოვდით ლოცვაში, მის ნებასთან არ იყო შეთანხმებული. ამის წყალობით კი ვისწავლეთ, რომ მივენდოთ მის სიბრძნეს და ისე არ მოვიქცეთ, როგორც თავად მივიჩნევთ სწორად. უმჯობესია, მშვიდად დაველოდოთ ღვთისგან დახმარებას“ (იაკობი 1:4).
რიჩარდი და მარიოლა დროებით სამუშაოებს ასრულებდნენ, მაგრამ ამასთანავე იმ ტერიტორიებზე ქადაგებდნენ, სადაც მეტი მოთხოვნილება იყო. „ახალ სამსახურს ზუსტად მაშინ ვშოულობდით, როცა საჭმელი აღარ გვქონდა, — ამბობს რიჩარდი. — ჩვენ უარს ვამბობდით ისეთ სამსახურზე, რომელიც თეოკრატიული პასუხისმგებლობების შესრულებაში შეგვიშლიდა ხელს. ჩვენ გადავწყვიტეთ, იეჰოვას დავლოდებოდით“. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, იეჰოვა ისე წარმართავდა მოვლენებს, რომ შეძლებდნენ ბინის იაფად დაქირავებას და საბოლოოდ რიჩარდიც იშოვიდა სამსახურს.
-