მსოფლიო მშვიდობა საიდან?
მოუტანს გლობალური განათლება და რელიგიების გაერთიანება მსოფლიოს მშვიდობას? ეს გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილისა და 1989 წელს იუნესკოს სამშვიდობო განათლების პრემიით დაჯილდოებული დ-რ რობერტ მალერის ოცნებაა. როგორც გაზეთი იუწყებოდა, დ-რი მალერი „დარწმუნებულია, რომ მსოფლიოს ყველა სტუდენტს დეტალურად უნდა გააცნონ ფაქტები და შეამეცნონ ჩვენი პლანეტისა და კაცობრიობის რაობა და ძალადობის გარეშე ყოფის არსი“ (The Vancouver Sun). მას წარმოდგენილი აქვს დღე, როდესაც მსოფლიოს ყველა ინსტიტუტში ასწავლიან, რომ მშვიდობიანი ცხოვრების ერთადერთი გარანტი არის გაერო. როგორც იგივე გაზეთი იუწყებოდა, ის იმაშიც დარწმუნებულია, რომ „მთელი მსოფლიოს რელიგიები უნდა გახდნენ ახალი, გაეროს მსგავსი, ორგანიზაციის წევრები, რომელსაც გაერთიანებული რელიგიები უნდა ეწოდოს და ყველა რელიგიის მოძღვრება ხელს უნდა უწყობდეს ძალადობის გარეშე ცხოვრებას“.
იქცევა ოდესმე რეალობად მსოფლიო მშვიდობა? უსათუოდ! მაგრამ არა ადამიანთა ორგანიზაციის საშუალებით. დაახლოებით 2 700 წლის წინათ ღვთისგან შთაგონებული მწერალი სამშვიდობო განათლების უზენაეს წყაროზე წერდა. მან იწინასწარმეტყველა, რომ გულმართალ ხალხს ‘დამოძღვრავდა’ იეჰოვა და მათი მშვიდობა და კეთილდღეობა „დიდი იქნებოდა“ (ესაია 54:13).
ბიბლია იეჰოვას უწოდებს „მშვიდობის ღმერთს“ (რომაელთა 16:20). და მშვიდობის ღმერთის ხელმძღვანელობით უკვე დღეს ტარდება შესანიშნავი მსოფლიო საგანმანათლებლო პროგრამა: იეჰოვა ღმერთი ასწავლის თავის ხალხს, „ეძიებდეს მშვიდობას და მისკენ ისწრაფვოდეს“, ‘მახვილებისგან სახნისები გამოჭედოს’ და აღარ ისწავლოს ომი (1 პეტრე 3:11; ესაია 2:2–4).
პირმოთნეობისა და სიცრუისგან თავისუფალი, ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული თაყვანისმცემლობა ღვთისგან მოწონებული და კურთხეულია (მათე 15:7–9; იოანე 4:23, 24). მხოლოდ ღვთის სიტყვაზე დაფუძნებული ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა ახდენს ადამიანებზე ისეთ გავლენას, რომ ისინი მშვიდობიანად და ერთსულოვნად ცხოვრობენ და ნამდვილად უყვართ ერთმანეთი (იოანე 13:35).
თუ გსურთ უფრო მეტი გაიგოთ, რას ამბობს ბიბლია მსოფლიო მშვიდობის შესახებ, დაუკავშირდით ამ ჟურნალის გამომცემლებს.