-
პუერტო-რიკო — ბუნების უნიკალური საგანძურიგამოიღვიძეთ! — 2008 | ოქტომბერი
-
-
სტუმრად ძველ სან-ხუანში
ქალაქს, რომელსაც ძველ სან-ხუანს უწოდებენ, გარშემო გალავანი აქვს შემოვლებული. ეს საკმაოდ დიდ კონტრასტს ქმნის ქალაქის შიდა იერსახესთან, სადაც თანამედროვე შენობებია აგებული და ცხოვრების რიტმი აჩქარებულია. ძველი სან-ხუანი ოკეანეში მოტივტივე გემს ჰგავს. ქალაქს გარშემო თითქმის მთლიანად ზღვა აკრავს, მისი კონცხი, რომელიც ატლანტის ოკეანეშია შეჭრილი, გემის ცხვირს ჰგავს. ამ სტრატეგიულ ადგილზე აგებულია ესპანეთის ფორტი „ელ-მორო“, რომელიც პორტის შესასვლელს იცავდა. „ელ-მოროს“ უკან ორივე სანაპირო ზოლზე აღმართულია კედლები, რომლებიც კონცხის შევიწროებულ ადგილებს იცავს. მისი ფორმა გემის ცხვირს მოგაგონებთ. რამდენიმე კილომეტრის მოშორებით აღმოსავლეთის მხარეს აგებულია კიდევ ერთი ციხესიმაგრე „სან-კრისტობალი“, რომელიც აღმოსავლეთის მხრიდან წამოსულ ნებისმიერ შემოტევას „წინ ეღობებოდა“. ორ პორტს შორის გაშენებული ძველი სან-ხუანი 1983 წელს იუნესკომ მსოფლიო ხელოვნების საგანძურად გამოაცხადა.
ძველი ქალაქი აღადგინეს და მას პირვანდელი სახე დაუბრუნეს. მაცხოვრებლებმა თავიანთი სახლები ცოცხალი ფერებით შეღებეს, ნაჭედი რკინის ბალკონები ლამაზი ყვავილებით დაამშვენეს და შიდა ეზოები ტროპიკული მცენარეებით გაალამაზეს. ქალაქის ვიწრო ქუჩები მოლურჯო-მონაცრისფრო ქვებით მოკირწყლეს, რომელიც ესპანეთის რკინის მაღაროებიდან შემოიტანეს. როდესაც მაღაროში მოპოვებულ ქვას დაამუშავებდნენ და ფორმას მისცემდნენ, დარჩენილ ნამტვრევებს ესპანეთიდან პუერტო-რიკოში მიმავალი გემების ბალასტად (წონასწორობის შესანარჩუნებლად) იყენებდნენ.
-
-
პუერტო-რიკო — ბუნების უნიკალური საგანძურიგამოიღვიძეთ! — 2008 | ოქტომბერი
-
-
[სურათი 15 გვერდზე]
ელ-მორო
[სურათი 15 გვერდზე]
ძველი ქალაქის ხედი სან-კრისტობალიდან
[სურათი 15 გვერდზე]
ძველი სან-ხუანი
-