საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • დიდი ბაბილონის დასჯა
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 20. ა) როგორ აჩვენებს იოანე, რომ იეჰოვა განაჩენის აღსასრულებლად ისევ ადამიანთა მმართველებს აღძრავს? ბ) რა არის ღვთის ჩანაფიქრი ანუ „აზრი“? გ) რა „ერთობლივ აზრს“ განახორციელებენ ერები, მაგრამ სინამდვილეში ვისი აზრი იქნება ეს?

      20 იეჰოვა კვლავაც ადამიანთა მმართველებს აღძრავს თავისი განაჩენის აღსასრულებლად. „რადგან ღმერთმა მათ გულებში ჩაუდო, რომ განახორციელონ მისი აზრი, თავიანთი ერთობლივი აზრი, მისცენ სამეფო მხეცს, სანამ ღვთის სიტყვები არ შესრულდება“ (გამოცხადება 17:17). რა არის ღვთის ჩანაფიქრი ანუ „აზრი“? ღვთის ჩანაფიქრი ისაა, რომ თავი მოუყაროს დიდი ბაბილონის დამსჯელებს, რათა სრულიად გაანადგურონ ის. რა თქმა უნდა, მმართველებს თავიანთი „ერთობლივი აზრი“ აღძრავს, თავს დაესხან ბაბილონს. ისინი დაასკვნიან, რომ მათ ეროვნულ ინტერესებში შედის დიდ მეძავზე თავდასხმა. მათ შეიძლება ჩათვალონ, რომ რელიგიის არსებობა მათ დამოუკიდებლობას უქმნის საფრთხეს. მაგრამ მოვლენები იეჰოვას ნებისამებრ განვითარდება. ისინი შეასრულებენ იეჰოვას ჩანაფიქრს ანუ „აზრს“ და ერთი დარტყმით გაანადგურებენ ღვთის ძველ მტერს, მეძავ დიდ ბაბილონს (შეადარეთ იერემიას 7:8—11, 34).

      21. რას გააკეთებენ ერები, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დიდი ბაბილონი ალისფერმა მხეცმა უნდა გაანადგუროს?

      21 ერები ალისფერ მხეცს ანუ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას გაანადგურებინებენ დიდ ბაბილონს, რადგან იეჰოვა ჩაუდებს მათ გულებში ერთობლივი აზრის განხორციელების სურვილს და მხეცისთვის სამეფოს გადაცემის იდეას. როგორც ჩანს, მოვა დრო, როცა ერები საჭიროდ ჩათვლიან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გაძლიერებას. ისინი თითქოს კბილებს ჩაუსვამენ ანუ მთელ თავიანთ ძალასა და ძალაუფლებას მისცემენ მას, რათა წარმატებით გაილაშქროს ცრუ რელიგიის წინააღმდეგ, „სანამ ღვთის სიტყვები არ შესრულდება“. ამგვარად, ძველ მეძავს თავისი საქმეებისამებრ მიეზღვება და საბოლოოდ განადგურდება.

  • დიდი ბაბილონის დასჯა
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • დიდი მეძავის განადგურებაში ათი რქით წარმოდგენილ ერებთან ერთად მხეცით წარმოდგენილი გაეროც ჩაერევა. ის იქნება ცრუ რელიგიის განადგურების ინიციატორი. გაეროში გაწევრიანებულმა 190-ზე მეტმა ქვეყანამ თავისი მტრული პოზიცია უკვე დააფიქსირა რელიგიების, განსაკუთრებით კი ქრისტიანული სამყაროს მიმართ.

  • დიდი ბაბილონის დასჯა
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი შეიძულებენ მეძავს, ააწიოკებენ მას და გააშიშვლებენ, მის ხორცს შეჭამენ და მას ცეცხლში დაწვავენ“ » (გამოცხადება 17:15, 16).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება