საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • საოცარი საიდუმლო იხსნება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • მშვიდობისა და უსაფრთხოების ფუჭი იმედი

      10, 11. ა) რა განაცხადა გაერომ 1986 წელს და რა გამოხმაურება მოჰყვა ამას? ბ) რამდენი „რელიგიური ოჯახი“ შეიკრიბა ქალაქ ასიზში, რომ მშვიდობისთვის ელოცათ და პასუხობს თუ არა ღმერთი ასეთ ლოცვებს? ახსენით.

      10 კაცობრიობის დასაიმედებლად გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1986 წელი „საერთაშორისო მშვიდობის წლად“ გამოაცხადა. ამ წლის მთავარი თემა იყო „მშვიდობის შენარჩუნება და ადამიანთა მომავლის უზრუნველყოფა“. მებრძოლ სახელმწიფოებს მოუწოდეს, ერთ წელს მაინც არ აეღოთ იარაღი ხელში. რა გამოხმაურება მოჰყვა ამ მოწოდებას? სამშვიდობო პრობლემატიკის შემსწავლელი საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, ხუთი მილიონი ადამიანი დაიღუპა 1986 წელს მიმდინარე ომებში. მართალია, მონეტები საგანგებოდ მოჭრეს და სამახსოვრო მარკებიც დაბეჭდეს, მაგრამ ერების უმეტესობას იმ წელს მშვიდობის მისაღწევად თითქმის არაფერი გაუკეთებია.

  • საოცარი საიდუმლო იხსნება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • [ჩარჩო 250 გვერდზე]

      მიუღწეველი მშვიდობა

      მართალია 1986 წელი გაერომ მშვიდობის საერთაშორისო წლად გამოაცხადა, მაგრამ გამალებული შეიარაღება უფრო გაძლიერდა. ერთ-ერთ საიმედო წყაროში დამაფიქრებელი დეტალებია მოცემული („World Military and Social Expenditures 1986“):

      1986 წელს მსოფლიო შეიარაღებაზე 900 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.

      ერთ საათში მსოფლიო შეიარაღებაზე იმდენი იხარჯება, რამდენიც სამ-ნახევარი მილიონი ადამიანის აცრას მოხმარდებოდა და ინფექციური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილისგან დაიცავდა.

      მსოფლიოში ყოველი მეხუთე სიღატაკეში ცხოვრობს. მთელ წელიწადს შეიძლებოდა ამ მშიერი ხალხის გამოკვება იმ თანხით, რაც ორ დღეში იხარჯება შეიარაღებაზე.

      1986 წელს მთელ მსოფლიოში არსებული ბირთვული იარაღის აფეთქების შემთხვევაში 160 მილიონჯერ მეტი ენერგია გამოიყოფოდა ჩერნობილში მომხდარ აფეთქებასთან შედარებით.

      1986 წელს შეიძლებოდა ისეთი ბირთვული ბომბის აფეთქება, რომელიც 1945 წელს ჰიროსიმაში ჩამოგდებულ ბომბზე 500-ჯერ ძლიერი იქნებოდა.

      არსენალში არსებული ბირთვული იარაღის სიმძლავრე მილიონჯერ აღემატებოდა ჰიროსიმაში ჩამოგდებული ბომბის სიმძლავრეს. აფეთქების შემთხვევაში ენერგიის სიმძლავრე 2 700-ჯერ გადააჭარბებდა მეორე მსოფლიო ომის დროს მოხმარებული ენერგიის სიმძლავრეს, როდესაც 38 მილიონი ადამიანი დაიღუპა.

      ომები უფრო ხშირი და გამანადგურებელი გახდა. XVIII საუკუნეში ომებში დაღუპულთა რიცხვმა 4 400 000 შეადგინა, XIX საუკუნეში — 8 300 000, XX საუკუნის პირველ 86 წელიწადში კი — 98 800 000. XVIII საუკუნიდან ომებში დაღუპულთა რიცხვი მსოფლიო მოსახლეობაზე ექვსჯერ სწრაფად იზრდებოდა. XX საუკუნის ომებში ათჯერ მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე XVIII საუკუნის ომებში.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება