-
საოცარი საიდუმლო იხსნებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
მშვიდობისა და უსაფრთხოების ფუჭი იმედი
10, 11. ა) რა განაცხადა გაერომ 1986 წელს და რა გამოხმაურება მოჰყვა ამას? ბ) რამდენი „რელიგიური ოჯახი“ შეიკრიბა ქალაქ ასიზში, რომ მშვიდობისთვის ელოცათ და პასუხობს თუ არა ღმერთი ასეთ ლოცვებს? ახსენით.
10 კაცობრიობის დასაიმედებლად გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1986 წელი „საერთაშორისო მშვიდობის წლად“ გამოაცხადა. ამ წლის მთავარი თემა იყო „მშვიდობის შენარჩუნება და ადამიანთა მომავლის უზრუნველყოფა“. მებრძოლ სახელმწიფოებს მოუწოდეს, ერთ წელს მაინც არ აეღოთ იარაღი ხელში. რა გამოხმაურება მოჰყვა ამ მოწოდებას? სამშვიდობო პრობლემატიკის შემსწავლელი საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, ხუთი მილიონი ადამიანი დაიღუპა 1986 წელს მიმდინარე ომებში. მართალია, მონეტები საგანგებოდ მოჭრეს და სამახსოვრო მარკებიც დაბეჭდეს, მაგრამ ერების უმეტესობას იმ წელს მშვიდობის მისაღწევად თითქმის არაფერი გაუკეთებია. მსოფლიო რელიგიები, რომლებიც გაეროსთან ყოველთვის კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობენ, სხვადასხვაგვარად ამახვილებდნენ ყურადღებას ამ წელზე. 1986 წლის 1 იანვარს პაპმა იოანე პავლე II-მ შეაქო გაეროს საქმიანობა და ეს წელი მშვიდობის წლად გამოაცხადა. 27 ოქტომბერს მან ასიზში (იტალია) შეკრიბა მსოფლიო რელიგიების წინამძღოლები, რათა მშვიდობისთვის ელოცათ.
11 პასუხობს ღმერთი ასეთ ლოცვებს? რომელ ღმერთს მიმართავდნენ ლოცვით ეს რელიგიური წინამძღოლები? ამ კითხვებზე ყველა სხვადასხვანაირად გიპასუხებდათ. განა მართლა არსებობს მილიონობით ღმერთი, რომლებიც ისმენენ და პასუხობენ მრავალი ფორმით აღვლენილ ლოცვებს? ამ შეხვედრაზე დამსწრეთაგან მრავალი ქრისტიანული სამყაროს სამებას ეთაყვანებოდაc. ბუდისტები, ინდუსები თუ სხვები უამრავ ღმერთს მიმართავდნენ ლოცვით. სულ თორმეტი „რელიგიური ოჯახის“ წარმომადგენელი შეკრებილიყო, მათ შორის იყვნენ ცნობილი ადამიანები — კენტერბერის არქიეპისკოპოსი (ანგლიკანური ეკლესია), დალაი-ლამა (ბუდიზმი), რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტი, ტოკიოს სინტოისტური ტაძრის ასოციაციის პრეზიდენტი, აფრიკელი ანიმისტები და ორი ამერიკელი ინდიელი ბუმბულებით გაწყობილი თავსაბურავებით. თავყრილობა მართლაც მრავალფეროვანი იყო და სატელევიზიო მიმოხილვაც სანახაობრივი გამოვიდა. ერთ-ერთი ჯგუფი 12 საათს განუწყვეტლივ ლოცულობდა (შეადარეთ ლუკას 20:45—47). მაგრამ გასცდა მათი ლოცვები შეკრებილთა თავზე ჩამოწოლილ ღრუბლებს? ქვემოთ მოცემული მიზეზების გამო, არა.
12. რატომ არ პასუხობს ღმერთი რელიგიური წინამძღოლების მიერ მშვიდობისთვის აღვლენილ ლოცვებს?
12 იეჰოვას სახელით მავალთაგან განსხვავებით ამ რელიგიურ წინამძღოლთაგან არც ერთს არ მიუმართავს იეჰოვასთვის, ცოცხალი ღვთისთვის, რომლის სახელიც ბიბლიის დედანში დაახლოებით 7 000-ჯერ არის მოხსენიებული (მიქა 4:5; ესაია 42:8, 12)d. მათ ღვთისთვის იესოს სახელითაც არ მიუმართავთ. მათ უმრავლესობას არც კი სწამს იესო ქრისტე (იოანე 14:13; 15:16). არც ერთი მათგანი არ ასრულებს ღვთის ნებას და არ ქადაგებს, რომ ღვთის მომავალი სამეფოა კაცობრიობის ერთადერთი იმედი და არა გაერო (მათე 7:21—23; 24:14; მარკოზი 13:10). წარმოდგენილი რელიგიური ორგანიზაციების უმეტესობა მონაწილეობდა სისხლისმღვრელ ომებში, მათ შორის XX საუკუნეში მომხდარ ორივე მსოფლიო ომში. ასეთებს ღმერთი ეუბნება: „თუმცა ბევრს ლოცულობთ, არ გისმენთ; ხელები სისხლით გაქვთ სავსე“ (ესაია 1:15; 59:1—3).
13. ა) რით არის აღსანიშნავი ის ფაქტი, რომ ეს რელიგიური წინამძღოლები გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ერთად მოუწოდებენ მსოფლიოს მშვიდობისკენ? ბ) ღვთის წინასწარმეტყველების თანახმად როდემდე ილაპარაკებენ მშვიდობაზე?
13 აღსანიშნავია, რომ ეს რელიგიური წინამძღოლები გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ერთად მსოფლიოს მშვიდობისკენ მოუწოდებენ. მათ სურთ, რომ თავიანთ სასარგებლოდ გავლენა მოახდინონ გაეროზე, და განსაკუთრებით ახლა, როცა ბევრი მათი მიმდევარი ზურგს აქცევს რელიგიას. ისინი ძველი ისრაელის ორგული წინამძღოლების მსგავსად გაიძახიან: „მშვიდობაა, მშვიდობააო! როცა არ არის მშვიდობა“ (იერემია 6:14). უეჭველია, ისინი კვლავ აქტიურად განაგრძობენ მშვიდობაზე ლაპარაკს, სანამ არ დადგება აღსასრული, რის შესახებაც მოციქული პავლე წინასწარმეტყველებდა: „იეჰოვას დღე ზუსტად ისე მოვა, როგორც ღამე ქურდი. როცა ილაპარაკებენ, მშვიდობა და უსაფრთხოებაო, მაშინ დაატყდებათ თავს მოულოდნელი განადგურება, როგორც ორსულ ქალს — მშობიარობის ტკივილები, და თავს ვერ დააღწევენ“ (1 თესალონიკელები 5:2, 3).
14. რა ხასიათი შეიძლება მიიღოს მშვიდობაზე და უსაფრთხოებაზე საუბარმა და რატომ არ უნდა შეგვიყვანოს ამან შეცდომაში?
14 ბოლო წლებში პოლიტიკოსები გამოთქმას „მშვიდობა და უსაფრთხოება“ დასახული მიზნების აღსაწერად იყენებენ. ნიშნავს მსოფლიო პოლიტიკური ლიდერების ასეთი ძალისხმევა იმას, რომ 1 თესალონიკელების 5:3-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება სრულდება? გულისხმობდა პავლე რაღაც განსაკუთრებულ მოვლენას, რომელიც მსოფლიოს ყურადღებას მიიპყრობდა? ხშირად ბიბლიური წინასწარმეტყველებები სრულიად გასაგები მათი შესრულების შემდეგ ან შესრულების დროს ხდება, ამიტომ მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ. ქრისტიანებმა იციან, რომ ერებმა, რომც მიაღწიონ, ერთი შეხედვით, მშვიდობასა და უსაფრთხოებას, სინამდვილეში არაფერი შეიცვლება. ეგოიზმი, სიძულვილი, დამნაშავეობა, ოჯახების ნგრევა, უზნეობა, ავადმყოფობა, მწუხარება და სიკვდილი მაინც იარსებებს. ამგვარად, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე საუბარი არ შეგიყვანთ შეცდომაში, თუ ფხიზლად ადევნებთ თვალს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და ყურად იღებთ ღვთის სიტყვაში ჩაწერილ წინასწარმეტყველურ გაფრთხილებებს (მარკოზი 13:32—37; ლუკა 21:34—36).
-
-
საოცარი საიდუმლო იხსნებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
[ჩარჩო 250 გვერდზე]
მიუღწეველი მშვიდობა
მართალია 1986 წელი გაერომ მშვიდობის საერთაშორისო წლად გამოაცხადა, მაგრამ გამალებული შეიარაღება უფრო გაძლიერდა. ერთ-ერთ საიმედო წყაროში დამაფიქრებელი დეტალებია მოცემული („World Military and Social Expenditures 1986“):
1986 წელს მსოფლიო შეიარაღებაზე 900 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.
ერთ საათში მსოფლიო შეიარაღებაზე იმდენი იხარჯება, რამდენიც სამ-ნახევარი მილიონი ადამიანის აცრას მოხმარდებოდა და ინფექციური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილისგან დაიცავდა.
მსოფლიოში ყოველი მეხუთე სიღატაკეში ცხოვრობს. მთელ წელიწადს შეიძლებოდა ამ მშიერი ხალხის გამოკვება იმ თანხით, რაც ორ დღეში იხარჯება შეიარაღებაზე.
1986 წელს მთელ მსოფლიოში არსებული ბირთვული იარაღის აფეთქების შემთხვევაში 160 მილიონჯერ მეტი ენერგია გამოიყოფოდა ჩერნობილში მომხდარ აფეთქებასთან შედარებით.
1986 წელს შეიძლებოდა ისეთი ბირთვული ბომბის აფეთქება, რომელიც 1945 წელს ჰიროსიმაში ჩამოგდებულ ბომბზე 500-ჯერ ძლიერი იქნებოდა.
არსენალში არსებული ბირთვული იარაღის სიმძლავრე მილიონჯერ აღემატებოდა ჰიროსიმაში ჩამოგდებული ბომბის სიმძლავრეს. აფეთქების შემთხვევაში ენერგიის სიმძლავრე 2 700-ჯერ გადააჭარბებდა მეორე მსოფლიო ომის დროს მოხმარებული ენერგიის სიმძლავრეს, როდესაც 38 მილიონი ადამიანი დაიღუპა.
ომები უფრო ხშირი და გამანადგურებელი გახდა. XVIII საუკუნეში ომებში დაღუპულთა რიცხვმა 4 400 000 შეადგინა, XIX საუკუნეში — 8 300 000, XX საუკუნის პირველ 86 წელიწადში კი — 98 800 000. XVIII საუკუნიდან ომებში დაღუპულთა რიცხვი მსოფლიო მოსახლეობაზე ექვსჯერ სწრაფად იზრდებოდა. XX საუკუნის ომებში ათჯერ მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე XVIII საუკუნის ომებში.
-