საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ორი მოწმის გამოცოცხლება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 21. ა) როგორ ისარგებლეს მდგომარეობით „ორი მოწმის“ მტრებმა? ბ) რაზე მიუთითებდა ის, რომ „ორი მოწმის“ გვამი დაუმარხავი იყო? გ) როგორ უნდა განვსაზღვროთ სამ-ნახევარი დღის ხანგრძლივობა? (იხილეთ სქოლიო)

      21 ერები 1914—1918 წლებში პირველ მსოფლიო ომში იყვნენ ჩაბმული. მძლავრობდა ნაციონალისტური სულისკვეთება, რითაც 1918 წლის გაზაფხულზე „ორი მოწმის“ მტრებმა ისარგებლეს. მათ თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენეს ქვეყნის სამართლებრივი ორგანოები, რომ ბიბლიის მკვლევართაგან პასუხისმგებელი პირები ანტისახელმწიფოებრივი აგიტაციის ცრუ ბრალდებით დაეპატიმრებინათ. ბიბლიის მკვლევართა ერთგული თანამსახურები გაოგნებულები დარჩნენ.

  • ორი მოწმის გამოცოცხლება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • რ. ჰ. აბრამსი 1933 წელს გამოცემულ თავის ერთ-ერთ წიგნში საუბრობს იმ სასტიკ წინააღმდეგობაზე, რომლითაც სამღვდელოება შეხვდა ბიბლიის მკვლევართა წიგნის — „დასრულებული საიდუმლოს“ გამოცემას. ის აღნიშნავს, როგორ ცდილობდა სამღვდელოება ბიბლიის მკვლევარებისა და მათი „დამღუპველი მწვალებლობის“ თავიდან მოშორებას. ამას მოჰყვა სასამართლო პროცესი, რის შემდეგაც ჯ. ფ. რუტერფორდსა და მის შვიდ თანამოაზრეს ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს. დ-რ აბრამსი წერს: «ყველა ფაქტის განხილვის შემდეგ იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ იმ მოძრაობის მიღმა, რომლის მიზანიც „რასელისტების“ განადგურება იყო, ძირითადად, ეკლესიები და სამღვდელოება იდგა.

  • ორი მოწმის გამოცოცხლება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • დ-რ აბრამსი დასძენს: «როდესაც მათი ოცწლიანი პატიმრობის შესახებ ცნობა რელიგიური პრესის გამომცემლებს მისწვდა, ყველა დიდი თუ მცირე პუბლიკაციიდან გამოჩნდა, რომ ამ ფაქტს სიხარულით შეხვდნენ. ტრადიციულ რელიგიურ ჟურნალებში თანაგრძნობის ერთი სიტყვაც ვერ ვნახე. „უდავოა, — დაასკვნა ეპტონ სინკლერმა, — რომ დევნა. . . ნაწილობრივ იმ სიძულვილით აიხსნება, რასაც ტრადიციული რელიგიები ავლენდნენ მათ მიმართ“. ის, რაც ეკლესიებს ერთობლივად არ გამოუვიდათ, როგორც ჩანს, მთავრობამ შეძლო». რელიგიური პუბლიკაციებიდან რამდენიმე დამამცირებელი კომენტარის მოხსენიების შემდეგ, წიგნის ავტორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ ბრალდებების გაუქმების ფაქტიც მოიხსენია და აღნიშნა: „ამ გადაწყვეტილებას ეკლესიები დუმილით შეხვდნენ“ („Preachers Present Arms“).

  • ორი მოწმის გამოცოცხლება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 24. როდის დაუბრუნდა სიცოცხლე „ორ მოწმეს“ და როგორ იმოქმედა ამან მათ რელიგიურ მოწინააღმდეგეებზე?

      24 მართლაც რა თავზარდამცემი იყო ეს მათი მდევნელებისთვის! გვამებს სიცოცხლე დაუბრუნდა და „ორი მოწმე“ კვლავ ამოქმედდა. ეს დიდი დარტყმა იყო სამღვდელოებისთვის, რადგან ქრისტიანები, რომლებიც მათი ბრალდებით მოხვდნენ ციხეში, კვლავ თავისუფლებით სარგებლობდნენ; მოგვიანებით მათ ყველა ბრალდება მოუხსნეს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება