-
განსაკუთრებული მემკვიდრეობით კურთხეულისაგუშაგო კოშკი — 2000 | 1 ოქტომბერი
-
-
პაპაჩემის სასამართლო და პატიმრობა
პატერსონის ვესტიბიულში პოლი და მე მოულოდნელად წავაწყდით ფოტოსურათს, რომელსაც თქვენ მომდევნო გვერდზე ხედავთ. მე მაშინვე ვიცანი ეს სურათი, რადგან 50 წელზე მეტი ხნის წინათ პაპაჩემმა ასეთივე სურათი გამომიგზავნა. ის მარჯვენა კუთხეშია.
პირველი მსოფლიო ომის დროს, როცა პატრიოტიზმი აღმავლობას განიცდიდა, ბიბლიის ეს რვა მკვლევარი, მათ შორის ჯოზეფ რუტერფორდი (ცენტრში ზის), საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პრეზიდენტი, უკანონოდ დააპატიმრეს და თავდებით გამოსვლის ნებასაც არ აძლევდნენ. მათთვის წაყენებული ბრალდებები ეხებოდა „საღვთო წერილის გამოკვლევის“ მეშვიდე ტომში, სათაურით „დასრულებული საიდუმლო“, მოცემულ მასალას, რომელიც არასწორად გაიშიფრა, როგორც მოწოდება, რათა პირველ მსოფლიო ომში შეერთებულ შტატებს არ მიეღო მონაწილეობა.
წლების მანძილზე ჩარლზ ტეიზ რასელი „საღვთო წერილის გამოკვლევის“ პირველ ექვს ტომს წერდა, მაგრამ ის გარდაიცვალა და ვერ მოასწრო მეშვიდე ტომის დაწერა. მისი ჩანაწერები პაპაჩემს და ბიბლიის ერთ სხვა მკვლევარს გადასცეს და მათ დაწერეს მეშვიდე ტომი. ეს ტომი გამოიცა 1917 წელს, სანამ ომი დამთავრდებოდა. სასამართლომ პაპაჩემს, ისევე როგორც ამ რვიდან უმრავლესობას ოთხი სხვადასხვა დანაშაულისთვის, რომლიდანაც თითოეული 20 წლით პატიმრობას ითვალისწინებდა 20 წელი შეუფარდა.
პატერსონის ვესტიბიულში ნანახ სურათს თან ახლდა წარწერა: „ცხრა თვის შემდეგ, რაც რუტერფორდსა და მის თანამოაზრეებს განაჩენი გამოუტანეს, როდესაც ომი უკვე დამთავრებული იყო, 1919 წლის 21 მარტს, სააპელაციო სასამართლომ რვავე ბრალდებულის თავდებით გათავისუფლება გადაწყვიტა; 26 მარტს ისინი გაათავისუფლეს ბრუკლინში თითოეულზე 10 000 აშშ დოლარის სათავდებო გირაოს გადახდით. 1920 წლის 5 მაისს ჯ. რუტერფორდსა და სხვებს ბრალდება სრულიად მოეხსნათ“.
განაჩენის გამოტანის შემდეგ, სანამ ატლანტაში (ჯორჯია) არსებულ ფედერალურ ციხეში გაგზავნიდნენ, რვავემ პატიმრობის პირველი რამდენიმე დღე ბრუკლინში (ნიუ-იორკი) რეიმონდ სთრითზე მდებარე ციხეში გაატარა. იქიდან პაპაჩემმა წერილი მოიწერა, რომელშიც ყვებოდა, რომ იმყოფებოდა 1,8 X2,4 მ2 ფართის საკანში, „ენით აღუწერელ სიბინძურესა და უწესრიგობაში“. ის წერდა: „გაქვს გაზეთების გროვა და ერთი შეხედვით თუ არაფრად აგდებ, მალე გაიგებ, რომ მხოლოდ ამ ტუალეტის ქაღალდით, საპნითა და ქისით შეგიძლია სისუფთავისა და საკუთარი ღირსების შენარჩუნება“.
მაგრამ პაპაჩემს იუმორის გრძნობა არ დაუკარგავს და ციხეს „ჰოტელ დე რეიმონდად“ იხსენიებდა; ის ამბობდა „აქ დავრჩები, სანამ ამ ნომერში ყოფნის ვადა გამივა“. მან ისიც მოყვა, თუ როგორ სეირნობდნენ შიდა ეზოში. ერთხელ, როდესაც ის შეჩერდა, რომ თმა დაევარცხნა, ერთი ჯიბის ქურდი სწვდა მის ჯიბის საათს, მაგრამ, როგორც მან მოიწერა, ჯაჭვი გაწყდა და საათი მე შემრჩაო. როდესაც 1958 წელს ბრუკლინის ბეთელი მოვინახულე, გრანტ სუიტერმა, საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მაშინდელმა მდივანმა და ბუხჰალტერმა, მიხმო თავის ოფისში და მომცა ეს საათი, რომელსაც ახლაც დიდად ვუფრთხილდები.
-
-
განსაკუთრებული მემკვიდრეობით კურთხეულისაგუშაგო კოშკი — 2000 | 1 ოქტომბერი
-
-
[სურათი 27 გვერდზე]
ბიბლიის რვა მკვლევარი, რომლებიც 1918 წელს უმართებულოდ დააპატიმრეს (პაპაჩემი დგას მარჯვნივ, ბოლოში).
-