-
ღვთის ხალხი მზადყოფნით გამოდის საქადაგებლადღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
8—10. რა ბიძგი მისცა კონგრესებმა სამქადაგებლო საქმეს? (იხ. აგრეთვე ჩარჩო „კონგრესები, რომლებმაც ბიძგი მისცა სამქადაგებლო საქმეს“).
8 საკონგრესო მოხსენებები. იეჰოვას მითითებების მისაღებად მოწადინებულმა ბიბლიის მკვლევრებმა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ პირველად მოიყარეს თავი 1919 წლის 1—8 სექტემბერს სიდარ-პოინტში (ოჰაიო, აშშ) ჩატარებულ დიდ კონგრესზე. კონგრესის მეორე დღეს ძმა რუტერფორდმა მოხსენებით გამოსვლისას დელეგატების საყურადღებოდ აღნიშნა: „ქრისტიანების მისია დედამიწაზე . . . უფლის სამეფოს ცნობის გაცხადებაა“.
9 სამი დღის შემდეგ დადგა კონგრესის კულმინაციური მომენტი: ძმა რუტერფორდი გამოვიდა მოხსენებით „თანამშრომლებისადმი მიმართვა“, რომელიც მოგვიანებით „საგუშაგო კოშკში“ დაიბეჭდა სათაურით „აუწყეთ სამეფოს შესახებ!“. აი, რა ეწერა მასში: „როცა ქრისტიანი აანალიზებს თავის ცხოვრებას, ბუნებრივად ებადება კითხვა: რისთვის მოვევლინე ამ ქვეყანას? პასუხი წესით ასეთი უნდა იყოს: უფალმა წყალობა გამოავლინა ჩემდამი და თავის წარმომადგენლად დამნიშნა, რათა ქვეყნიერებისთვის შერიგების ღვთიური ცნობა მიმეტანა. ამიტომ მე მოვალე ვარ, გავაცხადო ეს ცნობა, რაც ჩემთვის უდიდესი პატივია!“.
10 ძმა რუტერფორდმა თავის დაუვიწყარ მოხსენებაში ახსენა, რომ უახლოეს მომავალში გამოიცემოდა ახალი ჟურნალი „ოქროს ხანა“ (ამჟამად „გამოიღვიძეთ!“), რომელიც ხალხს კაცობრიობის ერთადერთი იმედის, სამეფოს შესახებ აუწყებდა. შემდეგ რუტერფორდმა დასვა კითხვა, თუ რამდენი ისურვებდა აუდიტორიიდან ამ ჟურნალის გავრცელებას. მოგვიანებით გაკეთებულ ამ კონგრესის ანგარიშში ეწერა: „გამოხმაურება არნახული იყო. ექვსი ათასი დამსწრე ერთიანად წამოდგა ფეხზე“.b აშკარა იყო, რომ მეფეს ენთუზიაზმით სავსე მხარდამჭერები ჰყავდა, რომლებიც მზად იყვნენ სამეფოს ცნობის საუწყებლად!
-