საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სიჭაბუკიდან გახსოვდეთ ჩვენი გამჩენი
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 1 იანვარი
    • მალე მათ ბიბლიის მკვლევარმა (იმ დროს ასე უწოდებდნენ იეჰოვას მოწმეებს) უილიამ ივენსმა მიაკითხა. მამაჩემმა, რომელიც მაშინ ოც წელს გადაცილებული იყო, და დედამ, რომელიც ხუთი წლით იყო მასზე უმცროსი, მოუსმინეს ამ სასიამოვნო უელსელ მამაკაცს და სადილზე მიიპატიჟეს. მალე მათ შეიყვარეს ის ბიბლიური ჭეშმარიტება, რომელსაც სწავლობდნენ.

  • სიჭაბუკიდან გახსოვდეთ ჩვენი გამჩენი
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 1 იანვარი
    • ძმა ივენსს და მის მეუღლეს, მარიამს, შვილები არ ყავდათ, მაგრამ ისინი ჩვენი დედ-მამა და ბებია-ბაბუა გახდნენ. უილიამი მამაჩემს ყოველთვის „შვილოთი“ მიმართავდა; მან და მარიამმა ჩვენს ოჯახს ნელ-ნელა მქადაგებლობის სული ჩაუნერგეს. XX საუკუნის დასაწყისში ძმა ივენსი უელსში ჩადიოდა ხოლმე, რომ სვენზში ხალხისთვის ბიბლიური ჭეშმარიტება ემცნო. იქ მას ამერიკიდან ჩამოსულ მქადაგებლად იცნობდნენ.

      1928 წელს ძმა ივენსმა თავი დაანება სამსახურს და დასავლეთ ვირჯინიის მთებში დაიწყო ქადაგება. ჩემი ორი უფროსი ძმა, 21 წლის კლარენსი და 19 წლის კარლი, მას გაჰყვნენ. ოთხივე ძმა დიდხანს ვმსახურობდით სრული დროით. ახალგაზრდობაში ოთხივე იეჰოვას მოწმე მიმომსვლელი ზედამხედველები ვიყავით. ამას წინათ დედაჩემის უმცროსმა დამ, მერიმ, რომელიც ახლა 90 წლისაა, მომწერა: „ძალიან მადლიერები ვართ, რომ ძმა ივენსი ენთუზიაზმით ასე აღსავსე იყო მსახურებაში და რომ გროვ სიტიში ჩამოვიდა!“ დეიდა მერი ერთ-ერთი იმათგანია, რომელსაც ახალგაზრდობიდან ახსოვს თავისი გამჩენი.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება