-
ოთხი მხედარი ჯირითობსგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში იეჰოვას მოწმეების მიერ მოპოვებული 50 გამარჯვებიდან ზოგიერთი სასიხარულო ცნობის „სახალხოდ და კარდაკარ“ ქადაგების უფლებას იცავდა. გარდა ამისა, მოწმეებს კერპთაყვანისმცემლურ, პატრიოტულ ცერემონიებში მონაწილეობისგან ათავისუფლებდა (საქმეები 5:42; 20:20; 1 კორინთელები 10:14).
-
-
ოთხი მხედარი ჯირითობსგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
XX საუკუნის 30-იან და 40-იან წლებში იეჰოვას მოწმეების დაუძინებელი მტრები ცდილობდნენ, მათი მსახურება უკანონო და დანაშაულებრივ საქმიანობად შეერაცხათ (ფსალმუნი 94:20). 1936 წელს მხოლოდ შეერთებულ შტატებში მოწმეთა დაპატიმრების 1 149 ფაქტი დაფიქსირდა. იეჰოვას მოწმეებმა ბევრი სასამართლო საქმე აღძრეს, რომელთაგან ზოგი შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომაც კი განიხილა. აი რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება:
1943 წლის 3 მაისს უზენაესმა სასამართლომ საქმის „მარდოკი პენსილვანიის წინააღმდეგ“ მოსმენის შემდეგ დაადგინა, რომ იეჰოვას მოწმეებს ლიტერატურის გასაყიდად ლიცენზია არ სჭირდებოდათ. იმავე დღეს საქმის „მარტინი ქალაქ სტრატერსის წინააღმდეგ“ განხილვის შემდეგ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ კარზე ზარის დარეკვა და კარდაკარ მოსაწვევი ბარათებისა და სხვა სარეკლამო ფურცლების დარიგება კანონს არ ეწინააღმდეგებოდა.
1943 წლის 14 ივნისს უზენაესმა სასამართლომ საქმის „ტეილორი მისისიპის შტატის წინააღმდეგ“ განხილვის შემდეგ დაადგინა, რომ მოწმეები ქადაგებით ხალხს სახელმწიფოს დაუმორჩილებლობისკენ არ მოუწოდებდნენ. იმავე დღეს საქმის „დასავლეთ ვირჯინიის შტატის განათლების სისტემა ბარნეტის წინააღმდეგ“ მოსმენის შემდეგ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სკოლის დირექციას არ ჰქონდა უფლება, სკოლიდან გაერიცხა იეჰოვას მოწმეთა შვილები, რომლებიც დროშას არ ესალმებოდნენ.
-