საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იმედი უსახლკაროებისა და ღარიბებისთვის
    გამოიღვიძეთ! — 2015 | მაისი
    • ჯო, რომელიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, სამხედრო ვეტერანია. ცხოვრებაში დატრიალებულმა ტრაგედიებმა ის თითქმის 18 წელი უსახლკაროდ დატოვა. ბოლოს მან ადგილობრივ საჯარო ბიბლიოთეკაში დაიწყო სიარული, სადაც დროდადრო ბიბლიოთეკართან საუბრობდა. ამ საუბრებმა ჯოს ცხოვრება შეცვალა.

  • იმედი უსახლკაროებისა და ღარიბებისთვის
    გამოიღვიძეთ! — 2015 | მაისი
    • ბიბლიამ მისი ცხოვრება შეცვალა

      „ეტყობოდა, რომ ჯო განათლებული, თავაზიანი და მოკრძალებული კაცი იყო“, — ამბობს ბიბლიოთეკარი სინდი, რომელიც ხშირად ხედავდა ჯოს ბიბლიოთეკაში. სინდი იეჰოვას მოწმეა. მან ჯოს ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ მისცა და იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე დაპატიჟა. მას იქ იმდენად კეთილად და პატივისცემით მოეპყრნენ, რომ გადაწყვიტა, მოწმეების შეხვედრებს რეგულარულად დასწრებოდა. ჯომ ერთ იეჰოვას მოწმესთან ბიბლიის შესწავლაც დაიწყო.

      ჯო

      ბიბლიის შესწავლამ ჯოს ღირსების გრძნობა აუმაღლა

      ჯოს შვებას ჰგვრიდა ის, რასაც ბიბლიიდან იგებდა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ცვლილებების მოხდენა მოუწევდა, მან ცხოვრებაში ღვთიური პრინციპების გამოყენება დაიწყო. მაგალითად, ჯომ გაიგო, რომ სიცოცხლე ღვთის ძღვენია, რომელიც უნდა დავაფასოთ და რომ სიგარეტი ბილწავს სხეულს (ფსალმუნი 36:9). ამიტომ მიატოვა ეს მავნე ჩვევა, რითაც გაითვალისწინა 2 კორინთელების 7:1-ში ჩაწერილი პრინციპი: „განვიწმინდოთ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს ხორცს“. ჯოს გადაწყვეტილება სასიკეთოდ აისახა არა მარტო მის ჯანმრთელობაზე, არამედ მის ფინანსურ მდგომარეობაზეც.

      ბიბლიური რჩევა, რომელიც საკუთარი თავის სარჩენად მუყაითი შრომისკენ მოგვიწოდებს, ჯოს გულს ძალიან შეეხო და სამუშაოს ძებნას შეუდგა (1 თესალონიკელები 4:11, 12).b „კაცისთვის იმაზე უკეთესი არაფერია, რომ ჭამოს, სვას და სულს აამოს თავისი გარჯით“, — ვკითხულობთ ეკლესიასტეს 2:24-ში. პატიოსანი შრომით საკუთარი თავის რჩენა ღირსების გრძნობას გვმატებს, რაც დიდ სიხარულს გვანიჭებს და ამავდროულად, გაჭირვებულთა დახმარების საშუალებასაც გვაძლევს (ეფესოელები 4:28).

      გულწრფელობის გამო „კრების წევრებს ძალიან შეუყვარდათ ჯო, — იხსენებს სინდი. — ძმების დახმარებით მან სახელმწიფოსგან შესაფერისი საცხოვრებელი ფართი და სხვა საჭირო დახმარება მიიღო“. ჯომ სულიერად წინ წაიწია და მალე მოინათლა, როგორც იეჰოვას მოწმე. ახლა პირადი გამოცდილებით სხვებს ეხმარება ღვთიური სიბრძნის შეძენაში (იგავები 3:13, 14).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება