საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • 100-წლიანი ეპოსი, რომელიც რწმენას გვიმტკიცებს
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 თებერვალი
    • ფოტოდრამის პრემიერა ქალაქ ნიუ-იორკში 1914 წლის 11 იანვარს შედგა.

      ბიბლიის მკვლევრები და „შემოქმედების ფოტოდრამის“ საჩვენებლად საჭირო აღჭურვილობა

      მთელ ჩრდილოეთ ამერიკაში „ფოტოდრამის“ 20 ეგზემპლარს იყენებდნენ

  • 100-წლიანი ეპოსი, რომელიც რწმენას გვიმტკიცებს
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 თებერვალი
  • 100-წლიანი ეპოსი, რომელიც რწმენას გვიმტკიცებს
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 თებერვალი
    • ფირებისა და სლაიდების უმეტესობას ძმები ჩამწერი სტუდიებისგან ყიდულოდნენ. ფილადელფიის, ნიუ-იორკის, პარიზისა და ლონდონის პროფესიონალი მხატვრები ხელით ხატავდნენ კადრებს. ბეთელის სამხატვრო სტუდიაშიც იქმნებოდა ბევრი ნახატი და იცვლებოდა დაზიანებული სლაიდები. გარდა ამისა, ბეთელელები თავად მონაწილეობდნენ ფილმებში და განასახიერებდნენ აბრაამის, ისაკისა და იმ ანგელოზის როლს, რომელმაც აბრაამი შეაკავა შვილის შეწირვისგან. ფილმის გადაღება მიმდინარეობდა ნიუ-იორკში, იონკერსის მახლობლად (დაბ. 22:9—12).

      „შემოქმედების ფოტოდრამის“ სარეკლამო პოსტერები და სლაიდები

      გამოცდილი ოპერატორები 3-კილომეტრიან ფირს, 26 ფონოგრამასა და 500 სლაიდს დროის ზუსტი დაცვით უჩვენებდნენ

      ძმა რასელის ერთმა თანამოაზრემ პრესის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ სლაიდები და მოძრავი სურათები აუცილებლად „აღუძრავდა წმინდა წერილებისადმი და რელიგიისადმი ინტერესს ათასობით ადამიანს, რაც მანამდე ვერც ერთი საშუალებით ვერ მოხერხდა“. მიესალმა სამღვდელოება სულიერად დამშეული მასების დაპურებას? არა! პირიქით, ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენლებმა ერთხმად გააკრიტიკეს და დაგმეს „შემოქმედების ფოტოდრამა“. ზოგი მზაკვრულად და უტიფრადაც კი ცდილობდა, ხელი შეეშალა ხალხისთვის, არ ეყურებინათ მისთვის. ერთხელ ისეც კი მოაწყვეს, რომ ფოტოდრამის მსვლელობის დროს ელექტროენერგია გათიშულიყო.

      მოხალისეები. „შემოქმედების ფოტოდრამის“ ბუკლეტები. სამკერდე ნიშნები ახალგაზრდა იესოს გამოსახულებით

      მოხალისეები ადგილობრივი კრებებიდან დამსწრეებს ურიგებდნენ ბუკლეტებს, რომლებშიც ფოტოდრამის სურათები იყო განთავსებული. დარიგდა მილიონობით ბუკლეტი

      დამსწრეებს აგრეთვე ურიგებდნენ სამკერდე ნიშნებს ახალგაზრდა იესოს გამოსახულებით, რაც მათ შეახსენებდა, რომ „მშვიდობის ძეები“ იყვნენ

      ყველაფრის მიუხედავად, ჩვენებები ანშლაგებით მიმდინარეობდა. მასები სრულიად უსასყიდლოდ ესწრებოდნენ ამ საუცხოო სანახაობას. შეერთებულ შტატებში ყოველდღიურად 80-მდე ქალაქში მიმდინარეობდა ამ ფოტოდრამის ასლების ჩვენება. ბევრი პირველად უყურებდა ხმოვან კინოს, რაც მათში აღფრთოვანებასა და გაოცებას იწვევდა. ფილმში აჩქარებული კადრების მეშვეობით მაყურებლის თვალწინ იჩეკებოდა წიწილა და იფურჩქნებოდა ყვავილი. სამეცნიერო ხასიათის ეს ინფორმაცია იეჰოვას საოცარ სიბრძნეზე ამახვილებდა ყურადღებას. როგორც ზემოთ მოვიხსენიეთ, ეკრანზე ძმა რასელის დანახვისას, რომელიც მაყურებელს ფოტოდრამას აცნობდა, ერთმა მაყურებელმა ისიც კი გაიფიქრა, რომ კადრში უფრო რეალური იყო ძმა რასელი, ვიდრე სიცოცხლეში.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება