საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გაფრთხილების გათვალისწინება ნამდვილად ღირდა!
    გამოიღვიძეთ! — 2006 | ივნისი
    • იეჰოვას მოწმეების ძებნა „ასტროდომზე“

      დაახლოებით 16 000 ადამიანი, რომელთაგან უმეტესობა ლუიზიანადან იყო, თავს აფარებდა ჰიუსტონში (ტეხასის შტატი) მდებარე „ასტროდომის“ სტადიონს, სადაც მათ საკვებით, წყლით და საჭირო ნივთებით უზრუნველყოფდნენ. იეჰოვას მოწმეთა დახმარების კომიტეტმა ჰიუსტონში შეიტყო, რომ მათ შორის ზოგიერთი მოწმეც იყო. მაგრამ როგორ მოძებნიდნენ მათ?

      2 სექტემბერს, პარასკევს, დილაადრიან უხუცესები სტადიონზე მივიდნენ თანამორწმუნეების მოსაძებნად. ისინი გაკვირვებულები იყვნენ მთელ სტადიონზე ათასობით კაცის, ქალის, მოზარდის, ბავშვისა და ჩვილის დანახვით. ფეხბურთის მოედანზე გაშლილი იყო ათასობით დასაკეცი საწოლი. ხალხი მოთმინებით ელოდა დახმარების მიღებას. ბევრს სჭირდებოდა სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრებს შეუსვენებლივ გადაჰყავდათ დაზარალებულები სასწრაფო დახმარების მანქანებში.

      „ამდენ ხალხში ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს სტადიონის ცენტრში აღმოვჩნდი“, — იხსენებს სემუელი, ერთ-ერთი უხუცესი, რომელიც თანაქრისტიანებს ეძებდა. როგორ უნდა ეპოვათ მათ მოწმეები? უხუცესები დიდი პლაკატებით ხელში რიგებს შორის დადიოდნენ, რათა იეჰოვას მოწმეებს შეძლებოდათ მათი დანახვა. სამი საათის განმავლობაში უშედეგო ძებნის შემდეგ მათ გადაწყვიტეს, უფრო პრაქტიკული საშუალებისთვის მიემართათ. მათ სთხოვეს „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებს, ხმის გამაძლიერებელი სისტემით გაეკეთებინათ განცხადება: „ყველა მონათლულ იეჰოვას მოწმეს ვთხოვთ, მივიდნენ ქვედა იარუსის აღმოსავლეთ პანდუსთან“.

      გახარებულმა მოწმეებმა ნელ–ნელა დაიწყეს მითითებულ ადგილზე მისვლა. სემუელი მოგვითხრობს: „სიხარულისგან ისინი ცრემლებს ვერ იკავებდნენ. ისინი გულში გვიკრავდნენ და იმის შიშით, რომ ხალხში არ დავკარგვოდით, ხელს არ გვიშვებდნენ“. პარასკევს და შაბათს უხუცესებმა 24 თანამორწმუნე იპოვეს და იეჰოვას მოწმეების დახმარების ცენტრში გადაიყვანეს.

      მათგან უმეტესობას არაფერი გააჩნდა იმ ტანსაცმლის გარდა, რომელიც ზედ ეცვათ. ერთმა მოწმემ მხოლოდ ერთი პატარა ყუთის გადარჩენა მოახერხა, სადაც საჭირო საბუთები ჰქონდა ჩალაგებული.

      სტადიონზე ბევრი მიხვდა, რომ დახმარების აღმოსაჩენად მისული უხუცესები იეჰოვას მოწმეები იყვნენ და მათ ბიბლიებსა და ბიბლიურ ლიტერატურას სთხოვდნენ. ბიბლია 220–ზე მეტმა ადამიანმა ითხოვა. იეჰოვას მოწმეები ხალხს ასევე სთავაზობდნენ 2005 წლის 8 აგვისტოს „გამოიღვიძეთ!“–ს, რომელშიც დაბეჭდილი იყო შესაფერის სტატიათა სერია „სტიქიური უბედურებები — რას უნდა ველოდეთ?“

  • გაფრთხილების გათვალისწინება ნამდვილად ღირდა!
    გამოიღვიძეთ! — 2006 | ივნისი
    • [სურათი 16, 17 გვერდებზე]

      ჰიუსტონში (ტეხასის შტატი) „ასტროდომის“ სტადიონს დაახლოებით 16 000 დაზარალებული აფარებდა თავს.

      [სურათები 17 გვერდზე]

      ქრისტიანი უხუცესები დაზარალებულთა შორის იეჰოვას მოწმეებს ეძებდნენ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება