ბიბლიის გავრცელების რეკორდული წელი
დღეს უფრო მეტ ადამიანს აქვს ბიბლია, ვიდრე ოდესმე უწინ. ამას იტყობინებიან გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოებები თავის ანგარიშში, რადგან 1998 წელს წინა წელთან შედარებით ნახევარ მილიონზე მეტი ბიბლია გახდა ხალხისთვის ხელმისაწვდომი. საერთო ჯამში, მთელ დედამიწაზე 585 000 000-ზე მეტი ბიბლია გავრცელდა — მთლიანად თუ ნაწილობრივ. „ეს გარკვეულწილად გამამხნევებელია, — ნათქვამია ზემოხსენებულ ანგარიშში. — დღეს ღვთის სიტყვა უფრო მეტი ადამიანისთვის ხდება ხელმისაწვდომი“.
რასაკვირველია, სულ სხვაა, გქონდეს ბიბლია, და სულ სხვა — კითხულობდე მას. მაგალითად, ერთი გამოკვლევის თანახმად, ამერიკელების 90 პროცენტზე მეტს სულ მცირე ერთი ბიბლია მაინც აქვს და ამდენივე პროცენტს სჯერა, რომ ბიბლია ზნეობრივი პრინციპების სწავლების საუკეთესო წყაროა. მაგრამ მხოლოდ 59-მა პროცენტმა თქვა, რომ რჩევისთვის ბიბლიას მიმართავენ, ხოლო 29 პროცენტმა დასძინა, რომ „კარგად“ ან „საერთოდ“ არ იცნობენ ბიბლიას.
იეჰოვას მოწმეები არა მხოლოდ ბეჭდავენ და ავრცელებენ ბიბლიას, არამედ მას უფასოდაც ასწავლიან ხალხს 230-ზე მეტ ქვეყანაში. ბიბლიის ამ საგანმანათლებლო პროგრამას ამჟამად მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანისთვის მოაქვს სარგებლობა. მათ დახმარება ეწევათ დღეს არსებულ პრობლემებთან გასამკლავებლად; ისინი აგრეთვე იგებენ, რას ამბობს ბიბლია იმ ბრწყინვალე მომავალზე, რომელსაც ღვთის სამეფო მოიტანს (ესაია 48:17, 18; მათე 6:9, 10).
[სურათები 32 გვერდზე]
ბიბლიის საშინაო შესწავლა ბოლივიაში, განაში, შრი-ლანკასა და ინგლისში (ზევითა მარცხენა სურათიდან საათის ისრის მიმართულებით).