რასიზმი და რელიგია
„როდესაც 1978 წელს ამერიკაში ჩავედი, მჯეროდა, რომ მივდიოდი იმ ქვეყანაში, სადაც უკვე დიდი ხანია აღარ არსებობდა რასობრივი პრობლემები და შავკანიანებიც ჩვეულებრივი, სრულუფლებიანი, მოქალაქეები იყვნენ, — აღნიშნა წარმოშობით სამხრეთ აფრიკელმა, მწერალმა მარკ მატაბანემ ჟურნალ „ტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, — მაგრამ ხშირად მწარე რეალობას წავწყდომივარ. ამერიკა თითქოს საუკუნეებით უსწრებს სამხრეთ აფრიკას, მაგრამ ჩემდა სავალალოდ დავინახე, რომ ადამიანის გულებში უკეთესობისკენ ბევრი არაფერი შეცვლილა“. რამ მიიყვანა ის ამ გამაოგნებელ დასკვნამდე?
„ამერიკელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დრო კვირადღის 11 საათია, როცა ეკლესიაში ღვთისმსახურება იწყება“, — ამბობს მატაბანე. მან შეამჩნია, რომ თვით ტაძარშიც კი განსხვავებული რასის ადამიანებს ღვთისმსახურებაც ვერ აერთიანებს. „როგორღა მოეპყრობიან ისინი სხვა რასის წარმომადგენლებს კვირის სხვა დღეებში?“ — დასვა მან კითხვა. მატაბანემ უკეთესობისკენ შეცვლის კატალიზატორად განათლება დაასახელა და თქვა: „განათლების მიღებისას ნებისმიერი იძულებულია დაინახოს, რომ ყველა თანასწორუფლებიანია“.
იეჰოვას მოწმეებიც ეთანხმებიან ამ აზრს, მაგრამ განსაკუთრებულ უპირატესობას ღვთის სიტყვაზე დაფუძნებულ განათლებას ანიჭებენ. დიახ, ბიბლია ეხმარება ყველას რასობრივი ბარიერების გადალახვაში იმ ტერიტორიებზეც, სადაც ეთნიკური სიძულვილი კულმინაციას აღწევს. რეგულარულად, ყოველ კვირა, სამეფო დარბაზებში სხვადასხვა რასისა და ეროვნების წარმომადგენელი ერთად იყრის თავს, რომ ღვთის სიტყვაზე, ბიბლიაზე, დაფუძნებული კანონებისა და პრინციპების შესახებ ცოდნა შეიძინოს. იქ არ ხდება ფულადი შესაწირავების აგროვება. მთელი გულით გეპატიჟებით ჩვენს შეხვედრებზე!