საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რატომ არ არის მსოფლიო გაერთიანებული?
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 1 ივნისი
    • რატომ არ არის მსოფლიო გაერთიანებული?

      „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოება პირველად გაერთიანდა . . . ამიტომ შეიძლება, გამოყენებულ იქნეს შესაძლებლობა, შესრულდეს დიდი ხნის დანაპირები და დამყარებულ იქნეს ახალი მსოფლიო წყობა“.

      ასე გამოხატა თავისი აზრი XX საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. იმ დროს საერთაშორისო მოვლენები ისე განვითარდა, რომ თითქოს ჰორიზონტზე მსოფლიო ერთიანობა გამოიკვეთა. ტოტალიტარული რეჟიმები ერთიმეორეზე მიყოლებით დაემხო. ბერლინის კედელი დაეცა, რაც ევროპისთვის ახალი ერის მაუწყებელი გახდა. საბჭოთა კავშირი, რომელსაც დასავლეთის ქვეყნებში მრავალი გლობალური კონფლიქტების გამჩაღებლად მიიჩნევდა, მსოფლიო სცენიდან გაქრა და ყველა გაოცებული დატოვა. ცივი ომი დასრულდა და დაიწყეს ოპტიმისტური საუბრები განიარაღებაზე, მათ შორის ბირთვულზეც. მართალია, სპარსეთის ყურეში ომი დაიწყო, მაგრამ ისე ჩანდა, თითქოს ეს მხოლოდ დროებითი პრობლემა იყო, და მსოფლიოს უმეტესი ნაწილი მეტი შემართებით ცდილობდა, მთელ მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას.

      დადებითი ძვრები შეინიშნებოდა არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ ცხოვრების სხვა სფეროებშიც. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ცხოვრების დონემ აიწია. მედიცინის სფეროში მიღწეულმა წარმატებებმა ექიმებს იმის გაკეთების საშუალება მისცა, რასაც რამდენიმე ათწლეულის წინ სასწაულად მიიჩნევდნენ. მრავალ ქვეყანაში ეკონომიკამ ისე წამოიწია წინ, რომ გლობალური მასშტაბით კეთილდღეობის მიღწევის შთაბეჭდილება შეიქმნა. ერთი შეხედვით, ყველაფერი სასურველი მიმართულებით ვითარდებოდა.

      დღეს კი, არც ისე დიდი ხნის შემდეგ, გვებადება კითხვა: „რა მოხდა? სად არის დანაპირები გაერთიანებული მსოფლიო?“ როგორც ჩანს, მსოფლიო საპირისპირო მიმართულებით წავიდა. კამიკაძეების აფეთქებები, ტერორისტული თავდასხმები, მასობრივი განადგურების იარაღების სწრაფი ტემპებით მომრავლება და სხვა შემაშფოთებელი მოვლენები ახალი ამბების განუყოფელი ნაწილი გახდა. ასეთი მოვლენები სულ უფრო და უფრო მიუღწეველს ხდის მსოფლიო ერთიანობას. ერთმა ცნობილმა ფინანსისტმა არც ისე დიდი ხნის წინ აღნიშნა: „ჩვენ მზარდი ძალადობის მანკიერ წრეში ვეფლობით“.

      გაერთიანებული თუ დაყოფილი მსოფლიო?

      გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩამოყალიბებისას, მისი ფორმირების ერთ–ერთ მიზეზად მოხსენიებული იყო, რომ ამ ორგანიზაციას „ერებს შორის კარგი ურთიერთობა დაემყარებინა და ეს ურთიერთობა თანაბარ უფლებებსა და ერების მიერ თავიანთი ნების გამოხატვის თავისუფლებაზე ყოფილიყო დაფუძნებული“. რის თქმა შეიძლება ახლა, დაახლოებით 60 წლის შემდეგ? მიაღწია მან ამ ამაღლებულ მიზანს? არა! „კარგი ურთიერთობების“ ნაცვლად, როგორც ჩანს, ერები უფრო „თავიანთი ნების გამოხატვის თავისუფლებაზე“ ფიქრობენ. ერები თუ ეთნიკური ჯგუფები პირადი მეობისა და უზენაესობის დაფუძნებას ცდილობენ, რის გამოც მსოფლიო უფრო და უფრო იყოფა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაფუძნებისას მისი წევრი ქვეყნების რაოდენობა 51 იყო. დღეს ეს რიცხვი 191–მდე გაიზარდა.

      როგორც დავინახეთ, XX საუკუნის მიწურულს მსოფლიოს გაერთიანება ადამიანებს რეალური ეჩვენებოდათ. შემდეგ იმედი შიშმა შეცვალა, რადგან კაცობრიობა მსოფლიო საზოგადოების მზარდი დაქუცმაცების მოწმე გახდა. იუგოსლავიის საშინელი დეზინტეგრაცია, რუსეთსა და ჩეჩნებს შორის შეხლა–შემოხლა, ერაყის ომი და ახლო აღმოსავლეთში ხოცვა–ჟლეტა იმაზე მეტყველებს, რომ მსოფლიო ახლა ყველაზე მეტად არის დაყოფილი, ვიდრე ოდესმე.

      ცხადია, რომ ხშირად მშვიდობის დამყარებას გულწრფელად ცდილობენ. მიუხედავად ამისა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მსოფლიოს გაერთიანება შეუძლებელია. მრავალს ებადება კითხვა: „რატომ რჩება მსოფლიოს გაერთიანება აუხდენელ ოცნებად? საით მიემართება მსოფლიო?“

  • საით მიემართება მსოფლიო?
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 1 ივნისი
    • საით მიემართება მსოფლიო?

      გაერთიანებული მსოფლიო. ეს ხომ ძალიან კარგია. განა ყველას არ უნდა, რომ მსოფლიო გაერთიანებული იყოს? დიახ, დღეს ბევრს ლაპარაკობენ ერთიანობაზე. მსოფლიო ლიდერების შეხვედრებზე მთავარ თემად ისევ და ისევ ეს საკითხი რჩება. 2000 წლის აგვისტოს ნიუ–იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ–ბინაში, „მსოფლიო მშვიდობის ათასწლეულის სამიტზე“ 1 000–ზე მეტი წამყვანი სასულიერო პირი შეიკრიბა. მათ განიხილეს საკითხი იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლებოდა მსოფლიო კონფლიქტების მოგვარება. მაგრამ თავად ეს კონფერენცია იყო იმ დაპირისპირებების ანარეკლი, რომელიც მსოფლიოში არსებობს. იერუსალიმელმა მუფთიმ უარი თქვა იქ მისვლაზე, რადგან კონფერენციას იუდეველი რაბინი ესწრებოდა. სხვები განაწყენებულები იყვნენ იმის გამო, რომ ჩინელთა ამხედრების შიშით კონფერენციის პირველ ორ დღეს დალაი–ლამა არ იყო მიწვეული.

      2003 წლის ოქტომბერში წყნარი ოკეანის რეგიონში მცხოვრები ერების მიერ ტაილანდში გამართულ აზია–წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტზე მსოფლიო უსაფრთხოების საკითხი განიხილებოდა. ამ შეხვედრაზე, რომელსაც 21 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო, გადაწყვიტეს, ებრძოლათ ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ და შეთანხმდნენ, თუ რა გზებით უნდა გაეზარდათ გლობალური მასშტაბით უსაფრთხოება. მაგრამ ამ კონფერენციის მსვლელობისას რამდენიმე დამსწრემ უკმაყოფილება გამოთქვა ერთი პრემიერ მინისტრის სიტყვებზე, რომლებიც მათი აზრით, იუდეველთა მიმართ სიძულვილით იყო გამსჭვალული.

      რატომ არ არის ერთიანობა?

      დღეს ბევრს ლაპარაკობენ მსოფლიოს გაერთიანებაზე, მაგრამ, როგორც ვხედავთ, რეალური შედეგები საკმაოდ მწირია. მრავლის მხრიდან გამოვლენილი გულწრფელი ძალისხმევის მიუხედავად, რატომ არ არის XXI საუკუნეში მსოფლიო გაერთიანებული?

      ამ კითხვაზე ნაწილობრივი პასუხი შეგვიძლია ვიპოვოთ იმ პრემიერ–მინისტრის სიტყვებში, რომელიც APEC–ის კონფერენციას ესწრებოდა. მან აღნიშნა: „ამის მიზეზია ფაქტორი, რომელსაც ნაციონალურ სიამაყეს უწოდებენ“. დიახ, ადამიანთა საზოგადოება ჩაფლულია ნაციონალიზმში. თითოეულ ერსა თუ ეთნიკურ ჯგუფს დამოუკიდებლობისა და საკუთარი უფლებების დაცვის სურვილი ამოძრავებს. ეროვნული დამოუკიდებლობის სურვილისა და მეტოქეობისა და სიხარბის შერწყმამ წარმოშვა ის ფეთქებადი სიტუაცია, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. ძალიან ხშირად, როდესაც ეროვნული ინტერესები ხალხის საერთო ინტერესებს უპირისპირდება, ეროვნული ინტერესები იმარჯვებს.

      ნაციონალიზმი სათანადოდ შეიძლება აღიწეროს გამოთქმით, რომელსაც ფსალმუნმომღერალი იყენებს, კერძოდ კი, „მომსრავი ჭირით“ (ფსალმუნები 90:3). ის არის ადამიანებში გავრცელებული ჭირივით, რომელსაც მათთვის საშინელი ტანჯვა მოაქვს. ნაციონალიზმი და მის შედეგად სხვა ერების ხალხთა სიძულვილი, საუკუნეებია, რაც არსებობს. დღეს ნაციონალიზმი დაყოფის ცეცხლზე ნავთს ასხამს და ადამიან მმართველებს მისი შეჩერება არ ძალუძთ.

      მრავალ ხელისუფალს ესმის, რომ ნაციონალიზმი და პირად ინტერესებს გამოდევნება მსოფლიო პრობლემების ძირითადი მიზეზია. მაგალითად, გაერთიანებული ერების ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, უ ტანმა, აღნიშნა: «დღევანდელი პრობლემების მიზეზი მცდარი შეხედულებებია . . . ამ შეხედულებათა შორის არის ნაციონალიზმი — „ჩემი სამშობლო ყოველთვის მართალია“». და მაინც, დღეს ერები პირად ინტერესებს არიან გამოდევნებული და უფრო და უფრო ითხოვენ საკუთარი სუვერენიტეტის დაცვას. ვისაც აქვს სუვერენიტეტი, არ სურს, რომ ოდნავ მაინც შეულახონ იგი. მაგალითად, „ინტერნეშნლ ჰერალდ ტრიბიუნმა“ ევროკავშირის შესახებ აღნიშნა: „მეტოქეობა და უნდობლობა ევროპელ პოლიტიკოსთა ძირითად მახასიათებელ ნიშნად რჩება. ევროკავშირის წევრთა უმეტესობისთვის ჯერ კიდევ მიუღებელია, მათ შორის ვინმეს მეტი გავლენა ჰქონდეს ან ლიდერობდეს“.

      ღვთის სიტყვა, ბიბლია, მართებულად აღწერს ადამიანთა ყველა მმართველობის შედეგს; მასში ნათქვამია: „ადამიანი ბატონობს ადამიანზე მის საბოროტოდ“ (ეკლესიასტე 8:9). ცალკეულ სუვერენულ სახელმწიფოებად მსოფლიოს დაყოფის შედეგად ადამიანთა დაჯგუფებები თუ ცალკეული პიროვნებები ხედავენ, როგორ სრულდება მათზე ბიბლიური პრინციპი: „განმარტოებული კაცი თავისი ეგოისტური სურვილის შესრულებას ცდილობს; იგი ყოველგვარი სიბრძნის წინააღმდეგ მიდის“ (იგავები 18:1, აქ).

      ჩვენს შემოქმედს, რომელმაც იცის, თუ რა არის ჩვენთვის საუკეთესო, არასოდეს განუზრახავს, რომ ადამიანებს საკუთარი მთავრობები დაეფუძნებინათ და თავად ემმართველათ. ცალკეული სახელმწიფოების დაფუძნებით ადამიანებმა უგულებელყვეს ღვთის განზრახვა და ის ფაქტი, რომ ყველაფერი ღმერთს ეკუთვნის. ფსალმუნების 94:3—5–ში ნათქვამია: „უფალი არის დიდი ღმერთი და მეფე — ყველა ღვთაებაზე აღმატებული; რადგან მის ხელთაა სიღრმენი მიწისა, და მთების მწვერვალებიც მისია. მისია ზღვა, მან შექმნა იგი; და ხმელეთი მის ხელთა ქმნილებაა“. ღმერთი არის უზენაესი მმართველი, რომელსაც სამართლიანად ეკუთვნის, რომ მმართველობას მისგან მოელოდნენ. საკუთარი უზენაესობისთვის ბრძოლით ერები ღვთის ნების წინააღმდეგ მიდიან (ფსალმუნები 2:2).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება