საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვას ოჯახი ხარობს დიდებული ერთიანობით
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 აგვისტო
    • იეჰოვას ოჯახი ხარობს დიდებული ერთიანობით

      „აჰა, რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!“ (ფსალმუნი 132:1).

      1. როგორია მრავალი ოჯახის მდგომარეობა დღეს?

      ოჯახი დღეს კრიზისს განიცდის. მრავალ ოჯახში ირღვევა ოჯახური კვანძები. განქორწინებები მატულობს, რასაც განქორწინებულთა შვილებისთვის უდიდესი სევდა მოაქვს. მილიონობით ოჯახი არ არის ბედნიერი და ერთიანი. მაგრამ, მაინც არსებობს ერთადერთი ოჯახი, სადაც ჭეშმარიტი სიხარული და ნამდვილი ერთიანობა იგრძნობა. ასეთი ერთიანობა არის იეჰოვას მთელ ოჯახში. ამ ოჯახის წევრი, მირიადობით უხილავი ანგელოზი, ასრულებს ღვთის ნებასთან შეთანხმებულ დავალებებს (ფსალმუნი 102:20, 21). მაგრამ არსებობს თუ არა დედამიწაზე ისეთი ოჯახი, სადაც ასეთი ერთიანობაა?

      2, 3. ა) ვინ არიან ამჟამად ღვთის ოჯახის წევრები და ვისთან შეიძლება იეჰოვას მოწმეების შედარება დღეს? ბ) რომელ საკითხებს განვიხილავთ?

      2 პავლე მოციქული წერდა: „ვიდრეკ მუხლს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამის წინაშე, ვის მიერაც იწოდება ყოველი მამობა [ოჯახი] ცაში და ქვეყანაზე“ (ეფესელთა 3:14, 15). დედამიწაზე არსებული ყოველი ოჯახი ვალდებულია ამ წოდების გამო ღვთის წინაშე, რადგანაც ის არის შემოქმედი. ვინაიდან ადამიანთა ოჯახები არ არსებობს ზეცაში, ფიგურალურად რომ ვთქვათ, ღმერთი დაქორწინებულია ზეციერ ორგანიზაციაზე, ხოლო იესოს სულიერი პატარძალი შეუერთდება ზეცაში (ესაია 54:5; ლუკა 20:34, 35; 1 კორინთელთა 15:50; 2 კორინთელთა 11:2). დედამიწაზე მყოფი ერთგული სულითცხებულები ღვთის ოჯახის წევრები არიან და იესოს „სხვა ცხვრები“, რომელთაც მიწიერი იმედი აქვთ, ამ ოჯახის მომავალი წევრები იქნებიან (იოანე 10:16; რომაელთა 8:14–17; „საგუშაგო კოშკი“ 15 იანვარი, 1996 წელი, გვერდი 31, [ინგლ.]). მიუხედავად ამისა, იეჰოვას მოწმეები შეიძლება შეედაროს ერთიან მსოფლიო ოჯახს.

      3 ხარ თუ არა ღვთის მსახურთა შესანიშნავი ინტერნაციონალური ოჯახის ნაწილი? თუ დიახ, შენ გაქვს ადამიანთა შორის უდიდესი კურთხევა. მილიონობით პიროვნება დაადასტურებს, რომ იეჰოვას გლობალური ოჯახი — მისი ხილული ორგანიზაცია — არის მშვიდობისა და ერთიანობის ოაზისი ამ წუთისოფლის მოკამათე და დაყოფილ უდაბნოში. როგორ შეიძლება იეჰოვას მსოფლიო ოჯახის ერთიანობის აღწერა? რა ფაქტორები უწყობს ხელს ასეთ ერთიანობას?

      რა კარგია და რა საამურია!

      4. როგორ ჩამოაყალიბებდი საკუთარი სიტყვებით, რაც ფსალმუნის 132-შია ნათქვამი ძმური ერთიანობის შესახებ?

      4 ფსალმუნმომღერალი დავითი უაღრესად აფასებდა ძმურ ერთიანობას. ის შთაგონებულიც კი იყო ამის შესახებ ემღერა! წარმოიდგინე დავითი არფით ხელში, როცა მღეროდა: „აჰა, რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები! როგორც ძვირფასი მირონი თავზე, წვერებზე ჩამოღვრილი, აარონის წვერებზე, მისი სამოსის კალთებზე ჩამოღვრილი. ვითარცა ცვარი ხერმონისა, სიონის მთებზე ამოღვრილი! რადგან იქ დაადგინა უფალმა კურთხევა — სიცოცხლე უკუნისამდე“ (ფსალმუნი 132:1–3).

      5. რა შედარების გაკეთება შეიძლება ისრაელებსა და ღვთის დღევანდელ მსახურებს შორის ფსალმუნის 132:1, 2-ის საფუძველზე?

      5 ეს სიტყვები შეეხება ძმურ ერთიანობას, რაშიც სიხარულს პოულობდა ღვთის ძველი ხალხი, ისრაელი. ისინი ერთიანნი იყვნენ, როდესაც თავს იყრიდნენ იერუსალიმში სამი ყოველწლიური დღესასწაულის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა მუხლის წარმომადგენლები იყვნენ, ერთ ოჯახს მიეკუთვნებოდნენ. ერთად ყოფნა მათზე სასარგებლო ზეგავლენას ახდენდა, როგორც გამომაცოცხლებლად ცხებული, სასიამოვნო სურნელების მქონე მირონი. როდესაც ასეთი მირონი სცხეს აარონს თავზე, მირონი ჩამოიღვარა მის წვერსა და სამოსის კალთებზე. ერთად ყოფნა ისრაელებზე კარგ ზემოქმედებას ახდენდა, რაც შეკრებილ ხალხს ერთიანობას აგრძნობინებდა. გაუგებრობებს დადებითად წყვეტდნენ და მათი ერთიანობა მტკიცდებოდა. მსგავსი ერთიანობა არსებობს იეჰოვას გლობალურ ოჯახში დღეს. რეგულარულ ურთიერთობას სასარგებლო სულიერი გავლენა აქვს მის წევრებზე. ყოველგვარი გაუგებრობა და პრობლემები ქარწყლდება, როდესაც იყენებენ ღვთის სიტყვის რჩევას (მათე 5:23, 24; 18:15–17). იეჰოვას ხალხი უზომოდ აფასებს ურთიერთგამხნევებას, რაც მათი ძმური ერთიანობიდან მომდინარეობს.

      6, 7. რა მხრივ იყო ისრაელების ერთიანობა ხერმონის მთის ცვრის მსგავსი და სად შეიძლება ღვთის კურთხევის პოვნა დღეს?

      6 როგორ ცხოვრობდა ისრაელი ერთიანად ხერმონის ცვრის მსგავსად? რადგანაც ამ მთის მწვერვალი ზღვის დონიდან 2 800 მეტრ სიმაღლეზეა, თითქმის მთელი წლის მანძილზე თოვლითაა დაფარული. ხერმონის თოვლიანი მწვერვალი ღამით ქმნიდა ბურუსს და გრძელი გვალვიანი სეზონის დროს ყოველთვის ცვრით ნამავდა მცენარეებს. ხერმონიდან შემოჭრილი ცივი ჰაერის მასებს ბურუსი სამხრეთით გადაჰქონდა და თვით იერუსალიმის ტერიტორიებსაც აღწევდა, სადაც ბურუსი ცვრით ფარავდა მიდამოებს. ასე რომ, ფსალმუნმომღერალი ზუსტად მღეროდა: „ვითარცა ცვარი ხერმონისა, სიონის მთებზე ამოღვრილი!“ რა შესანიშნავად გვახსენებს ეს იმ გამომაცოცხლებელ გავლენას, რაც ხელს უწყობს იეჰოვას თაყვანისმცემელთა ოჯახის ერთიანობას!

      7 ვიდრე ქრისტიანული კრება ჩამოყალიბდებოდა, სიონი, ანუ იერუსალიმი, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ცენტრი იყო. ღმერთმა ბრძანა, რომ კურთხევა იქ იქნებოდა. რადგანაც კურთხევის წყაროს იერუსალიმის ტაძარი გამოხატავდა, კურთხევაც იქიდან მოედინებოდა. მაგრამ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა მეტად აღარ არის მხოლოდ ერთადერთ ადგილზე, ამიტომ დღეს ღვთის მსახურთა კურთხევის სიყვარულის და ერთიანობის ნახვა შეიძლება მთელ დედამიწაზე (იოანე 13:34, 35). რომელია ის ზოგიერთი ფაქტორი, რაც ხელს უწყობს ამ ერთიანობას?

      ერთიანობის საწინდარი ფაქტორები

      8. რას ვსწავლობთ ერთიანობის შესახებ იოანეს 17:20, 21-დან?

      8 იეჰოვას თაყვანისმცემელთა ერთიანობა დაფუძნებულია ღვთის სიტყვიდან გამომდინარე იმ ზუსტი გაგებისადმი მორჩილებაზე, რაც იესო ქრისტეს სწავლებებსაც შეიცავს. ერთიანი ქრისტიანული კრების ჩამოყალიბებას გზა გაეხსნა იმით, რომ იეჰოვამ თავისი ძე გამოგზავნა დედამიწაზე, რათა ჭეშმარიტება დაემოწმებინა და მომკვდარიყო როგორც შესაწირავი (იოანე 3:16; 18:37). ამ კრების წევრებს ნამდვილი ერთიანობა რომ უნდა ჰქონოდათ, ნათელი გახდა, როდესაც იესო ლოცულობდა: „მე მხოლოდ ამათზე არ გევედრები, არამედ იმათზეც, ვინც ჩემი მოწამენი იქნებიან თავიანთი სიტყვით. რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში, მამაო, მე კი — შენში, რათა ისინიც იყვნენ ჩვენში, რათა ირწმუნოს წუთისოფელმა, რომ შენ მომავლინე“ (იოანე 17:20, 21). იესოს მიმდევრებმა მოიპოვეს ისეთი ერთიანობა, როგორიც ღმერთსა და მის ძეს შორის არსებობს. ეს მოხდა იმიტომ, რომ ემორჩილებოდნენ ღვთის სიტყვასა და იესოს სწავლებებს. მსგავსი პოზიცია არის იეჰოვას მსოფლიო ოჯახის ერთიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.

      9. რა როლს თამაშობს სულიწმიდა იეჰოვას ხალხის ერთიანობაში?

      9 მეორე ფაქტორი, რაც აერთიანებს იეჰოვას ხალხს, არის ღვთის სული, ანუ მოქმედი ძალა, რაც ჩვენ გვაქვს. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, რომ გავიგოთ ღვთის სიტყვაში მოცემული ჭეშმარიტება და გაერთიანებულად ვემსახუროთ მას (იოანე 16:12, 13). სული გვეხმარება, რომ მოვერიდოთ უთანხმოების მთესველ ისეთ ხორციელ საქმეებს, როგორიცაა: ჩხუბი, შური, რისხვა და შუღლი. ამის ნაცვლად, ღვთის სულს მოაქვს ისეთი გამაერთიანებელი ნაყოფები, როგორიცაა: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება (გალატელთა 5:19–23).

      10. ა) რა პარალელის გავლება შეიძლება გაერთინებულ ადამიანთა ოჯახში გამეფებულ სიყვარულსა და იეჰოვასადმი მიძღვნილებისგან გამოვლენილ სიყვარულს შორის? ბ) როგორ გამოხატა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა თავისი გრძნობები სულიერ ძმებთან შეხვედრების შესახებ?

      10 ერთიანი ოჯახის წევრებს უყვართ ერთიმეორე და ერთად ყოფნით ბედნიერები არიან. თუ შევადარებთ, იეჰოვას თაყვანისმცემელთა ერთიანი ოჯახის წევრებს უყვართ იეჰოვა, მისი ძე და თანამორწმუნეები (მარკოზი 12:30; იოანე 21:15–17; 1 იოანე 4:21). როგორც მოსიყვარულე ოჯახი სიხარულით უზის სუფრას, ღვთისადმი მიძღვნილებიც სიხარულს პოულობენ ქრისტიანულ შეხვედრებსა და კონგრესებზე, როდესაც ტკბებიან შესანიშნავი ურთიერთობებითა და საუკეთესო სულიერი საზრდოთი (მათე 24:45–47; ებრაელთა 10:24, 25). ერთხელ ხელმძღვანელი საბჭოს წევრი ამბობდა: „ჩემთვის ცხოვრების უდიდესი სიამოვნება და გამხნევების წყაროა ძმებთან შეხვედრები. მიყვარს, როდესაც სამეფო დარბაზში ადრე მოსულთა შორის ვარ და თუ შესაძლებლობა მაქვს, მათთან ერთად ვტოვებ დარბაზს, რომლებიც ყველაზე ბოლოს მიდიან. უსაზღვრო შინაგან სიხარულს განვიცდი, როდესაც ღვთის ხალხთან ვსაუბრობ. როდესაც მათ შორის ვიმყოფები, ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ვარ შინ, საკუთარ ოჯახში“. შენც მსგავსი გრძნობა გაქვს? (ფსალმუნი 26:4).

      11. განსაკუთრებით რა საქმიანობაში პოვეს იეჰოვას მოწმეებმა ბედნიერება და რა შედეგები აქვს ჩვენს ცხოვრებაში ღვთის მსახურების პირველ ადგილზე დაყენებას?

      11 ერთიანი ოჯახი ბედნიერად გრძნობს თავს, როდესაც ერთად აკეთებს რაღაცას. ასევე იეჰოვას თაყვანისმცემელთა ოჯახი სიხარულს გრძნობს ერთობლივი საქმიანობით — სამეფოს ცნობის ქადაგებითა და მოსწავლეების მომზადების საქმით (მათე 24:14; 28:19, 20). ამაში რეგულარული მონაწილეობა გვაახლოვებს იეჰოვას სხვადასხვა მოწმეებთან. ცხოვრებაში ღვთისადმი მსახურების პირველ ადგილზე დაყენება და ღვთის ხალხის ყველა საქმიანობაში მხარდაჭერის გამოვლენა ჩვენს შორის ოჯახური ატმოსფეროს განმტკიცებას უწყობს ხელს.

      აუცილებელია თეოკრატიული წესრიგი

      12. რა ახასიათებს ბედნიერ და ერთიან ოჯახს და რა ღონისძიებები უწყობდა ხელს ქრისტიანული კრების ერთიანობას პირველ საუკუნეში?

      12 ოჯახი, რომელსაც აქვს ძლიერი, მაგრამ მოსიყვარულე ხელმძღვანელობა და წესრიგი, არის ერთიანი და ბედნიერი (ეფესელთა 5:22, 33; 6:1). იეჰოვა არის მშვიდობიანი წესრიგის ღმერთი და მისი ოჯახის წევრები აღიარებენ მას როგორც ‘უზენაესს’ (დანიელი 7:18, 22, 25, 27; 1 კორინთელთა 14:33). მათ ესმით, რომ იეჰოვამ ყოველივეს მემკვიდრედ დანიშნა თავისი ძე, იესო ქრისტე და მიანდო მას ყველა ძალაუფლება ზეცაში და დედამიწაზე (მათე 28:18; ებრაელთა 1:1, 2). როგორც კრების თავის, ქრისტეს ხელმძღვანელობით ქრისტიანულ კრებაში არის წესრიგი, ერთიანი ორგანიზაცია (ეფესელთა 5:23). პირველი საუკუნის კრების ზედამხედველობისთვის არსებობდა ხელმძღვანელი საბჭო, რომელიც შედგებოდა მოციქულებისა და სხვა სულიერად მოწიფული ‘უფროსი მამაკაცებისგან’. ყოველ კრებას ჰყავდა დანიშნული ზედამხედველები, ანუ უხუცესები და სამსახურებრივი თანაშემწეები (საქმეები 15:6; ფილიპელთა 1:1, აქ). ხელმძღვანელთა მიმართ მორჩილება ხელს უწყობდა ერთიანობას (ებრაელთა 13:17).

      13. როგორ იზიდავს იეჰოვა ხალხს და რა არის ამის შედეგი?

      13 მაგრამ ნიშნავს თუ არა ასეთი წესრიგი იმას, რომ იეჰოვას თაყვანისმცემელთა ერთიანობა გამოწვეულია მკაცრი, უგულო ხელმძღვანელობით? არავითარ შემთხვევაში! აქ არაფერი არსებობს სიყვარულის გარეშე, როგორც თავად ღმერთში, აგრეთვე მის ორგანიზაციაში. იეჰოვა ხალხს იზიდავს სიყვარულის გამოვლენით და ყოველწლიურად ასიათასობით ადამიანი საკუთარი სურვილით მთელი გულით უძღვნის ღმერთს თავს და ამის სიმბოლოდ სიხარულით ინათლება და ხდება იეჰოვას ორგანიზაციის ნაწილი. მათი სულიერი პოზიცია ჰგავს იესო ნავეს ძის პოზიციას, რომელმაც თანამორწმუნე ისრაელებს მოუწოდა: „ახლავე გადაწყვიტეთ ვის ემსახუროთ. . . მე და ჩემი სახლი კი უფლის სამსახურში ვიქნებით“ (იესო ნავეს ძე 24:15).

      14. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იეჰოვას ორგანიზაცია თეოკრატიულია?

      14 როგორც იეჰოვას ოჯახის წევრები, ჩვენ მხოლოდ სიხარულით კი არ ვართ აღსავსე, არამედ მშვიდობიანებიც ვართ. ეს იმის შედეგია, რომ ორგანიზაცია არის თეოკრატიული. ღვთის სამეფო არის თეოკრატია (ბერძნული სიტყვა თე·ოსʹ ნიშნავს ღმერთს, კრაʹტოს მმართველობას). ეს არის ღვთის მმართველობა, რომელიც მისგანვე არის მოწესრიგებული და დამყარებული. იეჰოვას მიერ ცხებული „წმინდა ერი“ ემორჩილება მის მმართველობას და ამიტომაც არიან ისინი თეოკრატიული (1 პეტრე 2:9). რადგანაც მსაჯულად, კანონმდებლად და მეფედ გვყავს დიდებული თეოკრატი, იეჰოვა, ყოველგვარი მიზეზი გვაქვს, რომ უსაფრთხოდ ვიგრძნოთ თავი (ესაია 33:22). მაგრამ, როგორ მოვიქცეთ მაშინ, როდესაც წამოიჭრება რამე კამათი და ხელს უშლის ჩვენს სიხარულს, უსაფრთხოებასა და ერთიანობას?

      ხელმძღვანელი საბჭო იწყებს მოქმედებას

      15, 16. რა კამათი მოხდა პირველ საუკუნეში და რატომ?

      15 ოჯახის ერთიანობის შესანარჩუნებლად შეძლებისდაგვარად უნდა გადაწყდეს წამოჭრილი უთანხმოება. დავუშვათ, რომ ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, ღვთის თაყვანისმცემელთა ერთიანობის შესანარჩუნებლად უნდა გადაწყვეტილიყო სულიერ საკითხთან დაკავშირებული პრობლემა. რა უნდა გაკეთებულიყო? მოქმედებდა ხელმძღვანელი საბჭო, რომ სულიერ საკითხებზე მიეღო გადაწყვეტილებები. ჩვენ გვაქვს ასეთი მოქმედების ჩანაწერი საღვთო წერილში.

      16 ახალი წელთაღრიცხვით დაახლოებით 49 წელს ხელმძღვანელი საბჭო შეიკრიბა იერუსალიმში სერიოზული პრობლემის გადასაჭრელად, რომ შეენარჩუნებინათ ‘ღვთის სახლეულის’ ერთიანობა (ეფესელთა 2:19). პეტრე მოციქულმა დაახლოებით 13 წლით ადრე უქადაგა კორნელიოსს, და პირველი წარმართები, ანუ სხვა ერების წარმომადგენელი ადამიანები გახდნენ მონათლული მორწმუნეები (საქმეები, თავი მე-10). პავლეს პირველი მისიონერული მოგზაურობის განმავლობაში მრავალმა წარმართმა მიიღო ქრისტიანობა (საქმეები 13:1—14:28). ფაქტიურად, სხვა ერების წარმომადგენელ ქრისტიანთა კრება ჩამოყალიბდა ანტიოქიაში (სირია). ზოგიერთ ებრაელ ქრისტიანს სჯეროდა, რომ წარმართებისგან მოქცეულებს ესაჭიროებოდათ წინადაცვეთა და მოსეს რჯულის დაცვაც, მაგრამ სხვები მათ არ ეთანხმებოდნენ (საქმეები 15:1–5). ამ კამათს შეიძლება სრული განხეთქილება გამოეწვია თვით სხვადასხვა ებრაული კრებებისა და წარმართებისგან მოქცეული ხალხისთვის კრებების ჩამოყალიბებაში. ხელმძღვანელმა საბჭომ მაშინვე მიიღო სწრაფი ზომები, რომ შენარჩუნებულიყო ქრისტიანული ერთიანობა.

      17. რომელი შეთანხმებული თეოკრატიული მოქმედებაა აღწერილი საქმეების მე-15 თავში?

      17 საქმეების 15:6–22-ის თანახმად, „მოციქულები და უხუცესები შეიკრიბნენ ამ საქმის გასარჩევად“. მათთან ერთად ესწრებოდნენ სხვებიც, მათ შორის წარმომადგენლები ანტიოქიიდან. პირველად პეტრემ განმარტა, რომ ‘წარმართებმა მისი პირით მოისმინეს სახარების სიტყვა და ირწმუნეს’. შემდეგ „ბევრი“ უსმენდა ბარნაბასა და პავლეს მონაყოლს, თუ რა „ნიშნები და სასწაულები მოახდინა ღმერთმა მათი ხელით წარმართებს“, ანუ სხვა ერებს შორის. შემდეგ იაკობმა ურჩია მათ, თუ როგორ გადაეწყვიტათ საკითხი. მას შემდეგ, რაც ხელმძღვანელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ვკითხულობთ: „მოციქულებმა და უხუცესებმა მთელ ეკლესიასთან ერთად საჭიროდ მიიჩნიეს და ამოარჩიეს თავიანთი წრიდან კაცები ანტიოქიაში მისავლენად პავლესთან და ბარნაბასთან ერთად“. იმ ‘ამორჩეულმა კაცებმა’ — იუდამ და სილამ — თანამორწმუნეებს გამამხნევებელი წერილი წაუღეს.

      18. რა გადაწყვეტილება გამოიტანა ხელმძღვანელმა საბჭომ მოსეს რჯულთან დაკავშირებით და როგორ იმოქმედა ამან ებრაელ და სხვა ერების წარმომადგენელ ქრისტიანებზე?

      18 წერილი, რომელშიც მოცემული იყო ხელმძღვანელი საბჭოს გადაწყვეტილება, იწყებოდა შემდეგი სიტყვებით: „მოციქულები და უხუცესები, ძმები: ანტიოქიაში, სირიასა და კილიკიაში, წარმართთაგან მოქცეულ ძმებს, გიხაროდეთ!“ სხვა ძმებიც ესწრებოდნენ ამ ისტორიულ შეხვედრას, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელმძღვანელი საბჭო შედგებოდა ‘მოციქულებისა და უხუცესებისგან’. ღვთის სული ხელმძღვანელობდა მათ, რადგან წერილში ნათქვამი იყო: „მართებულად მიიჩნია სულიწმიდამ და ჩვენც, რომ არავითარი ზედმეტი ტვირთი არ დაგაკისროთ, გარდა იმისა, რაც აუცილებელია. თავი შეიკავეთ ნაკერპავთაგან და სისხლისაგან, დამხრჩვალისა და სიძვისაგან“ (საქმეები 15:23–29). ქრისტიანებს არ მოეთხოვებოდათ წინადაცვეთა და მოსეს რჯულის დაცვა. ეს გადაწყვეტილება დაეხმარა ებრაელებს და წარმართთაგან მოქცეულ ქრისტიანებს, რომ გაერთიანებულად ემოქმედათ და ესაუბრათ. კრებები ხარობდნენ და დიდებული ერთიანობა გრძელდებოდა, ისევე როგორც დღეს იეჰოვას მოწმეთა ღვთის მსოფლიო ოჯახი, რომელსაც მართავს სულით იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო (საქმეები 15:30–35).

      იმსახურე თეოკრატიულ ერთიანობაში

      19. რატომ იფურჩქნება ყვავილივით იეჰოვას თაყვანისმცემელთა ოჯახის ერთიანობა?

      19 ერთიანობა ყვავილივით იფურჩქნება მაშინ, როდესაც ოჯახის წევრები თანამშრომლობენ. ასევეა იეჰოვას თაყვანისმცემელთა ოჯახშიც. პირველი საუკუნის უხუცესები და კრების სხვა წევრებიც თეოკრატიულები იყვნენ და ემსახურებოდნენ ღმერთს იმით, რომ თანამშრომლობდნენ ხელმძღვანელ საბჭოსთან და ღებულობდნენ მის გადაწყვეტილებებს. ხელმძღვანელი საბჭოს დახმარებით უხუცესები ‘ქადაგებდნენ სიტყვას’ და კრების წევრთა შორის არ იყო „განხეთქილება“ (2 ტიმოთე 4:1, 2; 1 კორინთელთა 1:10). ამგვარად, ერთი და იგივე საღვთო წერილის ჭეშმარიტებას ავრცელებდნენ მსახურებისა და ქრისტიანული შეხვედრებისას, როგორც იერუსალიმში, ასევე ანტიოქიაში, რომში, კორინთსა და სხვა ქვეყნებში. სწორედ ასეთი თეოკრატიული ერთიანობა არსებობს დღესაც.

      20. რა უნდა გავაკეთოთ ქრისტიანული ერთიანობის შესანარჩუნებლად?

      20 ერთიანობა რომ შევინარჩუნოთ, იეჰოვას გლობალური ოჯახის ყოველი წევრი მთელი ძალებით უნდა ეცადოს, რომ გამოავლინოს თეოკრატიული სიყვარული (1 იოანე 4:16). ჩვენთვის აუცილებელია, რომ დავემორჩილოთ ღვთის ნებას და ღრმა პატივისცემა გამოვავლინოთ ‘ერთგული და გონიერი მონისა’ და ხელმძღვანელი საბჭოს მიმართ. როგორც ღვთისადმი ჩვენი მიძღვნა არის პირადი სურვილიდან გამომდინარე, რასაკვირველია, მორჩილებაც ნებაყოფლობითია და სასიხარულო (1 იოანე 5:3). რა შესანიშნავად შეათავსა ერთმანეთთან ფსალმუნმომღერალმა სიხარული და მორჩილება! ის მღეროდა: „ადიდეთ უფალი. ნეტარ არს კაცი მოშიში უფლისა, მის მცნებათა ფრიად მოყვარული“ (ფსალმუნი 111:1).

      21. როგორ უნდა დავამტკიცოთ ჩვენი თეოკრატიულობა?

      21 იესო, კრების თავი, არის თეოკრატიული და ყოველთვის ასრულებს თავისი მამის ნებას (იოანე 5:30). დაე, ჩვენც მივყვეთ ჩვენთვის სანიმუშოს და თეოკრატიულად, გაერთიანებულად შევასრულოთ იეჰოვას ნება იმით, რომ ბოლომდე ვითანამშრომლოთ მის ორგანიზაციასთან. მაშინ, გულიდან გამომდინარე სიხარულითა და მადლიერებით, ჩვენც გამოვეხმაურებით ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „აჰა, რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!“

  • შეინარჩუნეთ ერთიანობა ამ უკანასკნელ დღეებში
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 აგვისტო
    • შეინარჩუნეთ ერთიანობა ამ უკანასკნელ დღეებში

      ‘ოღონდ მოიქეცით ქრისტეს სახარების ღირსად იდექით ერთი სულით და ერთსულოვნად იღვაწეთ სახარების რწმენისათვის’ (ფილიპელთა 1:27).

      1. რა სხვაობა არსებობს იეჰოვას მოწმეებსა და წუთისოფელს შორის?

      ‘უკანასკნელი დღეებია’. უეჭველია, რომ დადგა „საზარელი ჟამი“ (2 ტიმოთე 3:1–5). ეს არის ‘უკანასკნელი ჟამი’ ადამიანთა იმ მშფოთვარე საზოგადოებასთან ერთად, რომლისგანაც იეჰოვას მოწმეები მკვეთრად განსხვავდებიან მშვიდობიანობითა და ერთიანობით (დანიელი 12:4). მაგრამ იეჰოვას თაყვანისმცემელთა ამ გლობალური ოჯახის თითოეულმა წევრმა მთელი ძალები უნდა მოახმაროს ამ ერთიანობის შენარჩუნებას.

      2. რა თქვა პავლემ ერთიანობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით და რა საკითხს განვიხილავთ?

      2 პავლე მოციქული ურჩევდა თანაქრისტიანებს, რომ შეენარჩუნებინათ ერთიანობა. ის წერდა: „ოღონდ მოიქეცით ქრისტეს სახარების ღირსად, რათა, ან როცა მოვალ და გნახავთ, ან თუ არ ვიქნები თქვენთან, მოვისმინო თქვენზე რომ დგახართ ერთი სულით და ერთსულოვნად იღწვით სახარების რწმენისათვის. ნურაფერში შეუშინდებით მოწინააღმდეგეს. ეს მათთვის დაღუპვის ნიშანია, თქვენთვის კი — ხსნისა. ეს ღვთისაგან არის“ (ფილიპელთა 1:27, 28). პავლეს სიტყვები ნათლად გვიჩვენებს, რომ ჩვენ, როგორც ქრისტიანებმა, ერთად უნდა ვიშრომოთ. მაშასადამე, რა დაგვეხმარება ქრისტიანული ერთიანობის შესანარჩუნებლად ამ ძნელბედობის ჟამს?

      დაემორჩილე ღვთიურ ნებას

      3. როდის და როგორ გახდნენ წინადაუცვეთელი წარმართები პირველად ქრისტეს მიმდევრები?

      3 ერთ-ერთი საშუალება ერთიანობის შესანარჩუნებლად არის ღვთიური ნებისადმი მორჩილება ყოველ წუთს. ამისთვის შესაძლოა საჭირო იყოს ჩვენი აზროვნების მოწესრიგება. განვიხილოთ იესოს ადრინდელი ებრაელი მოწაფეების მაგალითი. როდესაც პეტრე მოციქულმა პირველად უქადაგა წინადაუცვეთელ წარმართებს ჩვენი წელთაღრიცხვით 36 წელს, ღმერთმა სულიწმინდა მისცა სხვა ერების წარმომადგენელ ადამიანებს და ისინი მოინათლნენ (საქმეები, თავი მე-10). იმ დრომდე მხოლოდ ებრაელები და იუდაიზმზე მოქცეული პროზელიტები და სამარიელები ხდებოდნენ ქრისტეს მიმდევრები (საქმეები 8:4–8, 26–38).

      4. რა თქვა პეტრემ მას შემდეგ, რაც ახსნა თუ რა მოხდა კორნელიოსთან დაკავშირებით, და რა მხრივ იყო ეს გამოცდა იესოს ებრაელი მოწაფეებისთვის?

      4 როდესაც მოციქულებმა და სხვა ძმებმა იერუსალიმში გაიგეს კორნელიოსისა და სხვა წარმართების მოქცევა, დაინტერესდნენ მოესმინათ, თუ რას იტყოდა პეტრე. მას შემდეგ, რაც პეტრემ მოუთხრო კორნელიოსსა და სხვა მორწმუნე წარმართებზე, თხრობა დაამთავრა შემდეგი სიტყვებით: „თუკი ღმერთმა ისეთივე ნიჭი მისცა მათ, როგორც ჩვენ, რომელთაც ვირწმუნეთ უფალი იესო ქრისტე, მე ვინ ვიყავი, რომ შემძლებოდა წინ აღვდგომოდი ღმერთს“ (საქმეები 11:1–17). ქრისტეს ებრაელი მიმდევრებისთვის ეს გამოცდა იყო. დაემორჩილებოდნენ თუ არა ღვთის ნებას და ჩათვლიდნენ თუ არა წარმართთაგან მოქცეულ მორწმუნეებს თანამორწმუნეებად? თუ მათ, როგორც იეჰოვას მიწიერ მსახურთა ერთიანობას, რამე ემუქრებოდა?

      5. როგორ გამოეხმაურნენ მოციქულები და სხვა ძმები იმ ფაქტს, რომ ღმერთმა მიუტევა წარმართებს და რა შეგვიძლია ვისწავლოთ ამ პოზიციიდან?

      5 ბიბლიაში ნათქვამია: „ეს რომ მოისმინეს, დადუმდნენ. ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: აჰა, წარმართებსაც მისცა ღმერთმა მონანიება სასიცოცხლოდო“ (საქმეები 11:18). ასეთმა პოზიციამ, როგორც შეინარჩუნა, ასევე ხელი შეუწყო ქრისტეს მიმდევართა ერთიანობას. ძალიან მალე სამქადაგებლო საქმიანობამ წინ წაიწია წარმართთა, ანუ სხვადასხვა ერის ადამიანთა შორის და იეჰოვამ აკურთხა ასეთი საქმიანობა. ჩვენ უსიტყვოდ უნდა გამოვავლინოთ მორჩილება, მაშინ, როცა ჩვენი თანამშრომლობა აუცილებელია იმ საკითხში, როდესაც საქმე ეხება ღვთის სულიწმიდის ხელმძღვანელობით ახალი კრების ჩამოყალიბებას ან რამე თეოკრატიული საკითხის მოგვარებას. ჩვენი, გულიდან გამომდინარე, თანამშრომლობა სასიამოვნო იქნება იეჰოვასთვის და დაგვეხმარება ამ უკანასკნელ დღეებში ერთიანობის შენარჩუნებაში.

      მიეკარი ჭეშმარიტებას

      6. რა გავლენას ახდენს ჭეშმარიტება იეჰოვას თაყვანისმცემელთა ერთიანობაზე?

      6 როგორც იეჰოვას თაყვანისმცემელთა ოჯახის წევრები, ერთიანობას ვინარჩუნებთ იმით, რომ ყველა ვართ ‘ღვთის მიერ განსწავლულნი’ და მტკიცედ ვართ ჩაჭიდებული მის მიერ გამოცხადებულ ჭეშმარიტებაზე (იოანე 6:45; ფსალმუნი 42:3). რადგანაც ჩვენი სწავლებები დაფუძნებულია ღვთის სიტყვაზე, ყველა ჩვენგანი შეთანხმებულად ლაპარაკობს. ჩვენ სიხარულით ვღებულობთ სულიერ საზრდოს, რომელსაც იეჰოვა გვაწვდის ‘ერთგული და გონიერი მონის’ მეშვეობით (მათე 24:45–47). ასეთი ერთნაირი სწავლება ხელს უწყობს მსოფლიო მასშტაბის ერთიანობას.

      7. თუ ჩვენ პირადად გვაქვს რამე სიძნელე ზოგიერთი საკითხის გაგებასთან დაკავშირებით, რა უნდა გავაკეთოთ და რისგან უნდა შევიკავოთ თავი?

      7 როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ პირადად ჩვენთვის რთული გასაგები ან ძნელი მისაღებია ზოგიერთი საკითხი? უნდა ვილოცოთ სიბრძნისთვის და პასუხი გულდასმით ვეძებოთ საღვთო წერილსა და ქრისტიანულ პუბლიკაციებში (იგავნი 2:4, 5; იაკობი 1:5–8). შესაძლოა დამხმარე იყოს უხუცესთან საუბარი. თუ საკითხი კვლავ გაუგებარი რჩება, უმჯობესია, მოთმინება ვიქონიოთ. შესაძლოა ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გამოქვეყნდეს და ჩვენი გაგებაც გაიზრდება. არასწორი იქნებოდა, კრებაში გვეცადა სხვების გადარწმუნება, რომ დათანხმებოდნენ ჩვენს განსხვავებულ თვალსაზრისს. ეს დათესავდა უთანხმოებას და ხელს შეუშლიდა ერთიანობის შენარჩუნებას. რამდენად უკეთესია, გავაგრძელოთ ‘ჭეშმარიტებით სიარული’ და სხვებსაც მოვუწოდოთ მისკენ! (3 იოანე 4).

      8. როგორი პოზიციაა შესაფერისი ჭეშმარიტებისადმი?

      8 პირველ საუკუნეში პავლე წერდა: „ვინაიდან ახლა ჩვენ ვხედავთ სარკით, ბუნდოვნად, მაშინ კი პირისპირ. ახლა ვიცი მცირეოდენი, ხოლო მაშინ შევიცნობ ისე, როგორც მე ვარ შეცნობილი“ (1 კორინთელთა 13:12). მიუხედავად იმისა, რომ ადრინდელი ქრისტიანები ვერ ერკვეოდნენ წვრილმან დეტალებში, ისინი ერთიანები იყვნენ. ჩვენ ახლა გაცილებით ნათლად გვესმის იეჰოვას განზრახვები და მისი სიტყვის ჭეშმარიტება. ამიტომაც, დაე, მადლიერები ვიყოთ იმ ჭეშმარიტებისთვის, რომელსაც ვღებულობთ ‘ერთგული და გონიერი მონის’ მეშვეობით. და, დაე, მადლობლები ვიყოთ, რომ იეჰოვა გვხელმძღვანელობს თავისი ორგანიზაციის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის არ გვქონია ერთი დონის ცოდნა, ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ სულიერად მშიერ-მწყურვალი. პირიქით, ჩვენი მწყემსი, იეჰოვა, გვეხმარება ერთიანობის შენარჩუნებაში და საუკეთესოდ ზრუნავს ჩვენზე (ფსალმუნი 22:1–3).

      სწორად გამოიყენე ენა!

      9. როგორ შეიძლება ენის ისე გამოყენება, რომ ხელი შევუწყოთ ერთიანობას?

      9 სხვების გასამხნევებლად ენის გამოყენება მნიშვნელოვანი საშუალებაა იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ერთიანობას და ძმობის სულს. წერილი, რომელმაც გადაწყვიტა წინადაცვეთასთან დაკავშირებული საკითხი, პირველი საუკუნის ხელმძღვანელმა საბჭომ დაგზავნა და საკმაოდ გამამხნევებელი იყო. წერილის წაკითხვის შემდეგ წარმართმა მოწაფეებმა ანტიოქიაში ‘გაიხარეს ნუგეშისცემით’. იუდამ და სილამ, რომლებმაც იერუსალიმიდან წერილი წაუღეს ძმებს, „ანუგეშეს ძმები და გაამხნევეს“ (საქმეები 15:1–3, 23–32). ჩვენც ბევრის გაკეთება შეგვიძლია მსგავსი მოქმედებით ქრისტიანულ შეხვედრებზე შეკრების დროს, რომ ჩვენი დასწრებითა თუ გამამხნევებელი კომენტარებით ‘წავახალისოთ ერთიმეორე’ (ებრაელთა 10:24, 25).

      10. რა უნდა გაკეთდეს ერთიანობის შესანარჩუნებლად, თუ ადგილი ექნება შურისმაძიებლობას?

      10 მიუხედავად ამისა, ენის არასწორად გამოყენებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ჩვენს ერთიანობას. ‘ენა პატარა ასოა და ბევრს იქადის, — წერდა იაკობი, — აჰა, რა მცირე ცეცხლი ჰბუგავს დიდ ტყეს’ (იაკობი 3:5). იეჰოვას სძულს ის, ვინც იწვევს კამათს (იგავნი 6:16–19). ასეთმა საუბარმა შეიძლება წარმოშვას განხეთქილება. ასე რომ, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ვხედავთ შურისმაძიებელს, მას ვინც ბოღმას აგროვებს ვინმეს წინააღმდეგ ან თავისი საუბრით შეურაცხყოფას აყენებს სხვებს? უხუცესები შეეცდებიან დაეხმარონ შეცდომის ჩამდენს. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ შურისმაძიებელი არ ინანიებს, ის უნდა გაირიცხოს, იმგვარად, რომ შენარჩუნებული იყოს კრების სიმშვიდე, წესრიგი და ერთიანობა. შემდეგ პავლე მაინც წერდა: ‘არ იქონიოთ კავშირი იმასთან, ვინც ძმად იწოდება, მაგრამ მაგინებელია. ასეთთან არც კი ჭამოთ’ (1 კორინთელთა 5:11).

      11. რატომ არის თავმდაბლობა მნიშვნელოვანი, თუ ვთქვით ისეთი რამ, რამაც ჩვენსა და თანაქრისტიანს შორის ურთიერთობა დაძაბა?

      11 ენის ალაგმვა გვეხმარება, შევინარჩუნოთ ერთიანობა (იაკობი 3:10–18). მაგრამ, დავუშვათ, რომ ჩვენმა ნათქვამმა დაძაბული ურთიერთობა გამოიწვია ჩვენსა და თანაქრისტიანს შორის. ნუთუ კარგი არ იქნებოდა, ინიციატივა აგვეღო საკუთარ თავზე, რომ მშვიდობა აღგვედგინა მასთან, ხოლო თუ აუცილებელია, ბოდიშიც მოგვეხადა? (მათე 5:23, 24). პეტრე ხვდებოდა, რომ ასეთი მოქმედებისთვის აუცილებელია თავმდაბლობა, ანუ სათნოება და წერდა: „შეიმოსეთ თავმდაბლობა, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს“ (1 პეტრე 5:5). თავმდაბლობა აღგვძრავს, ‘ვეძებოთ მშვიდობა’ ძმებთან, ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები და სათანადოდ მოვიხადოთ ბოდიში. ეს გვეხმარება, რომ იეჰოვას ოჯახში შევინარჩუნოთ ერთიანობა (1 პეტრე 3:10, 11).

      12. როგორ შეგვიძლია ისე გამოვიყენოთ ენა, რომ ხელი შევუწყოთ იეჰოვას ხალხის ერთიანობას და შევინარჩუნოთ ეს ერთიანობა?

      12 თუ ჩვენს ენას ვიყენებთ სწორად, შევძლებთ ხელი შევუწყოთ ოჯახურ ატმოსფეროს მათ შორის, ვინც იეჰოვას ორგანიზაციას ეკუთვნის. ზუსტად ასე მოექცა პავლე თესალონიკელებს, როცა შეახსენა: „რადგან, თქვენ იცით, როგორც მამა შვილებს, ისე შევაგონებდით თითოეულ თქვენგანს. განუგეშებდით და გარწმუნებდით, რომ გევლოთ ღვთის ღირსად“ (1 თესალონიკელთა 2:11, 12). რადგანაც შესანიშნავი მაგალითი დაუტოვა მათ ამასთან დაკავშირებით, პავლეს შეეძლო მოეწოდებინა თანაქრისტიანებისთვის, ‘ენუგეშებინათ სულმოკლენი’ (1 თესალონიკელთა 5:14). აბა, დაუფიქრდი, თუ რამდენი სიკეთის გაკეთება შეგვიძლია, თუ ენას ვიყენებთ იმისთვის, რომ ვანუგეშოთ, გავამხნევოთ და წავახალისოთ სხვები. დიახ, „რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა!“ (იგავნი 15:23). უფრო მეტიც, ასეთი საუბარი გვეხმარება, რომ ხელი შევუწყოთ იეჰოვას ხალხის ერთიანობას და შევინარჩუნოთ ეს ერთიანობა.

      იყავი მიმტევებელი!

      13. რატომ უნდა ვიყოთ მიმტევებლები?

      13 მიუტევო მას, ვინც შეურაცხყოფა მოგაყენა და გიხდის ბოდიშს, მნიშვნელოვანია, თუ გვსურს ქრისტიანული ერთიანობის შენარჩუნება. მაგრამ რამდენჯერ უნდა მივუტევოთ? იესომ პეტრეს უთხრა: „მე არ გეუბნები, შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ“ (მათე 18:22). თუ ჩვენ არა ვართ მიმტევებელი, მაშინ საკუთარი ინტერესების წინააღმდეგ ვმოქმედებთ. როგორ? მტრობა და გულისმოსვლა წაგვართმევს გონების სიმშვიდეს. და თუ ჩვენ ცნობილი გავხდებით გულქვაობითა და მიუტევებლობით, შეიძლება აღმოვჩნდეთ მარტო (იგავნი 11:17). გულისმოსვლა არ არის ღვთისმოსაწონი და შესაძლოა მიგვიყვანოს სერიოზული ცოდვის ჩადენამდე (ლევიანნი 19:18). გაიხსენე, რომ იოანე ნათლისმცემელს თავი მოჰკვეთეს ჰეროდიას გამოგონილი ხრიკით, რომელსაც „გული მოსდიოდა მასზე“ (მარკოზი 6:19–28).

      14. ა) რას გვასწავლის მათეს 6:14, 15 მიმტევებლობასთან დაკავშირებით? ბ) სანამ მივუტევებთ, უნდა დაველოდოთ თუ არა პიროვნებისგან ბოდიშის მოხდას?

      14 იესოს სანიმუშო ლოცვაში ვკითხულობთ შემდეგ სიტყვებს: „მოგვიტევე ჩვენ ცოდვანი ჩვენნი, რადგან ჩვენც მივუტევებთ ყველა ჩვენს თანამდებს“ (ლუკა 11:4). თუ ჩვენ მიმტევებლები არ ვართ, არსებობს საშიშროება, რომ იეჰოვა ღმერთი არ მოგვიტევებს ცოდვებს, რადგან იესომ თქვა: „თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა. ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს“ (მათე 6:14, 15). ასე რომ, თუ ჩვენ ნამდვილად გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ იეჰოვას თაყვანისმცემელთა ოჯახის ერთიანობის შენარჩუნებაში, ჩვენ ვიქნებით მიმტევებლები, უბრალოდ, დავიწყებას მივცემთ ყოველ შეურაცხყოფას, რომელიც შესაძლოა დაუფიქრებლად და ყოველგვარი მტრული განზრახვის გარეშე მოგვაყენეს. პავლემ თქვა: „შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს. როგორც ქრისტემ მოგიტევათ, ასევე თქვენც“ (კოლასელთა 3:13). როდესაც მიმტევებლები ვართ, ხელს ვუწყობთ იეჰოვას ორგანიზაციის ძვირფასი ერთიანობის შენარჩუნებას.

      ერთიანობა და პირადი გადაწყვეტილებები

      15. რა ეხმარება იეჰოვას ხალხს ერთიანობის შენარჩუნებაში პირადი გადაწყვეტილების გამოტანის დროს?

      15 ღმერთმა მოგვცა თავისუფლება, თავად ავირჩიოთ გზა იმ უპირატესობითა და პასუხისმგებლობით, რომ მივიღოთ პირადი გადაწყვეტილებები (მეორე რჯული 30:19, 20; გალატელთა 6:5). მაგრამ ჩვენ გვაქვს უნარი, შევინარჩუნოთ ერთიანობა, რადგანაც ვემორჩილებით ბიბლიის კანონებსა და ნორმებს. როდესაც ვღებულობთ პირად გადაწყვეტილებებს, მხედველობაში გვაქვს ბიბლიის კანონები და ნორმები (საქმეები 5:29; 1 იოანე 5:3). დავუშვათ, საკითხი ეხება ნეიტრალიტეტს. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ პირადი გადაწყვეტილება იმ ცოდნიდან გამომდინარე, რაც გვახსოვს, რომ არ ვართ ‘წუთისოფლის’ ნაწილი და რომ ჩვენ ‘მახვილებისგან სახნისები გამოვჭედეთ’ (იოანე 17:16; ესაია 2:2–4). მსგავსად, როდესაც ვღებულობთ პირად გადაწყვეტილებას სახელმწიფოსთან ჩვენი ურთიერთობის შესახებ, ჩვენ ვითვალისწინებთ ბიბლიის სიტყვებს, რომ ‘ღვთისას ვაძლევთ ღმერთს’, იმ დროს, როდესაც ვექვემდებარებით „უმაღლეს ხელისუფლებას“ ქვეყნიურ საკითხებში (ლუკა 20:25; რომაელთა 13:1–7; ტიტე 3:1, 2). დიახ, პირადი გადაწყვეტილების მიღების დროს ბიბლიის კანონებისა და ნორმების გათვალისწინება გვეხმარება ქრისტიანული ერთიანობის შენარჩუნებაში.

      16. როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ერთიანობას, როდესაც ვღებულობთ გადაწყვეტილებას, რომელსაც არ ეხება ბიბლიური კანონი თუ პრინციპი? მოიყვანე მაგალითი.

      16 ჩვენ შეგვიძლია ქრისტიანულ ერთიანობას ხელი შევუწყოთ მაშინაც, როდესაც ვღებულობთ გადაწყვეტილებას, რომელიც აბსოლუტურად პირადულია და არ ეხება ბიბლიის კანონი თუ პრინციპი. როგორ შეგვიძლია მოვიქცეთ? სიყვარულით უნდა ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, რომლებზეც შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენმა გადაწყვეტილებამ. მაგალითად, ძველი კორინთის კრებაში კითხვა წამოიჭრა კერპშესაწირავ ხორცთან დაკავშირებით. რასაკვირველია, როგორც ვიცით, ქრისტიანმა მონაწილეობა არ უნდა მიიღოს კერპთაყვანისმცემლობის რიტუალებში. მაგრამ ასეთი, სათანადოდ სისხლგამოდენილი, ბაზარში ნაყიდი ხორცის ჭამა არ იყო ცოდვა (საქმეები 15:28, 29; 1 კორინთელთა 10:25). მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ქრისტიანს სინდისი ქეჯნიდა ასეთი ხორცის ჭამაზე. ამიტომ პავლემ მოუწოდა სხვა ქრისტიანებს, რომ არ ეცდუნებინათ ისინი. ის წერდა: „ამიტომ, თუ საჭმელი აცდუნებს ჩემს ძმას, უკუნისამდე არ ვჭამ ხორცს, რათა არ ვაცდუნო ჩემი ძმა“ (1 კორინთელთა 8:13). მაშასადამე, თუ ბიბლიის კანონი ან ნორმა არაფერს ამბობს რამე საკითხზე, რა უდიდესი სიყვარულის გამოვლენა იქნებოდა გაგვეთვალისწინებინა სხვებიც, როდესაც გამოგვაქვს პირადი გადაწყვეტილება, რომელმაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ღვთის ოჯახის ერთიანობაზე!

      17. რისი გაკეთებაა მიზანშეწონილი პირადი გადაწყვეტილების მიღების დროს?

      17 თუ ჩვენ არ ვიცით, როგორი გადაწყვეტილება მივიღოთ, ბრძნული იქნებოდა ისე გადაგვეწყვიტა, რომ გვქონოდა სუფთა სინდისი და სხვებსაც დაეფასებინათ ჩვენი გადაწყვეტილება (რომაელთა 14:10–12). რასაკვირველია, როდესაც ვღებულობთ პირად გადაწყვეტილებას, ლოცვით უნდა ვეძებოთ იეჰოვას ხელმძღვანელობა. ფსალმუნმომღერლის მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია დარწმუნებით ვილოცოთ: „მომაპყარ ყური შენი. . . რადგანაც ჩემი კლდე და ბურჯი ხარ; შენი სახელის გულისათვის გზა მიჩვენე და გამიძეხი“ (ფსალმუნი 30:3, 4).

      ყოველთვის შეინარჩუნე ქრისტიანული ერთიანობა

      18. როგორი მაგალითი მოიყვანა პავლემ ქრისტიანული კრების ერთიანობასთან დაკავშირებით?

      18 პავლემ პირველ კორინთელთა მე-12 თავში ადამიანის სხეული გამოიყენა ქრისტიანული კრების ერთიანობის საილუსტრაციოდ. მან ყურადღება გაამახვილა ყოველი ასოს ურთიერთკავშირსა და მნიშვნელობაზე. „ყველა რომ ერთი ასო იყოს, სადღა იქნება სხეული? — შეკითხვა დასვა პავლემ, — აჰა, ასოები ბევრია, სხეული კი ერთი. თვალი ვერ ეტყვის ხელს: არ მჭირდებიო. ვერც თავი ფეხს: არ მჭირდებითო“ (1 კორინთელთა 12:19–21). მსგავსად, ყოველი ჩვენგანი იეჰოვას თაყვანისმცემელთა ოჯახში ვერ შეასრულებს ერთი და იმავე ფუნქციას. მაგრამ ჩვენ გაერთიანებული ვართ და ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება.

      19. როგორ შეგვიძლია ვისარგებლოთ ღვთისგან მომდინარე სულიერი უზრუნველყოფით და რა თქვა ერთ-ერთმა ხანდაზმულმა ძმამ ამასთან დაკავშირებით?

      19 როგორც სხეულს ესაჭიროება საკვები, მოვლა და ხელმძღვანელობა, ასევე ჩვენც გვესაჭიროება სულიერად უზრუნველყოფა, რასაც ღმერთი გვაძლევს თავისი სიტყვის, სულისა და ორგანიზაციის მეშვეობით. ჩვენ რომ ვისარგებლოთ ამ უზრუნველყოფით, იეჰოვას მიწიერი ოჯახის წევრები უნდა ვიყოთ. მრავალწლიანი მსახურების შემდეგ ერთ-ერთი ძმა წერდა: „მე უაღრესად მადლიერი ვარ, რომ ვცხოვრობდი იმ ცოდნის თანახმად, რაც მისაწვდომი იყო იეჰოვას განზრახვების შესახებ იმ ადრეული წლებიდან მოყოლებული 1914 წლამდე, როცა ჯერ კიდევ ჭეშმარიტება ბოლომდე არ იყო ნათელი. . . და რაც მისაწვდომია თვით დღევანდელ დღემდე, როცა ჭეშმარიტება შუადღის მზესავით ანათებს. ერთადერთი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანს წარმოადგენდა ჩემთვის, იყო ის, რომ, რაც შეიძლება ახლოს ვყოფილიყავი იეჰოვას ხილულ ორგანიზაციასთან. ჩემმა გამოცდილებამ მასწავლა, თუ რამდენად დიდი უგუნურებაა დაეყრდნო ადამიანურ აზროვნებას. მას შემდეგ, რაც ამასთან დაკავშირებით მივიღე გადაწყვეტილება, შევიგნე, რომ ამ ორგანიზაციის ერთგული დავრჩენილიყავი. სხვაგვარად როგორ შეუძლია ადამიანს მიაღწიოს იეჰოვას კეთილგანწყობილებასა და კურთხევას?“

      20. როგორი გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, ჩვენს, როგორც იეჰოვას ხალხის, ერთიანობასთან დაკავშირებით?

      20 იეჰოვამ თავისი ხალხი გამოიხმო წუთისოფლის სიბნელისა და განხეთქილებისგან (1 პეტრე 2:9). მან შეგვიქმნა კურთხეული ერთიანობა, როგორც მასთან, ასევე თანამორწმუნეებთანაც. ეს ერთიანობა იარსებებს ახალ სისტემაშიც, რომელიც ასე ახლოსაა. ამ საზარელ, უკანასკნელ დროს, დაე, ყოველთვის ‘ვიყოთ სიყვარულით შემოსილი’ და შეძლებისდაგვარად გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ხელი შევუწყოთ ძვირფასი ერთიანობის შენარჩუნებას (კოლასელთა 3:14).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება