საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვა აერთიანებს თავისი ოჯახის წევრებს
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 ივლისი
    • უფრო მეტიც, პავლე მოგვიწოდებს, „გულმოდგინედ ვიცავდეთ სულის ერთიანობას მშვიდობის გამაერთიანებელი კავშირით“ (წაიკითხეთ ეფესოელების 4:1—3 ). ამ რჩევის გამოყენებით ღვთის წმინდა სულს ჩვენზე მოქმედებისა და ჩვენში მისი ნაყოფის განვითარების საშუალებას ვაძლევთ. სულის ნაყოფი ადამიანებს შორის გაჩენილ ნაპრალებს ავსებს, მაშინ როცა ხორცის საქმეები განხეთქილებას იწვევს.

  • იეჰოვა აერთიანებს თავისი ოჯახის წევრებს
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 ივლისი
    • 9. როგორ შევამოწმოთ საკუთარი თავი, გულმოდგინედ ვიცავთ თუ არა „სულის ერთიანობას“?

      9 თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს: «რამდენად გულწრფელად ვცდილობ, გულმოდგინედ ვიცავდე „სულის ერთიანობას მშვიდობის გამაერთიანებელი კავშირით“? როგორ ვრეაგირებ წამოჭრილ პრობლემებზე? ჩვევად ხომ არ მაქვს ბევრთან ჩივილი, იმ იმედით, რომ რამდენიმე მხარდამჭერს მაინც ვიპოვი? ნაცვლად იმისა, თვითონ აღვადგინო მშვიდობიანი ურთიერთობა, ხომ არ მოველი, რომ ამას უხუცესები გააკეთებენ ჩემ მაგივრად? ხომ არ ვცდილობ, თავი შორს დავიჭირო იმ ადამიანისგან, ვისთანაც უთანხმოება მაქვს, რომ პრობლემაზე საუბარს გავექცე?». ვაჩვენებთ ასეთი საქციელით, რომ თანხმობაში ვართ იეჰოვას განზრახვასთან, კვლავ მოუყაროს თავი ყველაფერს ქრისტეში?

      10, 11. ა) რამდენად მნიშვნელოვანია, მშვიდობა გვქონდეს ძმებთან? ბ) რა უწყობს ხელს მშვიდობასა და სულიერ კეთილდღეობას?

      10 იესომ თქვა: „თუ ძღვენი მიიტანე სამსხვერპლოსთან და იქ გაგახსენდა, რომ შენს ძმას რაღაც აქვს შენ წინააღმდეგ, დატოვე შენი ძღვენი იქვე სამსხვერპლოს წინ, წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი და, როცა დაბრუნდები, მერე შესწირე შენი ძღვენი. სასწრაფოდ მოაგვარე საქმე“ (მათ. 5:23—25). იაკობი წერდა, რომ „სიმართლის ნაყოფი . . . მშვიდობიან პირობებში ითესება მშვიდობისმყოფელთათვის“ (იაკ. 3:17, 18). აქედან გამომდინარე, თუ მშვიდობიანი ურთიერთობა არ გვექნება სხვებთან, ვერ შევძლებთ იმის კეთებას, რაც სწორია.

      11 მაგალითისთვის: ცნობილია, რომ ომის შემდეგ ზოგიერთ ქვეყანაში ნაღმების გამო მიწის ერთი მესამედი ვერ მუშავდება. ნაღმზე აფეთქების შიშით გლეხები უარს ამბობენ მიწის დამუშავებაზე, რის გამოც სოფლები კარგავს საარსებო წყაროს, ქალაქები კი საკვების გარეშე რჩება. მსგავსადვე, ჩვენს სულიერობასაც საფრთხე ემუქრება, თუ ჩვენი ხასიათის გამო გვიჭირს ძმებთან მშვიდობის შენარჩუნება. მაგრამ თუ მალევე ვპატიობთ სხვებს და მათ კეთილდღეობაზე ვზრუნავთ, მშვიდობაც გვექნება და იეჰოვას კურთხევებიც არ მოგვაკლდება.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება