-
როგორ შეგიძლიათ წარმატების მიღწევა?საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 ივნისი
-
-
საჭიროა უმაღლესი განათლება?
ქრისტიანს აკისრია ბიბლიური ვალდებულება, იზრუნოს თავის ოჯახზე, რაშიც ოჯახის მატერიალურ მოთხოვნილებებზე ზრუნვაც შედის (1 ტიმ. 5:8). მაგრამ, საჭიროა ამისათვის უმაღლესი განათლება?
კარგი იქნებოდა, ქრისტიანი დაფიქრებულიყო, რა გავლენას მოახდენდა უმაღლესი განათლების მიღებისკენ სწრაფვა იეჰოვასთან მის ურთიერთობაზე. ამის დანახვაში დაგვეხმარება ბიბლიური მაგალითის განხილვა.
ბარუქი წინასწარმეტყველ იერემიას მწერალი იყო. ნაცვლად იმისა, რომ ყურადღება იმ პასუხისმგებლობებზე გაემახვილებინა, რომლებიც იეჰოვამ მიანდო, ერთხელ ბარუქი ამბიციამ შეიპყრო. იეჰოვას ეს მხედველობიდან არ გამორჩენია და იერემიას პირით გააფრთხილა: „შენ კი დიდ რამეს ეძებ შენთვის. ნუ ეძებ“ (იერ. 45:5).
რა იყო „დიდი რამე“, რასაც ბარუქი ეძებდა? მას, შესაძლოა, იმდროინდელ იუდეველთა სისტემაში სახელის მოხვეჭა სურდა. ან, შესაძლოა, „დიდი რამე“ მატერიალური კეთილდღეობა ყოფილიყო. ნებისმიერ შემთხვევაში, ის პირველ ადგილზე არ აყენებდა იმას, რაც იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნებაში დაეხმარებოდა (ფილ. 1:10). მაგრამ, როგორც ჩანს, ბარუქმა იერემიას მეშვეობით იეჰოვას მიერ მიცემული გაფრთხილება გაითვალისწინა და, შედეგად, იერუსალიმის განადგურებისას გადარჩა (იერ. 43:6).
რის სწავლა შეგვიძლია ამ ბიბლიური მონაკვეთიდან? ბარუქისთვის მიცემული რჩევიდან ჩანს, რომ ის არასწორად აზროვნებდა. ის თავისთვის „დიდ რამეს“ ეძებდა. თუ თავის რჩენა შეგიძლიათ, აუცილებელია, რომ დრო, ფული და ძალისხმევა მოახმაროთ დამატებითი განათლების მიღებას მხოლოდ იმიტომ, რომ მშობლების ან ნათესავების სურვილი დააკმაყოფილოთ, ან პირადი შესაძლებლობების რეალიზაცია მოახდინოთ?
განვიხილოთ პროგრამისტის, გჟეგოშის შემთხვევა. თანამშრომლებმა ის დაარწმუნეს, რომ კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაძლიერებული კურსები უნდა გაევლო. მალე მას სულიერი საქმეებისთვის დრო აღარ რჩებოდა. ის იხსენებს: „გამუდმებით დაძაბული ვიყავი. სინდისი მაწუხებდა, რადგან დასახულ სულიერ მიზნებს ვერ ვაღწევდი“.
-
-
როგორ შეგიძლიათ წარმატების მიღწევა?საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 ივნისი
-
-
უმაღლესი განათლება: იესომ გაგვაფრთხილა, რომ არ ვეძებოთ „საკუთარი დიდება“ (იოან. 7:18). როგორი განათლების მიღებაც არ უნდა გადაწყვიტოთ, ყოველთვის დარწმუნდით, „რა უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილ. 1:9, 10).
პროგრამისტმა გჟეგოშმა თავის ცხოვრებაში ცვლილებები მოახდინა. მან თქვა: „უხუცესების რჩევას სერიოზულად მოვეკიდე და ცხოვრება გავიმარტივე. მივხვდი, რომ დამატებითი განათლების მიღება არ მჭირდებოდა. ის მხოლოდ დროსა და ენერგიას წამართმევდა“. გჟეგოში უფრო აქტიურად ჩაება კრების საქმეებში. გარკვეული დროის შემდეგ მან დაამთავრა სკოლა, რომელსაც დღეს ეწოდება „ბიბლიური სკოლა დაუქორწინებელი ძმებისთვის“. მან ღვთიური განათლების მისაღებად დრო გამოისყიდა (ეფეს. 5:16).
-
-
როგორ შეგიძლიათ წარმატების მიღწევა?საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 ივნისი
-
-
უმაღლესი განათლება
▪ თუ თავის რჩენა შეგიძლიათ, აუცილებელია, რომ დრო, ფული და ძალისხმევა მოახმაროთ დამატებითი განათლების მიღებას?
▪ საკუთარი თავის სარჩენად ნამდვილად საჭიროა უმაღლესი განათლება?
▪ შეძლებთ კრების შეხვედრებზე რეგულარულად დასწრებას?
▪ დარწმუნდით, „რა უფრო მნიშვნელოვანია“?
▪ ეჭვი ხომ არ გეპარებათ იმაში, რომ იეჰოვა იზრუნებს თქვენს მატერიალურ მოთხოვნილებებზე?
-