საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • აბრაამი — სამაგალითო რწმენაში
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 აგვისტო
    • დაბადების 11:31-ის თანახმად, აბრამი ოჯახთან ერთად ‘ქალდეველთა ურში’ ცხოვრობდა — ეს იყო ერთ დროს მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით მდებარე აყვავებული ქალაქიa. ამრიგად, ის კარვებში მკვიდრ მომთაბარედ კი არ გაიზარდა, არამედ იმ ქალაქის მაცხოვრებლად, რომელიც დიდ ფუფუნებასა და სიმდიდრეს სთავაზობდა ადამიანებს. ურის ბაზრებში სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი საქონლის ყიდვა შეიძლებოდა. მის ქუჩებში შეთეთრებული, 14-ოთახიანი, წყალგაყვანილობის შიდა სისტემის მქონე სახლები იყო ჩამწკრივებული.

      4. ა) რა სირთულეების წინაშე იდგნენ ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლები ურში? ბ) როგორ ირწმუნა აბრამმა იეჰოვა?

      4 სიმდიდრის შეძენის საცდურზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ური სხვა სერიოზულ სირთულესაც უქმნიდა ყველას, ვისაც ჭეშმარიტი ღვთისთვის მსახურება სურდა. ის კერპთაყვანისმცემლობაში ჩაფლული და ცრუმორწმუნეობით გაჟღენთილი ქალაქი იყო. მართლაც, მისი მთავარი ნაგებობა მთვარის ღვთაება ნანნას პატივსაცემად წამომართული მაღალი ზიკურათი იყო.

  • აბრაამი — სამაგალითო რწმენაში
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 აგვისტო
    • თუმცა ევფრატი იმ ადგილს, სადაც ადრე ური მდებარეობდა, ამჟამად აღმოსავლეთის მხრიდან თექვსმეტი კილომეტრის დაშორებით ჩაუდის, არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ძველ დროს ეს მდინარე დასავლეთის მხრიდან ჩაუდიოდა ქალაქს. ამიტომ, მოგვიანებით, მართებულად შეიძლებოდა აბრამის მოხსენიება ‘მდინარე ევფრატის გაღმიდან მოსულ’ ადამიანად (იესო ნავეს ძე 24:3).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება