საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • საიმედო რჩევები ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 ნოემბერი
    • ჩაუნერგეთ მათ ზნეობრივი ფასეულობები

      მარიო, რომელსაც ორი შვილი ჰყავს, მსგავს რჩევას იძლევა: „ნუ მოაკლებთ შვილებს სიყვარულს; ხშირად წაუკითხეთ მათ“. ამის მიზანი მხოლოდ ის არ არის, რომ ბავშვებს გონებრივი შესაძლებლობები განუვითარდეთ. შვილებს უნდა ასწავლოთ კარგისა და ცუდის გარჩევა. მარიო ამატებს: „ასწავლეთ მათ ბიბლია“.

      ბიბლია მშობლებს მოუწოდებს: „ნუ განარისხებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის შეგონებით და სწავლით“ (ეფესოელები 6:4, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). ბევრ ოჯახში დღეს შვილებს ზნეობრივ ნორმებს არ უნერგავენ. ზოგი ფიქრობს, რომ ბავშვებმა, როცა წამოიზრდებიან, თავად უნდა გადაწყვიტონ, რომელი ზნეობრივი ფასეულობებია მათთვის მისაღები. არის ეს გონივრული? როგორც ბავშვის სხეულს სჭირდება სათანადო კვება იმისათვის, რომ გაიზარდოს და ჯანმრთელი იყოს, ისე გონებასა და გულს — დარიგება. თუ თქვენი შვილები სახლში არ ისწავლიან, რა არის ზნეობრივად ფასეული, ამას ისინი თანაკლასელებისგან, მასწავლებლებისგან ან მასმედიისგან ისწავლიან.

      ბიბლია ეხმარება მშობლებს, ასწავლონ შვილებს კარგისა და ცუდის ერთმანეთისგან გარჩევა (2 ტიმოთე 3:16, 17). გამოცდილი ქრისტიანი უხუცესი, სახელად ჯეფი, რომელმაც ორი შვილი გაზარდა, გვირჩევს, რომ შვილებისთვის ზნეობრივი ფასეულობების ჩასანერგად ბიბლია გამოვიყენოთ. ის ამბობს: „როდესაც მშობლები შვილებს ბიბლიის საშუალებით ასწავლიან, ბავშვები ხედავენ, თუ რა თვალსაზრისი აქვს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით შემოქმედს და არა მხოლოდ დედას და მამას. როგორც შევნიშნეთ, ბიბლია განსაკუთრებულად მოქმედებს ბავშვის გულსა და გონებაზე. როდესაც ვხედავდით, რომ ბავშვი ცუდად იქცეოდა ან არასწორად აზროვნებდა, სათანადო ბიბლიურ მუხლს ვეძებდით. შემდეგ ბავშვი ცალკე გაგვყავდა და ამ მუხლს ვაკითხებდით. ხშირ შემთხვევაში ჩვენს შვილებს თვალები უწყლიანდებოდათ, ზოგჯერ ატირებულან კიდეც. ამის დანახვაზე გაოცებულნი დავრჩენილვართ. ბიბლია გაცილებით ძლიერ მოქმედებდა მათზე, ვიდრე ჩვენი სიტყვები თუ საქმეები“.

      ებრაელების 4:12-ში ნათქვამია: „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი . . . და არკვევს გულის აზრებსა და ზრახვებს“. ბიბლიაში მხოლოდ იმ ადამიანთა პირადი შეხედულებები და გამოცდილება არ არის ჩაწერილი, რომლებიც ღმერთმა ბიბლიის დამწერებად გამოიყენა. მასში ზნეობრივ საკითხებთან დაკავშირებით ღვთის თვალსაზრისია მოცემული. სწორედ ამით განსხვავდება ბიბლიური რჩევები სხვა რჩევებისგან. თუ ბავშვების აღსაზრდელად ბიბლიას იყენებთ, ამით შვილებს დაეხმარებით, ამა თუ იმ საკითხზე ღვთის თვალსაზრისი ჰქონდეთ. აღზრდას დიდი მნიშვნელობა აქვს და თქვენ შესანიშნავი შესაძლებლობა გაქვთ, შვილის გულამდე მიიტანოთ ბიბლიური რჩევა.

      ზემოთ მოხსენიებული კატრინი იზიარებს ამ აზრს. ის ყვება: „რაც უფრო რთულ მდგომარეობაში ვიყავით, მით უფრო ვცდილობდით, ღვთის სიტყვაში გვეძია ხელმძღვანელობა; ეს, მართალაც, ეფექტური იყო“. შეგიძლიათ უფრო მეტად გამოიყენოთ ბიბლია იმისათვის, რომ შვილებს სწორის არასწორისგან გარჩევა ასწავლოთ?

  • საიმედო რჩევები ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 ნოემბერი
    • ზნეობრივი ფასეულობების ჩანერგვაზე:

      1969 წელს ჟურნალ „ნიუ-იორკ ტაიმზში“ ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ბრუნო ბეტელჰაიმმა აღნიშნა, რომ ბავშვს „აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი თვალსაზრისი, რომელზეც გავლენა [მშობლების] ავტორიტეტმა კი არ უნდა იქონიოს, არამედ ბავშვის ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ“. ამ სიტყვების დაწერიდან თითქმის 30 წლის შემდეგ დოქტორმა რობერტ კოლსმა თავის ნაშრომში, აღიარა: „ბავშვებისთვის აუცილებელია, ესმოდეთ, რა არის სიცოცხლის აზრი; მათ სჭირდებათ სწორი ხელმძღვანელობა ანუ ზნეობრივი ფასეულობები“, რომლებსაც მშობლები და უფროსი თაობის სხვა წარმომადგენლები იწონებენ („The Moral Intelligence of Children“, 1997).

      იგავების 22:6 მშობლებს მოუწოდებს: „ისე აღზარდე შვილი, რომ სწორი გზით იაროს; ის სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას“. „აღზრდად“ თარგმნილი ებრაული სიტყვა ასევე ნიშნავს „დაწყებას“ და ამ შემთხვევაში გულისხმობს, დაიწყოს ჩვილის აღზრდა. ამგვარად, მშობლებს მოუწოდებენ, რომ შვილებს ზნეობრივი ფასეულობები ჩვილობიდანვე ჩაუნერგონ (2 ტიმოთე 3:14, 15). ის, რასაც ისინი ბავშვობაში ისწავლიან, მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვებათ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება