-
„ნურავის გადაუხდით სამაგიეროს“საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 ივლისი
-
-
„ნუ იძიებთ შურს“
15. რომაელების 12:19-ის თანახმად, რა მიზეზით უნდა მოვერიდოთ სამაგიეროს გადახდას?
15 პავლე კიდევ ერთ მიზეზს ასახელებს, თუ რატომ არ უნდა მივუზღათ ადამიანს სამაგიერო. ასეთი საქციელი მოკრძალებაზე მეტყველებს. პავლე ამბობს: «ნუ იძიებთ შურს, საყვარლებო, არამედ ადგილი მიეცით ღვთის რისხვას, რადგან დაწერილია: „ჩემია შურისძიება, მე მივუზღავ, — ამბობს იეჰოვა“» (რომაელები 12:19). ქრისტიანი, რომელიც ცდილობს შური იძიოს, კადნიერებას ავლენს. ის საკუთარ თავზე იღებს იმას, რაც ღმერთმა უნდა გააკეთოს (მათე 7:1). ასეთი ადამიანი ცხადყოფს, რომ არ ენდობა იეჰოვას სიტყვებს: „მე მივუზღავ“. ჭეშმარიტ ქრისტიანებს კი სწამთ, რომ იეჰოვა „გაუჩენს სამართალს თავის რჩეულებს“ (ლუკა 18:7, 8; 2 თესალონიკელები 1:6—8). ისინი შურისძიებას იეჰოვას ანდობენ, რაც მოკრძალების მაჩვენებელია (იერემია 30:23, 24; რომაელები 1:18).
16, 17. ა) რას ნიშნავს ადამიანის თავზე ‘ნაკვერჩხლების დაგროვება’? ბ) მოყევით შემთხვევა, როცა სიკეთემ სხვა რწმენის ადამიანს გული მოულბო.
16 სამაგიეროს გადახდამ ადამიანი შეიძლება გააბოროტოს, მაშინ როცა კარგმა მოპყრობამ მას შეიძლება გული მოულბოს. რატომ ხდება ასე? ყურადღება მიაქციეთ, რა მისწერა პავლემ რომაელებს: „თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე, თუ სწყურია, დაალევინე, რადგან ამით ნაკვერჩხლებს დააგროვებ მის თავზე“ (რომაელები 12:20; იგავები 25:21, 22). რაზე მიუთითებს ეს სიტყვები?
17 ‘თავზე ნაკვერჩხლების დაგროვება’ გადატანითი მნიშვნელობით არის გამოყენებული და ბიბლიურ დროში ლითონის გამოდნობის მეთოდს უკავშირდება. ლითონს გახურებულ ღუმელში ნაკვერჩხლებზე დებდნენ და ზემოდანაც ნაკვერჩხლებს აყრიდნენ. ზემოდან დაყრილი გავარვარებული ნაკვერჩხლები ადნობდა ლითონს და მინარევებისგან წმენდდა. მსგავსად ამისა, თუ მტერს კეთილად მოვეპყრობით, შეიძლება გული მოვულბოთ, რითაც ხელს შევუწყობთ მათი კარგი თვისებების წარმოჩენას (2 მეფეები 6:14—23). ქრისტიანული კრების არაერთი წევრი თავიდან ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისკენ სწორედ იეჰოვას მსახურების კარგმა საქციელმა მიიზიდა.
-
-
„ნურავის გადაუხდით სამაგიეროს“საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 ივლისი
-
-
მესამე მიზეზია ის, რომ სამაგიეროს გადახდაზე უარის თქმა ჩვენს მოკრძალებაზე მეტყველებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კადნიერებას გამოვავლენთ, რადგან იეჰოვა ამბობს: „ჩემია შურისძიება“. ღვთის სიტყვა გვაფრთხილებს: „სადაც კადნიერებაა, იქ დამცირებაც მოვა, სიბრძნე კი მოკრძალებულებთანაა“ (იგავები 11:2). თუ ღმერთს მივანდობთ შურისძიებას, ამით მოკრძალებას გამოვავლენთ.
-