-
სიცრუე სინამდვილის პირისპირ — სიმართლე იესოს შესახებსაგუშაგო კოშკი — 2010 | 1 აპრილი
-
-
შეხედულება: იესო დედისერთა იყო.
სიცრუეა.
სახარებებიდან აშკარად ჩანს, რომ იესოს და-ძმები ჰყავდა. როგორც ლუკას სახარებაშია ნათქვამი, იესო იყო მარიამის პირმშო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მას მოგვიანებით სხვა შვილებიც გაუჩნდა (ლუკა 2:7).c მარკოზის სახარებაში ვკითხულობთ, რომ ნაზარეთში ზოგისთვის იესო ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანი იყო, როგორც მისი და-ძმები: „განა ეს . . . იაკობის, იოსების, იუდასა და სიმონის ძმა არ არის, და მისი დები აქვე, ჩვენთან არ არიან?“ (მარკოზი 6:3; მათე 12:46; იოანე 7:5).
სახარებებში მოცემული ცნობების მიუხედავად, ბევრი თეოლოგი ისევ თავის აზრზე რჩება და თვლის, რომ იესო დედისერთა იყო. ზოგი ამტკიცებს, რომ იესოს და-ძმები სინამდვილეში მისი ბიძაშვილებიd იყვნენ, ზოგი კი ამბობს, რომ ისინი მარიამის გერები იყვნენ. მაგრამ ერთ რამეზე დავფიქრდეთ: თუ იესო მარიამის ერთადერთი ვაჟი იყო, მაშინ რატომ იტყოდნენ ნაზარეთელები მასზე ზემოთ მოყვანილ სიტყვებს? მათგან ზოგმა საკუთარი თვალით იხილა, რომ მარიამი რამდენჯერმე იყო ფეხმძიმედ, ზოგი კი იმის მოწმე გახდა, რომ მარიამს ბევრი შვილი ჰყავდა და ერთ-ერთი იესო იყო.
-
-
სიცრუე სინამდვილის პირისპირ — სიმართლე იესოს შესახებსაგუშაგო კოშკი — 2010 | 1 აპრილი
-
-
d ამ მოსაზრებას, რომელიც იერონიმემ დაახლოებით ახ. წ. 383 წელს გაავრცელა, მხარს უჭერდნენ ისინი, ვისაც სწამდათ, რომ მარიამი მთელი ცხოვრება ქალწულად დარჩა. მოგვიანებით იერონიმემ ეჭვი შეიტანა ამ შეხედულებაში, მაგრამ ბევრი, მათ შორის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებიც კი დღემდე მხარს უჭერენ ამ მოსაზრებას.
-