საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w97 10/15 გვ. 31
  • გათხოვილი და ქალწული?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გათხოვილი და ქალწული?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
w97 10/15 გვ. 31

გათხოვილი და ქალწული?

მრავალი მხატვარი და მოქანდაკე იმ განცხადების მხარდასაჭერად, რომ მარიამი იოსებთან ქორწინებაში მუდმივად ქალწული დარჩა, იოსების ხანდაზმულ მამაკაცად გამოსახვას ცდილობდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ, სინამდვილეში, მარიამისთვის იოსები უფრო მეურვე იყო, ვიდრე ქმარი. მაგრამ ახლახან პაპა იოანე-პავლე II-მ ამ საკითხის შესახებ სულ სხვა თვალსაზრისი გამოთქვა. მან თქვა, რომ იოსები „იმ დროს არ ყოფილა ხანდაზმული მამაკაცი“. პირიქით, „მისმა შინაგანმა სრულყოფილებამ, ღვთისგან ბოძებულმა ღირსებამ აღძრა ის, მარიამთან პლატონური სიყვარული ჰქონოდა“.

თუ მარიამი მარადიულად ქალწულულად უნდა დარჩენილიყო, რატომ დაინიშნა? „სავარაუდოა, — პასუხობს პაპი, — რომ ნიშნობის დროს ისინი შეთანხმდნენ, ერთმანეთს შორის მხოლოდ ქალწულებრივი სიყვარული ჰქონოდათ“.

მაგრამ ბიბლია ამ საკითხს სრულიად სხვაგვარად წარმოგვიდგენს. მათეს ცნობაში ნათქვამია, რომ „არ გაჰკარებია მას, ვიდრე არა შვა თავისი ძე“ (მათე 1:25, კურსივი ჩვენია). იესოს დაბადების შემდეგ იოსებისა და მარიამის ქორწინება აღარ იყო ქალწულებრივი. ამის ერთ-ერთი დამამტკიცებელი საბუთია სახარების ცნობაში მოცემული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იესოს და-ძმები ჰყავდა (მათე 13:55, 56).

ამგვარად, ბიბლიის განცხადება, რომ იესოს დაბადებისას მარიამი ქალწული იყო, არავითარ საფუძველს არ გვაძლევს, ვთქვათ, რომ ის იოსებთან ცხოვრების შემდგომ პერიოდშიც ქალწული დარჩა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება