-
ცრუ რელიგია — მისი დრამატული აღსასრული ნაწინასწარმეტყველებიაესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
მტვერში დასმული ბაბილონი
3. აღწერეთ მსოფლიო მპყრობელი ბაბილონის დიდებულება.
3 ნახეთ, ღვთის შთაგონებით რა ამაღელვებელ სიტყვებს წარმოთქვამს ესაია: «ჩამოდი და ჩაჯექი მტვერში, ბაბილონის ასულო [„ქალწულო ასულო“, აქ]! დაჯექი მიწაზე უტახტოდ, ქალდეველთა ასულო! რადგან აღარ გერქმევა ნაზი და ნებიერი» (ესაია 47:1). წლების მანძილზე ბაბილონი მსოფლიო მპყრობლის ტახტზეა დაბრძანებული. ის „სამეფოთა მშვენებაა“ — რელიგიური, სავაჭრო და სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცენტრი (ესაია 13:19). აღზევების პერიოდში იმპერია სამხრეთისკენ ეგვიპტემდე აფართოებს საზღვრებს. ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის დამარცხებისას ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს თვით ღმერთსაც კი არ ძალუძს მისი დაპყრობითი ომების შეჩერება! ამიტომაც ბაბილონს თავი „ქალწული ასული“ ჰგონია, რომლის მიწა-წყალზე ვერასდროს შეიჭრება უცხო ხალხიb.
4. რა დაემართება ბაბილონს?
4 ყველაფრის მიუხედავად, ამ ქედმაღალ „ქალწულს“, მსოფლიოს ერთპიროვნულ მმართველს, ტახტიდან ჩამოგდება და ‘მტვერში ჩაჯდომა’, ანუ დამცირება ელის (ესაია 26:5). ის აღარასდროს იქნება უდარდელი დედოფალივით „ნაზი და ნებიერი“.
-
-
ცრუ რელიგია — მისი დრამატული აღსასრული ნაწინასწარმეტყველებიაესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
b ებრაულში „ბაბილონის ქალწული ასული“ იდიომია, რომელიც ბაბილონს ან მის მცხოვრებლებს ეხება. ის „ქალწულია“ იმ გაგებით, რომ დამპყრობლის მიერ არასდროს გაძარცულა მას შემდეგ, რაც მსოფლიო მპყრობელი გახდა.
-