-
ახალი საზეიმო სიმღერაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
„მათ არ წაუბილწავთ თავი ქალებთან, უბიწოები არიან. ესენი მიჰყვებიან კრავს, სადაც არ უნდა წავიდეს. ესენი ადამიანთაგან იქნენ ნაყიდნი, როგორც პირველი ნაყოფი ღვთისა და კრავისთვის.
-
-
ახალი საზეიმო სიმღერაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
რადგან 144 000 „ქალწულების“ (იხილეთ გამოცხადების 14:4-ის სქოლიო) სახით არის წარმოდგენილი, ეს არ გულისხმობს იმას, რომ ამ ჯგუფის წევრები არ დაქორწინებულან დედამიწაზე ყოფნის დროს. მოციქული პავლე წერდა ქრისტიანებს, რომლებსაც ზეციერი მოწოდება ჰქონდათ, რომ დაუქორწინებლობის უპირატესობის მიუხედავად, ზოგ შემთხვევაში დაქორწინება უფრო გონივრული იყო (1 კორინთელები 7:1, 2, 36, 37). ამ ჯგუფის წევრები სულიერი გაგებით არიან ქალწულები. მათ სულიერად არ უმრუშიათ არც პოლიტიკასთან და არც ცრუ რელიგიასთან (იაკობი 4:4; გამოცხადება 17:5). როგორც ქრისტეზე დანიშნული პატარძალი, ისინი დარჩნენ წმინდები და „უმანკონი ამ უსინდისო და უკუღმართ თაობაში“ (ფილიპელები 2:15).
-