საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ზნეობრივი განწმენდა — როგორ აირეკლა იეჰოვას ხალხმა იეჰოვას სიწმინდე
    ღვთის სამეფო მმართველობს!
    • რამდენიმე ადამიანი ათვალიერებს იეჰოვას დიდებული სულიერი ტაძრის ეზოს, რომლის შესასვლელშიც გუშაგები არიან დაყენებული

      წარმოიდგინეთ, რომ იეჰოვას დიდი სულიერი ტაძრის გარეთა ეზოს წინკარში შედიხართ

      1. რა შთამბეჭდავი ხილვა ნახა ეზეკიელმა?

      წარმოიდგინეთ თავი ძვ. წ. მე-6 საუკუნეში წინასწარმეტყველ ეზეკიელის ადგილას. თქვენ უახლოვდებით უზარმაზარ, მოელვარე ტაძარს. იქვე ძლევამოსილი ანგელოზი დგას, რომელმაც ეს შთამბეჭდავი ადგილი უნდა დაგათვალიერებინოთ. სამი გარე კარიბჭიდან ერთ-ერთის შვიდ საფეხურზე ადიხართ. 30 მეტრ სიმაღლეზე აზიდული წინკარი მოწიწებას აღგიძრავთ. შიგნით სადარაჯო ოთახებსა და სვეტებს ხედავთ, რომლებზეც ლამაზი პალმის ხეებია გამოსახული (ეზეკ. 40:1—4, 10, 14, 16, 22; 41:20).

      2. ა) რას განასახიერებს წინასწარმეტყველური სულიერი ტაძარი? (იხ. აგრეთვე სქოლიო). ბ) რა მნიშვნელობა აქვს ტაძრის შესასვლელის თითოეულ დეტალს?

      2 ეზეკიელმა წინასწარმეტყველური მნიშვნელობის სულიერი ტაძარი ნახა. იგი მას ისე დაწვრილებით აღწერს, რომ მის წინასწარმეტყველურ წიგნში ტაძრის აღწერილობას 40—48 თავები ეთმობა. ეს ტაძარი წმინდა თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილ ღონისძიებებს განასახიერებს. ტაძრის შესასვლელის თითოეულ დეტალს თავისი მნიშვნელობა აქვს და ბოლო დღეებში მცხოვრებ ღვთის მსახურთა თაყვანისცემას ეხება.a რაზე მიანიშნებს მაღალი კარიბჭეები? იმაზე, რომ ვინც იეჰოვას სულიერ ტაძარში შედის, მაღალზნეობრივი ნორმებით უნდა ცხოვრობდეს. ამაზე მიუთითებს პალმის ხეების გამოსახულებებიც, რადგან პალმა ბიბლიაში სიმართლის სიმბოლოდ არის გამოყენებული (ფსალმ. 92:12). რაზე მიანიშნებს სადარაჯო ოთახები? იმაზე, რომ ვინც ღვთის ნორმებს არ იცავს, ამ მშვენიერ, მაცოცხლებელ სულიერ ტაძარში ვერ შევა (ეზეკ. 44:9).

      3. რატომ არ უნდა წყდებოდეს ქრისტეს მიმდევრების განწმენდა?

      3 როგორ შესრულდა ეზეკიელის ხილვა? როგორც მე-2 თავიდან გავიგეთ, იეჰოვამ თავისი ხალხი იესოს მეშვეობით 1914—1919 წლებში სულიერად განწმინდა, მაგრამ მათი განწმენდის პროცესი მაშინ არ დამთავრებულა. გასული საუკუნის განმავლობაში ქრისტე კვლავაც ეხმარებოდა ღვთის ხალხს იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმების დაცვაში. მისი მიმდევრების განწმენდა არ უნდა წყდებოდეს. რატომ? ჯერ ერთი, რომ ქრისტეს ისინი ზნეობრივად გახრწნილი ქვეყნიერებიდან გამოჰყავს და მეორეც, სატანა სულ იმას ცდილობს, ისინი უზნეობის ჭაობში დააბრუნოს (წაიკითხეთ 2 პეტრეს 2:20—22).

  • ზნეობრივი განწმენდა — როგორ აირეკლა იეჰოვას ხალხმა იეჰოვას სიწმინდე
    ღვთის სამეფო მმართველობს!
    • a წიგნ „გამართლების“ მე-2 ტომში (1932 წ.) პირველად იყო ახსნილი, რომ ის ბიბლიური წინასწარმეტყველებები, რომლებიც ღვთის ხალხის სამშობლოში დაბრუნებას ეხებოდა, თანამედროვე დროში შესრულდა არა ებრაელ ერზე, არამედ სულიერ ისრაელზე. ეს წინასწარმეტყველებები წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენას ეხება. 1999 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკში“ ახსნილი იყო, რომ ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახი ტაძარიც აღდგენილ წმინდა თაყვანისმცემლობას განასახიერებდა. შესაბამისად, ეს ხილვა ბოლო დღეებში სრულდება.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება