საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რუსეთი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
    • ფინეთის ფილიალს სამშენებლო პროექტის განხორციელებაში დახმარება სთხოვეს. 1992 წლის სექტემბერში ფინეთიდან მოხალისეთა პირველი ჯგუფი ჩავიდა სოლნეჩნოეში. ამ ჯგუფში იყო აულის ბერიდალი, რომელიც მოგვიანებით ფილიალის კომიტეტის წევრი გახდა. ის იხსენებს: „მე და ჩემმა ცოლმა, ევა-ლიზამ სიხარულით მივიღეთ მოწვევა, მონაწილეობა მიგვეღო რუსეთში ბეთელის მშენებლობაში. ცხადი იყო, რომ ამ მშენებლობას იეჰოვა ხელმძღვანელობდა. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა ძმებმა მხარი დაუჭირეს ამ პროექტს“.

      მშენებლობის ზედამხედველი ფინეთიდან ალფ სედერლეფი და მისი მეუღლე მარია-ლენა მშენებლებისთვის გამხნევების წყარო იყვნენ. ფინეთის ფილიალის კომიტეტიც დიდ დახმარებას უწევდა მათ. მშენებლობის დროს ბრუკლინის ბეთელიდან ძმები ჩადიოდნენ სოლნეჩნოეში. აულისი იხსენებს: „1993 წელს მოსკოვში ჩატარებული საერთაშორისო კონგრესის შემდეგ მილტონ ჰენშელი ჩამოვიდა სოლნეჩნოეში. მან მოხალისეებს წაუკითხა გამამხნევებელი მოხსენებები და პირადად გაესაუბრა მათ“.

      ბეთელის მშენებლობაზე დაახლოებით 700 მოხალისე მუშაობდა სკანდინავიიდან, ევროპიდან, ამერიკიდან, ავსტრალიიდან, რუსეთიდან და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებიდან. ისინი სხვადასხვა კულტურისა და წარმოშობის ადამიანები იყვნენ და სხვადასხვა მეთოდით მუშაობდნენ. მიუხედავად ამისა, სამუშაო შესრულდა „‘არა ჯარითა და ძლიერებით, არამედ ჩემი სულით’, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა“, როგორც ეს ზაქარიას 4:6-ში წერია. იეჰოვამ მართლაც ააშენა ეს „სახლი“ (ფსალმ. 127:1). რუსი ძმები მზადყოფნით შეუდგნენ სამეფოს საქმეს. უმეტესობა ახალგაზრდა და ახალმონათლული იყო, მაგრამ ბევრი მათგანი უკვე პიონერად მსახურობდა. ისინი მოწადინებული იყვნენ, რომ ესწავლათ სწრაფად და ხარისხიანად შენება და თეოკრატიული საქმეების წარმართვა.

  • რუსეთი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
    • [სურათი 207 გვერდზე]

      აულის და ევა-ლიზა ბერიდალები სოლნეჩნოეში ჩასულ მოხალისეთა პირველ ჯგუფში იყვნენ

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება