საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ნიუ-იორკი
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 იანვარი
    • უორიკი, ნიუ-იორკი, სამშენებლო მოედანი

      მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ნიუ-იორკი

      რამდენიმე წლის წინ სეზარი და მისი მეუღლე როსიო კალიფორნიაში მეტად კომფორტულად ცხოვრობდნენ. სეზარი გათბობის, ვენტილაციისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ხელოსანია და მთელ დროს სამუშაოს ახმარდა, როსიო კი ერთ-ერთ კლინიკაში ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა. მათ საკუთარი სახლი ჰქონდათ, შვილები არ ჰყავდათ. თუმცა მოხდა რაღაც, რამაც მათი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა. მაინც, რა მოხდა ასეთი?

      2009 წლის ოქტომბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში კრებებმა ფილიალიდან წერილი მიიღეს. წერილში იმ და-ძმებს, რომლებიც ამა თუ იმ ხელობას ფლობდნენ, მოუწოდებდნენ, რომ შეევსოთ ანკეტა დროებით მოხალისედ მსახურებისთვის, რათა უოლკილში (ნიუ-იორკი, აშშ) ბეთელის გაფართოების პროექტში მიეღოთ მონაწილეობა. ანკეტის შევსება მათაც შეეძლოთ, ვინც ვერ ხვდებოდა ბეთელში მსახურების მსურველთა ასაკობრივ კატეგორიაში. სეზარი და როსიო გვიყვებიან: „ჩვენ იმ ხნისანი აღარ ვიყავით, რომ ბეთელში მსახურება დაგვეწყო. ერთ რამეს მივხვდით: ასეთი შანსი ცხოვრებაში ერთხელ თუ მოგვეცემოდა, ის ხელიდან არ უნდა გაგვეშვა“. სეზარმა და როსიომ აღარ დაახანეს და შეავსეს ანკეტები.

      უორიკში მომუშავე ზოგი მოხალისე

      უორიკში მომუშავე ზოგი მოხალისე

      გავიდა წელიწადზე მეტი, მაგრამ ბეთელიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. თუმცა სეზარსა და როსიოს იგივე მიზანი ჰქონდათ და დაიწყეს ცხოვრების გამარტივება. სეზარი გვიყვება: „ავტოფარეხი სტუდიის ტიპის საცხოვრებელ ოთახად გადავაკეთეთ, რათა შეგვძლებოდა სახლის გაქირავება. ამგვარად, შეველიეთ ჩვენს ახალაშენებულ ოცნების სახლს (200 კვ. მ) და გადავედით ყოფილ ავტოფარეხში (25 კვ. მ). შეცვლილი ცხოვრების ნირი კიდევ უფრო გაგვიადვილებდა ბეთელში მსახურების დაწყებას, თუ მოწვევას მივიღებდით“. საინტერესოა, როგორ განვითარდა მოვლენები. როსიო აგრძელებს: „ჩვენს პატარა ბინაში ერთი თვის გადასულები ვიყავით, როცა ფილიალიდან მოწვევა მივიღეთ. გვაცნობეს, რომ შეგვეძლო უოლკილში, სამშენებლო პროექტზე დროებით მოხალისეებად გვემსახურა. ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ ცხოვრების გამარტივების შედეგად, იეჰოვამ გვაკურთხა“.

      ჯეისონი, სეზარი და უილიამი

      ჯეისონი, სეზარი და უილიამი

      თავგანწირვის სული ჯილდოვდება

      სეზარისა და როსიოს მსგავსად, ასობით და-ძმამ გაიმარტივა ცხოვრება, რათა ნიუ-იორკის შტატში მიმდინარე სამშენებლო პროექტებში მიეღოთ მონაწილეობა. მათ შორის ზოგი უოლკილში არსებული კომპლექსის გაფართოებაზე მუშაობს, ზოგიც — უორიკში, მსოფლიო მთავარი სამმართველოს მშენებლობაზე.a იეჰოვასთვის რომ დახარჯულიყვნენ, ბევრმა დაქორწინებულმა წყვილმა თავისი კეთილმოწყობილი სახლი, მაღალანაზღაურებადი სამსახური და საყვარელი შინაური ცხოველები დათმო. იეჰოვას დაუჯილდოებელი არ დარჩენია ისინი!

      უეი ელექტრიკოსად მუშაობს

      უეი

      მაგალითად, ელექტრიკოსი უეი და მისი მეუღლე, დებრა, 60 წელს მიტანებულნი არიან. მათ გაყიდეს კანზასში თავიანთი უძრავ-მოძრავი ქონების დიდი ნაწილი და უოლკილში გადავიდნენ, რათა ბეთელის შტატგარეშე თანამშრომლებად ემსახურათ.b მართალია, მათ მსხვერპლზე წასვლა მოუხდათ, მაგრამ ისინი ამას არ ნანობენ. დებრა ამბობს: „ხანდახან მგონია, რომ ჩემ თვალწინ ჩვენს პუბლიკაციებში დახატული ახალი ქვეყნიერების პეიზაჟები ცოცხლდება, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს და მეც ერთ-ერთი მშენებელი ვარ“.

  • მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ნიუ-იორკი
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 იანვარი
    • სიძნელეების გადალახვა

      ბევრ და-ძმას არაერთი სირთულის გადალახვა უწევს, რომ გააფართოოს მსახურება. მაგალითად, 60 წელს გადაცილებული წყვილი, უილიამი და სანდრა, პენსილვანიაში ცხოვრობდნენ და ტკბებოდნენ თავიანთი სტაბილური ცხოვრებით. ისინი ერთ საამქროს ამუშავებდნენ, სადაც 17 კაცი ჰყავდათ დასაქმებული. უილიამი და სანდრა ბავშვობიდან ერთ კრებაში იყვნენ და ნათესავების უმეტესობაც მათ სიახლოვეს ცხოვრობდა. როდესაც შეიტყვეს, რომ მათაც შეეძლოთ უოლკილში ბეთელის შტატგარეშე თანამშრომლებად ემსახურათ, მიხვდნენ, რომ თუ ასეთი სახის მსახურებაში მონაწილეობა სურდათ, მშობლიურ გარემოს, ყველას და ყველაფერს, უნდა შელეოდნენ. მოდი, თავად უილიამს მოვუსმინოთ: „გულწრფელად გეტყვით, ყველაზე მეტად ჩემთვის კომფორტულ გარემოზე უარის თქმა გამიჭირდა“. ბევრი ლოცვის მერე უილიამმა და სანდრამ გადაწყვიტეს, რომ უოლკილში გადასულიყვნენ. ისინი წამითაც არ ნანობენ ამას. უილიამი დასძენს: „არაფერი შეედრება ბეთელის ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრებასა და მსახურებას. მე და სანდრა ასეთი ბედნიერები ჯერ არასდროს ვყოფილვართ.“

      უოლკილში მომუშავე ზოგი წყვილი

      უოლკილში მომუშავე ზოგი წყვილი

  • მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ნიუ-იორკი
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 იანვარი
    • ლუისი და დეილი

      ლუისი და დეილი

      ლუისი, რომელიც ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებს ამონტაჟებს და მისი მეუღლე, კენია, უოლკილში მსახურობენ. თავიანთ გრძნობებს ისინიც გვიზიარებენ: „ვხედავთ, რომ იეჰოვას ხელი არასდროს დამოკლებულა და ის ყოველივე აუცილებლით უზრუნველგვყოფს. მართალია, ჩვენ არ ვიცით, თუ სად, როდის ან როგორ ვიმსახურებთ, მაგრამ ერთ რამეში ეჭვი არ გვეპარება: იეჰოვა მომავალშიც იზრუნებს ჩვენზე“ (ფსალმ. 34:10; 37:25).

  • მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ნიუ-იორკი
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 იანვარი
    • გარი

      გარი

      ალაბამელი ინჟინერ-მშენებელი დეილი და მისი მეუღლე, კეტი, ძლიერ აფასებენ, რომ უოლკილში მოხალისეებად მსახურობენ. ისინი ამბობენ: „თუ გეყოფა გამბედაობა, შეელიო შენთვის კომფორტულ გარემოს, ნახავ, როგორ დაგეხმარება იეჰოვა“. თუ თქვენც გსურთ, რომ ამგვარად გამოგიყენოთ იეჰოვამ, ნახეთ, რას გირჩევთ დეილი: „გაიმარტივე, გაიმარტივე და კიდევ ერთხელ, გაიმარტივე ცხოვრება! ამას არასდროს ინანებ!“.

  • მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ნიუ-იორკი
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 იანვარი
    • გარი

      გარი

      ილინოისელი ელექტრიკოსი, ჯეისონი და მისი მეუღლე, ჯენიფერი, თვლიან, რომ უოლკილში ბეთელის გაფართოების პროექტზე მომუშავენი სწორედ იმ საქმეებს აკეთებენ, რის კეთებაც ახალ ქვეყნიერებაში ღვთის გადარჩენილ მსახურებს მოუწევთ. ჯენიფერი ამბობს: „განუმეორებელია იმის განცდა, რომ ჩვენს გარჯას იეჰოვა აფასებს. იგი არასდროს დაივიწყებს ჩვენს შრომას და არც ჯილდოს დაგვიკავებს. ის ყველაფერს გააკეთებს, რომ აუწყველი კურთხევები გადმოგვაცალოს“.

  • მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ნიუ-იორკი
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 იანვარი
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება