საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ქრისტიანობის გამოვლენა არეულობის დროს
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 იანვარი
    • საჭიროების რაოდენობის განსაზღვრა

      იეჰოვას ევროპელი მოწმეები კვლავ სწრაფად გამოეხმაურნენ თანამორწმუნეების გაჭირვებას. 1997 წლის აპრილში მოწმეთაგან შემდგარმა დახმარების აღმომჩენმა ჯგუფმა, რომელშიც ორი ექიმიც შედიოდა, თან წაიღო მედიკამენტები, ფული და გაჭირვების ადგილზე ჩაფრინდა. ქალაქ გომაში ადგილობრივ მოწმეებს მდგომარეობის შესაფასებლად უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდათ დახმარების აღმოჩენის კომიტეტები, რაც სასწრაფო დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობას იძლეოდა. ჩამოფრენილმა ჯგუფმა დაიარა ქალაქი და მიმდებარე ტერიტორიები. ზოგი უფრო მოშორებული ადგილებიდან ინფორმაციის მისაღებად გაიგზავნა. ინფორმაცია მიიღეს კისანგანიდანაც, რომელიც გომას დასავლეთით, 1 000 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. ადგილობრივმა ძმებმა ხელი შეუწყვეს დახმარების აღმოჩენის კოორდინირებას გომაში, სადაც დაახლოებით 700 მოწმე ცხოვრობს.

      გომას ერთ-ერთმა უხუცესმა თქვა: „გული აგვიჩუყა იმ ძმების დანახვამ, რომლებმაც ამხელა მანძილი გამოიარეს ჩვენს დასახმარებლად. მათ მოსვლამდე თვითონ ვეხმარებოდით ერთმანეთს. სოფლებიდან ძმები ქალაქ გომაში გამოიქცნენ. ზოგმა დაკარგა სახლი და მიატოვა თავისი ყანა. დავასახლეთ ისინი ჩვენთან და გავუზიარეთ ტანსაცმელი და ის მცირედი ლუკმა, რომელიც გვქონდა. მაგრამ ადგილობრივი ძმების შესაძლებლობები ძალიან შეზღუდული იყო. ზოგიერთ ჩვენგანს თითქმის არ გვქონდა საკვები.

      მაგრამ ევროპელმა ძმებმა ჩამოიტანეს ფული, რითაც ვიყიდეთ საკვები, რომელიც ასე დეფიციტური და ძალიან ძვირი იყო. საკვები დროულად ჩამოგვიტანეს, რადგან მრავალს უკვე არაფერი ჰქონდა საჭმელად. საკვები მივეცით როგორც მოწმეებს, ისე სხვებსაც. ეს დახმარება ზუსტად იმ დროს რომ არ მიგვეღო, ბევრი დაიღუპებოდა, განსაკუთრებით კი — ბავშვები. იეჰოვამ გადაარჩინა თავისი ხალხი. ამან სხვებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ბევრი ლაპარაკობდა ჩვენს ერთიანობასა და სიყვარულზე. ზოგი მიხვდა, რომ ჩვენი რელიგია ჭეშმარიტი იყო“.

      თუმცა საკვები ადგილზე იყიდეს და მედიკამენტებიც განაწილდა, მეტი რამ იყო საჭირო. საჭირო იყო ტანსაცმელი, საბნები და ასევე საკვებისა და მედიკამენტების უფრო მეტი რაოდენობა. საჭირო იყო დანგრეული სახლების აღდგენაც.

  • ქრისტიანობის გამოვლენა არეულობის დროს
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 იანვარი
    • განაწილება კონგოში

      საქონლის კონგოში ჩატანის შემდეგ საფრანგეთიდან ჩავიდა ორი ძმა და ერთი და, რათა ადგილობრივი დახმარების კომიტეტებთან ეთანამშრომლათ. კონგოელი მოწმეების მიერ გამოვლენილი მადლიერების აღნიშვნისას ჯასლენმა თქვა: «მადლიერების გამომხატველი მრავალი წერილი მივიღე. ერთმა ღარიბმა დამ მალაქიტის ორნამენტი მაჩუქა. სხვებმა — თავიანთი სურათები. წასვლისას დები მკოცნიდნენ, მეხუტებოდნენ და ტიროდნენ. ვტიროდი მეც. მრავალი ამბობდა: „იეჰოვა კეთილია. ის ფიქრობს ჩვენზე“. ასე რომ, მათ ესმით, რომ მადლიერება ამ საჩუქრებისთვის იეჰოვას ეკუთვნის. როდესაც საკვებს ვანაწილებდით, ძმები და დები სამეფოს სიმღერებით ხოტბას ასხამდნენ იეჰოვას. ეს ძალიან ამაღელვებელი იყო».

      ექიმი ლოეკი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იყო. სამეფო დარბაზში მრავალმა მოიყარა თავი და მოთმინებით ელოდა თავის რიგს, რათა დახმარება მიეღო. ერთმა კონგოელმა დამ, რომელსაც თვითონაც სურდა რაღაც გაეკეთებინა, ექიმთან მომლოდინეებისთვის დაახლოებით 40 ფუნთუშა გამოაცხო. რადგან მომლოდინეების რიცხვი ოთხმოცამდე იყო, თითოეულს ნახევარი ფუნთუშა შეხვდა.

      დახმარება სხვებისთვისაც

      ჰუმანიტარული დახმარება მხოლოდ იეჰოვას მოწმეებისთვის არ მიუციათ. ისევე როგორც 1994 წელს, ახლაც მრავალმა მიიღო ის. ეს შეესაბამება გალატელთა 6:10-ში (აფ) ჩაწერილ სიტყვებს, სადაც ნათქვამია: „მაშ, ვიდრე დრო გვაქვს, სიკეთე მოვიმოქმედოთ ყველასთვის და უფრო მეტად მათთვის, ვინც რწმენით ჩვენიანია“.

      მოწმეებმა წამლები და ტანსაცმელი დაწყებითი განათლების რამდენიმე სკოლასა და გომას მახლობლად ობოლთა თავშესაფარს გაუნაწილეს. ამ თავშესაფარში 85 ბავშვია. ადრე, მდგომარეობის შეფასების მიზნით, დახმარების აღმომჩენი ჯგუფი თავშესაფარს ეწვია და დაჰპირდა, რომ 50 ყუთ ცილების დიდი რაოდენობით შემცველ მშრალ ნამცხვრებსა და ტანსაცმლის ყუთებს, აგრეთვე 100 საბანს, წამლებსა და სათამაშოებს მოუტანდნენ. ბავშვები ეზოში ჩამწკრივდნენ და სიმღერით შეხვდნენ სტუმრებს. შემდეგ კი განსაკუთრებული თხოვნით მიმართეს: თუ შესაძლებელი იყო, მოეტანათ მათთვის ფეხბურთის სათამაშო ბურთი.

      რამდენიმე კვირის შემდეგ დახმარების აღმომჩენმა ჯგუფმა თავისი დანაპირები შეასრულა და ობოლთა თავშესაფარს დახმარება აღმოუჩინა. გამოვლენილი გულუხვობითა და ბიბლიურ ლიტერატურაში წაკითხულით აღფრთოვანებულმა თავშესაფრის დირექტორმა თქვა, რომ ის მზად იყო, გამხდარიყო იეჰოვას მოწმე. რაც შეეხება ბავშვებს, მოუტანეს მათ ბურთი? „არა — თქვა კლოდმა, საფრანგეთის დახმარების ჯგუფის კოორდინატორმა. — ჩვენ მათ ორი ბურთი მოვუტანეთ“.

      ლტოლვილთა ბანაკები

      დახმარება კონგოთი არ შემოფარგლულა. ათასობით ლტოლვილი გაიქცა ომის ზონიდან მეზობელ ქვეყანაში, სადაც სახელდახელოდ ლტოლვილთა სამი ბანაკი მოაწყვეს. მოწმეები იქაც მივიდნენ, რათა ენახათ, თუ რის გაკეთება შეიძლებოდა. ამ სტატიისთვის მასალის მომზადებისას ბანაკებში 211 000 ლტოლვილი იმყოფებოდა, რომელთაგან უმეტესობა კონგოდან იყო. მათ შორის 800 მოწმე, მათი შვილები და სამეფოს შესახებ კეთილი ცნობით დაინტერესებულები იყვნენ. სასწრაფოდ გადასაჭრელი პრობლემა ბანაკებში საკვების ნაკლებობა იყო. ერთ ბანაკში მხოლოდ სამი დღის სამყოფი საკვები იყო და ამ საკვებსაც სამი წლის წინანდელი ლობიო წარმოადგენდა.

      მოწმეები მაინც მხნედ იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიური ლიტერატურა ბევრი არ ჰქონდათ, ღია ცის ქვეშ რეგულარულად ატარებდნენ შეხვედრებს, რითაც ხელს უწყობდნენ თავიანთ სულიერ ზრდას. გარდა ამისა, ისინი სამეფოს შესახებ კეთილ ცნობასაც უზიარებდნენ ბანაკებში მყოფებს (მათე 24:14; ებრაელთა 10:24, 25).

      და-ძმების საჭიროებების დამდგენ მოწმეებისგან შემდგარ ბრიგადაში ექიმებიც შედიოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ხელმძღვანელობამ მათ თითოეულ ბანაკში მხოლოდ რამდენიმე დღის გატარების უფლება დართო, ისინი სამედიცინო კონსულტაციებს აწყობდნენ. მათ უხუცესებს მედიკამენტები და ფული დაუტოვეს. ამგვარად, ძმები გადარჩნენ. ბრიგადის წევრები იმედოვნებდნენ, რომ ლტოლვილი მოწმეები მალე შეძლებდნენ ბანაკების დატოვებასა და მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნებას.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება