საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ხანამ სულის სიმშვიდე ჰპოვა
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 მარტი
    • ხანა ფიცს დებს

      მშვიდობის მსხვერპლი იეჰოვას საწმინდარში უნდა ეჭამათ. ხანა გადის სასადილო ოთახიდან და ღმერთს მიმართავს ლოცვით (1 სამუელი 1:9, 10). ის ამბობს: „ლაშქართა ღმერთო იეჰოვა, თუ მოხედავ შენი მხევლის გაჭირვებას და გამიხსენებ, არ დაივიწყებ შენს მხევალს და მისცემ ვაჟს, იეჰოვას მივუძღვნი მას მთელი მისი სიცოცხლე; სამართებელი არ მიეკარება მის თავს“ (1 სამუელი 1:11).

      ხანას ლოცვა კონკრეტულია. ის ღმერთს სთხოვს, ვაჟი ეყოლოს, და აღუთქვამს, რომ იეჰოვას მიუძღვნის და მთელი სიცოცხლე ის ნაზირი იქნება (რიცხვები 6:1—5). მისი აღთქმა ელკანამ უნდა მოიწონოს; ელკანას საქციელიდან ჩანს, რომ ის ეთანხმება თავისი საყვარელი ცოლის აღთქმას (რიცხვები 30:6—8).

  • ხანამ სულის სიმშვიდე ჰპოვა
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 მარტი
    • ცხადია, ხანა ჩვილობიდან ასწავლის სამუელს იეჰოვას შესახებ. მას არ ავიწყდება იეჰოვასთვის მიცემული ფიცი. ის ამბობს: „როგორც კი ბავშვს ძუძუს მოვწყვეტ, წავიყვან, წარვუდგენ იეჰოვას და სულ იქ იცხოვრებს“. სამუელი დაახლოებით სამი-ოთხი წლისა მოსწყვიტეს ძუძუს; დაპირებისამებრ, ხანას ის იეჰოვას საწმინდარში მიჰყავს (1 სამუელი 1:21—24; 2 მატიანე 31:16).

      მსხვერპლშეწირვის შემდეგ ხანასა და მის ქმარს სამუელი ელისთან მიჰყავთ. ხანას, ალბათ, თავისი პატარა ბიჭის ხელი უჭირავს, როცა ელის ეუბნება: „მაპატიე, ჩემო ბატონო, იცოცხლოს ჩემმა ბატონმა, მე ის ქალი ვარ, აქ რომ ვიდექი და იეჰოვას წინაშე ვლოცულობდი. ამ ბავშვს ვთხოვდი ლოცვაში იეჰოვას, რომ შეესრულებინა ჩემი სათხოვარი. ახლა იეჰოვას მივაბარე იგი და მთელი სიცოცხლე იეჰოვასთვის იქნება მიძღვნილი“. ასე იწყებს სამუელი განსაკუთრებულ მსახურებას, რაც მთელი მისი სიცოცხლე გრძელდება (1 სამუელი 1:25—28; 2:11).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება