საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • დაე თქვენმა აზროვნებამ აირეკლოს, რომ ლოდინი შეგიძლიათ!
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 1 სექტემბერი
    • 7. როგორ გვეხმარება ლოდინის უნარი ბიბლიური ჭეშმარიტებებისთვის შუქის თანდათანობით მოფენის დროს?

      7 ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულებასთან ერთად საღვთო წერილს უფრო და უფრო ნათლად ვიგებთ. მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ვფიქრობთ, რომ გარკვეულ საკითხებს დაგვიანებით ეფინება შუქი. თუ რამე საკითხს იმ დროს არ ეფინება შუქი, როდესაც ამას ჩვენ მივიჩნევდით საჭიროდ, ვართ თუ არა მზად ლოდინისთვის? გაიხსენეთ, იეჰოვამ საჭიროდ მიიჩნია, რომ „ქრისტეს საიდუმლო“ თანდათანობით, 4 000-ზე მეტი წლის განმავლობაში, გაემხილა (ეფესელთა 3:3—6). განა გვაქვს რაიმე მიზეზი იმისათვის, რომ მოუთმენლობა გამოვავლინოთ? განა ეჭვი გვეპარება იმაში, რომ „ერთგული და გონიერი მონა“ იეჰოვას ხალხისთვის ‘საზრდოს დროულად მისაწოდებლად’ არის დანიშნული? (მათე 24:45). რატომ უნდა წავართვათ საკუთარ თავს ღვთის სიხარული იმის გამო, რომ ყველაფერი ბოლომდე ნათელი არ არის? გახსოვდეთ, იეჰოვა წყვეტს, როდის და როგორ ‘გააცხადოს თავისი საიდუმლო’ (ამოსი 3:7).

  • დაე თქვენმა აზროვნებამ აირეკლოს, რომ ლოდინი შეგიძლიათ!
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 1 სექტემბერი
    • 10. რა ცუდ თვისებას აირიდებს ადამიანი, თუ მას ლოდინის უნარიანი აქვს? განმარტეთ.

      10 ლოდინის უნარის განვითარება, კადნიერების არიდებაშიც დაგვეხმარება. ზოგს, ვინც შემდგომში განდგომილი გახდა, არ სურდა ლოდინი. ისინი შეიძლება ფიქრობდნენ, რომ ბიბლიურ გაგებაში ან ორგანიზაციულ საკითხებში ცვლილებების მოხდენა იყო საჭირო. მაგრამ მათ არ ესმოდათ ის, რომ იეჰოვას სული აღძრავს ერთგულ და გონიერ მონას, რათა მისი თვალსაზრისით სათანადო დროს მოახდინოს ცვლილებები და არა მაშინ, როდესაც ამას ჩვენ მივიჩნევთ საჭიროდ. ამასთანავე ნებისმიერი შესწორება იეჰოვას ნების შესაბამისი უნდა იყოს და არა ჩვენი სურვილების. განდგომილებმა კადნიერებას საშუალება მისცეს, დაემახინჯებინა მათი აზროვნება, რამაც ისინი დაბრკოლებამდე მიიყვანა. მათ ქრისტეს აზროვნება რომ გაეთავისებინათ, შეძლებდნენ სიხარულის შენარჩუნებას და იეჰოვას თაყვანისმცემელთა შორის დარჩებოდნენ (ფილიპელთა 2:5—8).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება