-
ყურად იღეთ გაფრთხილება!საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 თებერვალი
-
-
ყურად იღეთ გაფრთხილება!
იაპონიაში, ფუგენის მთაზე, 1991 წლის 3 ივნისს გამაყრუებელი გრუხუნით ვულკანური აირებისა და ფერფლის ნიაღვარმა ამოხეთქა. ეს გავარვარებული მასა ფერდობზე დაეშვა. ამ ამოფრქვევამ 43 ადამიანი შეიწირა. მათ შორის, ვინც ძლივს გადარჩა, ბევრმა სერიოზული დამწვრობა მიიღო. „წყალი, მიშველეთ, წყალი“, — კვნესოდა ზოგი. მეხანძრეები და პოლიციელები სასწრაფოდ გაეშურნენ მათ დასახმარებლად.
დაახლოებით ორი კვირით ადრე ფუგენის მთაზე ლავის გუმბათი შეიმჩნა, ასე რომ, მთავრობა და მოსახლეობა მზად იყო ამოფრქვევისთვის. უბედურებამდე ერთ კვირაზე მეტი მაინც იყო დარჩენილი, როდესაც გადაწყდა ხალხის ევაკუირება. ამოფრქვევამდე ერთი დღით ადრე პოლიციამ სთხოვა პრესის წარმომადგენლებს, თავი შეეკავებინათ აკრძალულ ტერიტორიაზე შესვლისგან. მიუხედავად ამისა, იმ საბედისწერო დღეს 43 ადამიანი აღმოჩნდა საშიშ ზონაში და ამოფრქვევის მსხვერპლი გახდა.
რატომ გარისკა ასე ბევრმა იქ შესვლა და დარჩენა? ზოგი ფერმერი, რომლებმაც თავიანთი ოჯახები გაიყვანეს იმ ტერიტორიიდან, საკუთრებისა და მინდვრების შესამოწმებლად დაბრუნდა. სამი ვულკანოლოგი შეეცადა, სამუშაო მიზნებით რაც შეიძლება ახლოს მისულიყო ვულკანთან. რამდენიმე რეპორტიორმა და ფოტოგრაფმა გარისკეს აკრძალული ხაზის გადაკვეთა, რადგან ვულკანის მოქმედების შესახებ მეტის გაგება სურდათ. პრესის წარმომადგენლების მიერ დაქირავებული სამი ტაქსის მძღოლიც იქ იყო. პოლიციელები და მოხალისე მეხანძრეები კი თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ყველას თავისი მიზეზი ჰქონდა საშიშ ზონაში ყოფნისთვის, რის გამოც ყველა მათგანი დაიღუპა.
-
-
ნუ დაბრუნდებით საშიშ ზონაში!საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 თებერვალი
-
-
ვულკანოლოგების მოვალეობაა, დაკვირვება მოახდინონ, შეაფასონ ნიშნები და შემდეგ გააფრთხილონ ხალხი ვულკანის ამოფრქვევის საშიშროების შესახებ. (ფუგენის მთაზე მომხდარი ამოფრქვევისას პოლიციას უნდა ეზრუნა, რომ ხალხი არ მიკარებოდა საშიშ ზონას.)
-