-
„ფხიზლად იყავით“საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 იანვარი
-
-
იგავი სიფხიზლის აუცილებლობის შესახებ
9, 10. ა) როგორ შეაჯამებდით იესოს იგავს მონების შესახებ, რომლებიც თავიანთი ბატონის ქორწილიდან დაბრუნებას ელოდნენ? ბ) რატომ შეიძლება მონებისთვის თავიანთი ბატონის მოლოდინი ძნელი ყოფილიყო? გ) რატომ იქნებოდა მონებისთვის სასარგებლო მოთმინების გამოვლენა?
9 სიფხიზლის აუცილებლობაზე ყურადღების გასამახვილებლად იესომ თავისი მოწაფეები შეადარა მონებს, რომლებიც თავისი ქორწილიდან ბატონის დაბრუნებას ელოდნენ. მათ იცოდნენ, რომელ ღამეს დაბრუნდებოდა ბატონი, მაგრამ რომელ საათზე? ღამის პირველი გუშაგობისას? მეორე გუშაგობისას? ან იქნებ მესამის დროს? მათ ეს არ იცოდნენ. იესომ თქვა: „თუ [ბატონი] მეორე ან მესამე გუშაგობისას მოვა და ასე [ფხიზლად] ნახავს, ნეტარ არიან ის მონები“ (ლუკა 12:35—38). წარმოიდგინეთ ამ მონების მოლოდინი. ყოველი ჩქამი, ნებისმიერი შუქ-ჩრდილის გაელვება მათ მოლოდინს აძლიერებდა, ნეტავ ჩვენი ბატონი ხომ არ არისო?
10 რა მოხდებოდა, ბატონი ღამის მეორე გუშაგობისას რომ გამოჩენილიყო? (ღამის მეორე გუშაგობა დაახლოებით საღამოს 9 საათიდან შუაღამემდე გრძელდებოდა). ყველა მონა, ალიონიდანვე თავდაუზოგავად მომუშავეების ჩათვლით, მზად იქნებოდა თუ არა ბატონთან დაუყოვნებლივ შესახვედრად, თუ რომელიმეს ჩაეძინებდა? და რა, თუ ბატონი ღამის მესამე გუშაგობისას მოვიდოდა? (ეს პერიოდი შუაღამიდან დაახლოებით დილის სამ საათამდე გრძელდებოდა). ხომ არ განელებია ზოგ მათგანს ენთუზიაზმი ან ხომ არ გაღიზიანებულა კიდეც ბატონის მოჩვენებითი დაგვიანების გამო?a მხოლოდ ისინი გამოცხადდებოდნენ ნეტარად, რომლებიც ბატონის მოსვლისას ფხიზლად იქნებოდნენ. მათ ნამდვილად შეეხებოდათ იგავნის 13:12-ში ჩაწერილი სიტყვები: „ხანგრძლივი მოლოდინი გულს ასნეულებს, სიცოცხლის ხე კი ამხდარი ოცნებაა“.
-
-
„ფხიზლად იყავით“საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 იანვარი
-
-
a ბატონს მონებისთვის არ უთქვამს, რომელ საათზე დაბრუნდებოდა. ის ვალდებული არ იყო, მონებისთვის თავისი მოსვლისა და წასვლის შესახებ ანგარიში ჩაებარებინა და არც თავისი მოჩვენებითი დაგვიანების მიზეზები აეხსნა.
-