-
„არც დღე იცით და არც საათი“საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 სექტემბერი
-
-
ცხებულები ცხადყოფენ, რომ მზად არიან
11. რატომ დაასკვნა ზოგიერთმა ცხებულმა 1914 წლის შემდეგ, რომ უფალი აყოვნებდა მოსვლას?
11 გავიხსენოთ იესოს იგავები ქალწულებსა და ტალანტებზე. ამ იგავებში მოხსენიებულ ქალწულებსა და მონებს რომ სცოდნოდათ, თუ როდის მოვიდოდა მათი ნეფე ან ბატონი, ფხიზლად ყოფნა არ დასჭირდებოდათ. მაგრამ მათ ეს არ იცოდნენ, ამიტომ მზად უნდა ყოფილიყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ცხებულები ათწლეულების მანძილზე 1914 წელს მნიშვნელოვან თარიღად მიიჩნევდნენ, ზუსტად არ ესმოდათ, რა მოხდებოდა ამ წელს. როდესაც მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც მოელოდნენ, ზოგიერთებმა იფიქრეს, რომ ნეფე აყოვნებდა მოსვლას. მოგვიანებით ერთი ძმა იხსენებდა: „ზოგიერთი ჩვენგანი სერიოზულად ფიქრობდა, რომ 1914 წლის ოქტომბრის პირველივე კვირაში ზეცაში წავიდოდით“.
12. როგორ დაამტკიცეს ცხებულებმა, რომ ერთგულები და გონიერები იყვნენ?
12 წარმოიდგინეთ, რამდენად გულდასაწყვეტი იქნებოდა, რომ აღსასრული, რომელსაც ასე ელოდნენ, არ დადგა. ამას ისიც დაემატა, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ძმები დიდ წინააღმდეგობებს შეხვდნენ. დადგა ერთგვარი უმოქმედობის, მიძინების პერიოდი. მაგრამ 1919 წელს რაღაცამ გამოაღვიძა ისინი. იესო მოვიდა ღვთის სულიერ ტაძარში, რათა ჩაეტარებინა შემოწმება. ამ შემოწმებამ ცხადყო, რომ ყველა არ იმსახურებდა მეფის დავალების შესრულების პატივს (მათ. 25:16). იგავში მოხსენიებული უგუნური ქალწულების მსგავსად, მათ გულდასმით არ შეასრულეს თავიანთი საქმე ანუ არ შეავსეს სულიერი ზეთის მარაგი.
-
-
„არც დღე იცით და არც საათი“საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 სექტემბერი
-
-
ჩვენც ცხადვყოფთ, რომ მზად ვართ
14. როგორ დაგვიცავს იმ არხის მიყოლა, რომლითაც ღმერთი სულიერ საზრდოს ანაწილებს?
14 ცხებული ქრისტიანების მსგავსად, უამრავი ხალხი, რომელიც ფხიზლობს, მიჰყვება იმ არხს, რომლითაც ღმერთი სულიერ საზრდოს ანაწილებს. ამის წყალობით ისინი იმარაგებენ სულიერ ზეთს ღვთის სიტყვისა და მისი სულის მეშვეობით (წაიკითხეთ ფსალმუნის 119:130; იოანეს 16:13). ასეთი სახით გაძლიერებულნი, ისინი მძიმე განსაცდელების დროსაც კი არ წყვეტენ აქტიურობას, რითაც ამტკიცებენ, რომ მზად არიან ქრისტეს მოსვლისთვის. მაგალითად, ერთ საკონცენტრაციო ბანაკში თავიდან ძმებს მხოლოდ ბიბლია ჰქონდათ. ისინი ლოცულობდნენ, რომ მიეღოთ მეტი სულიერი საზრდო. მალევე ამის შემდეგ ძმებმა გაიგეს, რომ ერთმა ახლად დაპატიმრებულმა ძმამ მოახერხა ბანაკში „საგუშაგო კოშკის“ ახალი ნომრების მალულად შემოტანა ფეხის პროთეზით. მათ შორის, ვინც საკონცენტრაციო ბანაკის საშინელებები გადაიტანა, იყო ცხებული ძმა ერნსტ ვაუერი, რომელიც მოგვიანებით იხსენებდა: „იეჰოვა სასწაულებრივად გვეხმარებოდა ამ სტატიებში მოცემული რწმენის განმამტკიცებელი აზრების დამახსოვრებაში. დღეს ადვილია სულიერი საზრდოს მიღება, მაგრამ ყოველთვის ვაფასებთ კი? მე მჯერა, რომ იეჰოვა უხვად აკურთხებს მათ, ვინც ერთგულია და მისი სუფრიდან იკვებება“.
-