-
გუშაგთან ერთად მსახურებასაგუშაგო კოშკი — 2000 | 1 იანვარი
-
-
14. რომელ ჟურნალს იყენებს ფართოდ იეჰოვას გუშაგის კლასი და როგორ აკურთხებს იეჰოვა მის გამოყენებას?
14 გუშაგის კლასი თავის დავალებას ყოველთვის გულმოდგინედ ასრულებს და ძლიერ სურს იმის გაკეთება, რაც სწორია. 1879 წლის ივლისში ბიბლიის მკვლევარებმა დაიწყეს ამ ჟურნალის გამოქვეყნება, რომელსაც მაშინ „სიონის საგუშაგო კოშკი და ქრისტეს თანდასწრების მაცნე“ ეწოდებოდა. 1938 წლის 15 დეკემბრამდე ყოველ გამოცემას გარეკანზე წამძღვარებული ჰქონდა სიტყვები: «ყარაულო [„გუშაგო“, აქ], ღამის რომელია?» (ესაია 21:11)a. 120 წელია „საგუშაგო კოშკი“ ერთგულად ადევნებს თვალყურს მსოფლიოს მოვლენებს და მათ წინასწარმეტყველურ მნიშვნელობას (2 ტიმოთე 3:1—5, 13).
-
-
გუშაგთან ერთად მსახურებასაგუშაგო კოშკი — 2000 | 1 იანვარი
-
-
„დარაჯი“ საგუშაგოზე
12. ვინ შეადგენს დღეს იეჰოვას გუშაგის კლასს, ანუ „დარაჯს“ და როგორ ეკიდებიან თავიანთ საქმეს?
12 ამიტომ, როდესაც ‘უკანასკნელი ჟამი’ დადგა, იეჰოვას კვლავ ჰყავდა გუშაგი, რომელიც აუწყებდა ხალხს მისი განზრახვების შესრულებასთან დაკავშირებულ მოვლენებს (დანიელი 12:4; 2 ტიმოთე 3:1). დღემდე ეს გუშაგის კლასი — ცხებული ქრისტიანები, ღვთის ისრაელი — ესაიას მიერ აღწერილი გუშაგის შესაბამისად მოქმედებს: „აკვირდება, გულისყურით აკვირდება. იყვირა მჭვრეტელმა; საყარაულო კოშკზე ვდგავარ, უფალო, დღენიადაგ და ჩემს სადარაჯოზე ვარ მთელი ღამეები“ (ესაია 21:7, 8). ეს არის გუშაგი, რომელიც თავის დავალებას კეთილსინდისიერად ეკიდება!
-