საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • 1918 — ასი წლის წინ
    საგუშაგო კოშკი — 2018 | ოქტომბერი
    • დაპატიმრებულები

      1918 წლის 7 მაისს იუსტიციის სამინისტრომ გასცა ჯოვანი დეჩეკას, ჯორჯ ფიშერის, ალექსანდრე მაკმილანის, რობერტ მარტინის, ფრედერიკ რობისონის, ჯოზეფ რუტერფორდის, უილიამ ვან ამბერგისა და კლეიტონ ვუდვორთის დაპატიმრების ორდერი. ეს ძმები დაადანაშაულეს „სუბორდინაციის უკანონოდ და განზრახ დარღვევაში, აგრეთვე შეერთებული შტატების სამხედრო სამსახურსა და საზღვაო ძალებში მსახურებაზე უარის თქმასა და მათდამი ორგულობაში“. სასამართლო პროცესი 1918 წლის 5 ივნისს დაიწყო. ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ მათ დააპატიმრებდნენ.

      შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა „ჯაშუშობის კანონს“, რომლის დარღვევაშიც ამ ძმებს ადანაშაულებდნენ, უწოდა „ეფექტური იარაღი პროპაგანდის წინააღმდეგ“. 1918 წლის 16 მაისს კონგრესმა უარი განაცხადა ზემოხსენებულ კანონში შესწორების შეტანაზე. სახეცვლილი კანონი დაიცავდა იმ პირებს, რომლებიც „კარგი აღძვრებიდან გამომდინარე და კანონიერი მიზნების მისაღწევად“ აქვეყნებდნენ იმას, „რაც სინამდვილეს შეესაბამებოდა“. წიგნ „დასრულებულ საიდუმლოს“ საკმაოდ ხშირად იყენებდნენ დებატების დროს. ამასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების კონგრესის ოფიციალურ ანგარიშში ნათქვამი იყო: «ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი წიგნია „დასრულებული საიდუმლო“, რომელიც ასეთი სახის პროპაგანდას ეწევა . . . ამ წიგნის ერთადერთი მიზანი ის არის, რომ ჯარისკაცებს ჩვენ მიერ არჩეული კურსის მიმართ ეჭვი გაუჩინოს და ჯარში მსახურების წინააღმდეგ განაწყოს».

      1918 წლის 20 ივნისს ნაფიცმა მსაჯულებმა რვავე ძმა დამნაშავედ ცნეს მათ მიმართ წაყენებულ ყველა ბრალდებაში. მომდევნო დღეს მოსამართლემ გამოაცხადა განაჩენი. მან აღნიშნა: „რელიგიური პროპაგანდა, რომელსაც ეს ბრალდებულები აქტიურად ეწეოდნენ . . . გერმანიის ჯარის დანაყოფზე უფრო საშიშია. . . . სასჯელი მკაცრი უნდა იყოს“. ორი კვირის შემდეგ რვავე ძმა ატლანტის (ჯორჯიის შტატი) ფედერალურ ციხეში გადაიყვანეს და ათიდან ოც წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს.

  • 1918 — ასი წლის წინ
    საგუშაგო კოშკი — 2018 | ოქტომბერი
    • გულმოდგინედ ქადაგების გარდა, ბიბლიის მკვლევრები აქტიურად აგროვებდნენ პეტიციისთვის ხელმოწერებს ატლანტაში დაპატიმრებული ძმების გასათავისუფლებლად. ანა გარდნერი იხსენებდა: „საქმე ყოველთვის გვქონდა. როცა ძმები ციხეში იყვნენ, ჩვენი საქმე ხელმოწერების შეგროვება იყო. დავდიოდით კარდაკარ. ათასობით ხელმოწერა შევაგროვეთ! ხალხს ვეუბნებოდით, რომ ეს მამაკაცები ჭეშმარიტი ქრისტიანები იყვნენ და უსამართლოდ დააპატიმრეს“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება