-
რით განსხვავდება ხელმძღვანელი საბჭო იურიდიული კორპორაციისგანსაგუშაგო კოშკი — 2001 | 15 იანვარი
-
-
პენსილვანიის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ყოველწლიური შეხვედრა 1885 წლის იანვრიდან ტარდება. XIX საუკუნის მიწურულს, როდესაც ცხებულ ქრისტიანთა შეკრება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, ამ კორპორაციის დირექტორატის წევრებსა და პასუხისმგებელ პირებს ზეციერი ცხოვრების იმედი ჰქონდათ. ფაქტობრივად, ეს თითქმის ყოველთვის ასე იყო.
იყო მხოლოდ ერთი გამონაკლისი. 1940 წელს ჰეიდენ კოვინგტონი — საზოგადოების მაშინდელი იურისკონსულტი და დედამიწაზე ცხოვრების იმედის მქონე „სხვა ცხვრების“ ერთ-ერთი წარმომადგენელი — საზოგადოების დირექტორატის წევრად იქნა არჩეული (იოანე 10:16). 1942—1945 წლებში ის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტადაც მსახურობდა. 1945 წელს ძმა კოვინგტონმა მორჩილად დატოვა დირექტორთა რიგები, რათა შეესრულებინა, როგორც მაშინ ჩანდა, იეჰოვას ნება და პენსილვანიის კორპორაციაში ყველა დირექტორი და პასუხისმგებელი პირი ცხებული ქრისტიანი ყოფილიყო. დირექტორატში კოვინგტონი ლაიმენ სვინგლმა შეცვალა, ვიცე-პრეზიდენტად კი ფრედერიკ ფრენცი დანიშნეს.
რატომ იყვნენ იეჰოვას მსახურები დარწმუნებული, რომ პენსილვანიის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ დირექტორატის ყველა წევრი და ყველა პასუხისმგებელი პირი ცხებული ქრისტიანი უნდა ყოფილიყო? იმიტომ რომ იმხანად პენსილვანიის კორპორაციის დირეტქორატის წევრებსა და პასუხისმგებელ პირებს იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელ საბჭოსთან აიგივებდნენ. ხელმძღვანელი საბჭო კი ყოველთვის მხოლოდ სულითცხებული მამაკაცებისგან შედგებოდა.
-
-
რით განსხვავდება ხელმძღვანელი საბჭო იურიდიული კორპორაციისგანსაგუშაგო კოშკი — 2001 | 15 იანვარი
-
-
მაგრამ 1944 წლის ისტორიული ყოველწლიური შეხვედრის შემდეგ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა დარჩა უპასუხოდ. რადგან მაშინ ხელმძღვანელ საბჭოს პენსილვანიის კორპორაციის შვიდწევრიან დირექტორატთან აიგივებდნენ, ეს იმას ხომ არ ნიშნავდა, რომ ხელმძღვანელი საბჭოს წევრთა რაოდენობა ვერასოდეს იქნებოდა შვიდ ცხებულ ქრისტიანზე მეტი? გარდა ამისა, რადგან დირექტორატს კორპორაციის წევრები ირჩევდნენ, ყოველწლიურად ირჩევდნენ თუ არა კორპორაციის წევრები ხელმძღვანელი საბჭოს წევრებსაც წლიურ შეხვედრაზე? არიან თუ არა პენსილვანიის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ დირექტორატის წევრები და პასუხისმგებელი პირები და ხელმძღვანელი საბჭოს წევრები ერთი და იგივე თუ ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან?
სხვა დაუვიწყარი ყოველწლიური შეხვედრა
ამ კითხვებს 1971 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებულ ყოველწლიურ შეხვედრაზე გაეცა პასუხები. მაშინ ერთმა მომხსენებელმა აღნიშნა, რომ „ერთგული და გონიერი მონის“ ხელმძღვანელმა საბჭომ პენსილვანიის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკზე“ ასობით წელზე მეტი ხნით ადრე დაიწყო მოქმედება (მათე 24:45—47). ხელმძღვანელი საბჭო ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ჩამოყალიბდა და პენსილვანიის კორპორაციის დაფუძნებამდე 18 საუკუნით ადრე არსებობდა. თავიდან ხელმძღვანელი საბჭო შედგებოდა არა 7 კაცისგან, არამედ 12 მოციქულისგან. როგორც ჩანს, მათი რაოდენობა მოგვიანებით გაიზარდა, რადგან ‘მოციქულები და ხუცესები’ ხელმძღვანელობდნენ (საქმეები 15:2).
1971 წელს იმავე მომხსენებელმა განმარტა, რომ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ წევრები ვერ აირჩევდნენ ხელმძღვანელი საბჭოს ცხებულ წევრებს. რატომ? „იმიტომ რომ, — აღნიშნა მან, — ‘მონის’ კლასის ხელმძღვანელი საბჭო ადამიანების მიერ არ ინიშნება. მას. . . ჭეშმარიტი ქრისტიანული კრების თავი და ‘ერთგული და გონიერი მონის’ კლასის უფალი და მოძღვარი, იესო ქრისტე, ნიშნავს“. მაშ, ცხადია, რომ ხელმძღვანელი საბჭოს წევრებს ვერც ერთი იურიდიული კორპორაციის წევრები ვერ აირჩევენ.
შემდეგ მომხსენებელმა შემდეგი მნიშვნელოვანი რამ განაცხადა: „ხელმძღვანელ საბჭოს არა ჰყავს ისეთი პასუხისმგებელი პირები, როგორებიც საზოგადოების დირექტორატს ჰყავს, კერძოდ კი, პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, ხაზინადარი და ხაზინადრის თანაშემწე. მას მხოლოდ თავმჯდომარე ჰყავს“. მრავალი წლის განმავლობაში პენსილვანიის კორპორაციის პრეზიდენტი ხელმძღვანელ საბჭოში მთავარი წევრი იყო. ეს ასე აღარ იქნებოდა. თუმცა ხელმძღვანელი საბჭოს წევრებს თანაბარი გამოცდილება და უნარი არა აქვთ, მათ თანაბარი პასუხისმგებლობები ექნებოდათ. მომხსენებელმა დასძინა: „ხელმძღვანელი საბჭოს ნებისმიერ წევრს შეუძლია იყოს თავმჯდომარე და ამავე დროს არ იყოს. . . საზოგადოების პრეზიდენტი. . . ყოველივე ეს დამოკიდებულია ხელმძღვანელ საბჭოში თავმჯდომარეობის მონაცვლეობით სისტემაზე“.
1971 წლის იმ დაუვიწყარ ყოველწლიურ შეხვედრაზე ნათლად იქნა დანახვებული სულითცხებული წევრებისგან შემდგარ ხელმძღვანელ საბჭოსა და პენსილვანიის კორპორაციის დირექტორატს შორის არსებული განსხვავება. და მაინც, ხელმძღვანელი საბჭოს წევრები კვლავაც მსახურობდნენ როგორც საზოგადოების დირექტორატის წევრები და პასუხისმგებელი პირები. მაგრამ დღეს იბადება კითხვა: არის იმისათვის რაიმე ბიბლიური საფუძველი, რომ პენსილვანიის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ დირექტორატის წევრი ხელმძღვანელი საბჭოს წევრი იყოს?
არა,— ასეთია პასუხი. პენსილვანიის კორპორაცია არ არის მხოლოდ ერთადერთი იურიდიული კორპორაცია, რომელსაც იეჰოვას მოწმეები იყენებენ. არსებობს სხვა კორპორაციებიც. ერთ-ერთი მათგანია ნიუ-იორკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“. ის ხელს უწყობს შეერთებულ შტატებში ჩვენს საქმიანობას. იეჰოვას მიერ ამ კორპორაციის კურთხევა აშკარაა, თუმცა მისი დირექტორატის წევრები და პასუხისმგებელი პირები, ძირითადად, „სხვა ცხვრების“ წარმომადგენლები არიან. ბრიტანეთში იყენებენ ბიბლიის მკვლევართა საერთაშორისო ასოციაციას. სხვა ქვეყნებში სამეფოს ინტერესების წინ წასაწევად სხვა იურიდიული ორგანოები გამოიყენება. ისინი, ყველა, ერთმანეთთან თანამშრომლობენ და თავიანთ როლს ასრულებენ მსოფლიოს მასშტაბით კეთილი ცნობის ქადაგებაში. მნიშვნელობა არა აქვს, სად არიან ეს იურიდიული ორგანოები ან ვინ არიან მათი წევრები, მთავარია, რომ ისინი თეოკრატიულ კურსს მიჰყვებიან და მათ იყენებს ხელმძღვანელი საბჭო. მაშასადამე, ასეთი იურიდიული ორგანოები სამეფო ინტერესების წინ წასაწევად არსებობს.
-