საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სამეფოს მქადაგებლები სასამართლოებს მიმართავენ
    ღვთის სამეფო მმართველობს!
    • 18, 19. როგორ ცდილობდა დანიის მთავრობა სამქადაგებლო საქმიანობის შეჩერებას?

      18 დანიაში 1932 წლის 1 ოქტომბერს ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმადაც ბეჭდვითი გამოცემების ულიცენზიოდ გაყიდვა უკანონო იყო. თუმცა ჩვენმა ძმებმა უარი თქვეს ლიცენზიის აღებაზე. მეორე დღეს ხუთი მაუწყებელი ქადაგებდა დედაქალაქ კოპენჰაგენიდან დასავლეთით დაახლოებით 30 კმ-ში მდებარე ქალაქ როსკილეში. დღის ბოლოს ერთ-ერთი მაუწყებელი, აუგუსტ ლემანი, ჯგუფთან ერთად არ დაბრუნდა. ის საქონლის ულიცენზიოდ გაყიდვის ბრალდებით დააპატიმრეს.

      19 აუგუსტ ლემანი 1932 წლის 19 დეკემბერს წარდგა სასამართლოს წინაშე. მან დაადასტურა, რომ ხალხს ბიბლიურ ლიტერატურას სთავაზობდა, თუმცა ვაჭრობის ბრალდება უარყო. პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა მისი პოზიცია და დაადგინა: „ბრალდებულს . . . საკუთარი თავის რჩენა არ უჭირს. ამ საქმიანობიდან მას არც არანაირი შემოსავალი ჰქონია და არც მისი მიღება ჰქონია მიზნად. პირიქით, ამ საქმიანობის გამო ის ფინანსურად დაზარალდა“. სასამართლომ მოწმეების მხარე დაიკავა და დაადგინა, რომ ლემანის საქმიანობას „პროფესიული საქმიანობის კვალიფიკაცია ვერ მიენიჭებოდა“. მიუხედავად ამისა, ღვთის ხალხის მტრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით სამქადაგებლო საქმიანობის შეჩერება ჰქონდათ გადაწყვეტილი (ფსალმ. 94:20). პროკურორმა საქმე უზენაეს სასამართლომდე მიიყვანა. როგორ მოიქცნენ ძმები?

      20. რა გადაწყვეტილება მიიღო დანიის უზენაესმა სასამართლომ და როგორ შეხვდნენ ამას ჩვენი და-ძმები?

      20 უზენაეს სასამართლოში საქმის მოსმენამდე რამდენიმე დღით ადრე დანიელი იეჰოვას მოწმეები კიდევ უფრო აქტიურად ჩაებნენ სამქადაგებლო საქმიანობაში. 1933 წლის 3 ოქტომბერს, სამშაბათს, უზენაესმა სასამართლომ გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება. სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც აუგუსტ ლემანს კანონი არ დაურღვევია. ეს გადაწყვეტილება ნიშნავდა, რომ მოწმეებს თავისუფლად შეეძლოთ ქადაგების გაგრძელება. ამ იურიდიული გამარჯვებისთვის იეჰოვასადმი მადლიერების გამოსახატავად და-ძმებმა კიდევ უფრო გაააქტიურეს სამქადაგებლო საქმიანობა. ამ სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ მთავრობა აღარ ერევა დანიელი ძმების საქმიანობაში და ისინი თავისუფლად ქადაგებენ.

      მე-20 საუკუნის 30-იან წლებში დანიაში იეჰოვას მოწმეები პლაკატებით ქადაგებდნენ

      გაბედული მოწმეები დანიაში, 1930-იანი წლები

  • სამეფოს მქადაგებლები სასამართლოებს მიმართავენ
    ღვთის სამეფო მმართველობს!
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება