საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სამეფოს მქადაგებლები სასამართლოებს მიმართავენ
    ღვთის სამეფო მმართველობს!
    • მეამბოხეები თუ სიმართლის გამცხადებლები?

      ტრაქტატის „ღვთის, ქრისტესა და თავისუფლების მიმართ კვებეკელთა ძლიერი სიძულვილი მთელ კანადას არცხვენს“ გარეკანი

      „ღვთის, ქრისტესა და თავისუფლების მიმართ კვებეკელთა ძლიერი სიძულვილი მთელ კანადას არცხვენს“

      11. რა კამპანია გამართეს კანადელმა ძმებმა და რატომ?

      11 კანადაში 1940-იან წლებში იეჰოვას მოწმეებს სასტიკად დევნიდნენ. ამიტომ 1946 წელს ძმებმა 16-დღიანი კამპანია გამართეს და გაავრცელეს ტრაქტატი „ღვთის, ქრისტესა და თავისუფლების მიმართ კვებეკელთა ძლიერი სიძულვილი მთელ კანადას არცხვენს“, რათა საჯარო გაეხადათ თაყვანისცემის თავისუფლების მიმართ ხელისუფლების უპატივცემულო დამოკიდებულება. ამ ოთხგვერდიან ტრაქტატში სააშკარაოზე იყო გამოტანილი კვებეკის პროვინციაში მცხოვრები ძმების წინააღმდეგ სამღვდელოების წაქეზებით მოწყობილი არეულობები, პოლიციელთა სიმხეცე და ბრბოს ძალადობა. ტრაქტატში ეწერა: „გრძელდება იეჰოვას მოწმეების უკანონო დაპატიმრება. . . . დიდ მონრეალში მცხოვრები იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ დაახლოებით 800 საჩივარია შეტანილი“.

      12. ა) რა რეაქცია ჰქონდათ მოწინააღმდეგეებს ტრაქტატის კამპანიაზე? ბ) რაში დაადანაშაულეს ძმები? (იხ. აგრეთვე სქოლიო)

      12 კვებეკის პრემიერ მინისტრი მორის დიუპლესი, რომელიც კათოლიკური ეკლესიის კარდინალ ვილნევის თანამზრახველი იყო, კამპანიის საპასუხოდ იეჰოვას მოწმეებს „შეუბრალებელი ომი“ გამოუცხადა. მცირე დროში საქმეების რაოდენობა გაორმაგდა და 800-დან 1 600-მდე გაიზარდა. ერთმა პიონერმა დამ თქვა: „პოლიციელებმა იმდენჯერ დაგვიჭირეს, რომ სათვალავი აგვერია“. მოწმეები, რომლებიც ტრაქტატის გავრცელებისთვის დაიჭირეს, ამბოხებისკენ წამქეზებელი მასალის გამოცემაში დაადანაშაულეს.b

      13. ვის მოუწია პირველად ამბოხებისკენ წამქეზებლის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარდგომა და რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ?

      13 ძმა ემე ბუშესა და მის ქალიშვილებს, 18 წლის ჟიზელსა და 11 წლის ლიუსილს, 1947 წელს პირველებს მოუწიათ ამბოხებისკენ წამქეზებლის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარდგომა. ისინი ქალაქ კვებეკის სამხრეთით თავიანთი ფერმის მახლობლად ავრცელებდნენ ტრაქტატს „კვებეკელთა ძლიერი სიძულვილი“, თუმცა რთული წარმოსადგენია, რომ ისინი აყალ-მაყალის ამტეხები იყვნენ. ძმა ბუშე თავმდაბალი და რბილი ხასიათის კაცი იყო, რომელიც თავის მიწებს ამუშავებდა და შიგადაშიგ ცხენშებმული ურმით ქალაქში ჩადიოდა. მიუხედავად ამისა, მის ოჯახს ტრაქტატში აღწერილი შეურაცხყოფის ატანა მოუწია. მოსამართლემ, რომელიც ვერ იტანდა იეჰოვას მოწმეებს, უარი თქვა ბუშეს უდანაშაულობის დამამტკიცებელი ჩვენებების მოსმენაზე. მან მხარი დაუჭირა ბრალმდებელს იმაში, რომ ტრაქტატი მტრობას აღვივებდა, და ბუშეები დამნაშავეებად ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებიდან ისე ჩანდა, თითქოს სიმართლის თქმა დანაშაული იყო! ემე და ჟიზელი ამბოხებისკენ წაქეზებაში დაადანაშაულეს და პატარა ლიუსილსაც ორი დღე საპატიმროში მოუწია ყოფნა. ძმებმა საჩივარი შეიტანეს ქვეყნის უზენაეს სასამართლოში, რომელიც საქმის მოსმენას დათანხმდა.

      14. როგორ იქცეოდნენ კვებეკელი ძმები დევნის დროს?

      14 ამასობაში კვებეკელი და-ძმები გაბედულად აგრძელებდნენ სამეფოს ცნობის გაცხადებას სასტიკი წინააღმდეგობისა და უმოწყალო თავდასხმების მიუხედავად. მათ ქადაგებას ხშირად შესანიშნავი შედეგები მოჰყვებოდა. 1946 წელს ჩატარებული კამპანიიდან ოთხი წლის შემდეგ კვებეკში მოწმეთა რიცხვი 300-დან 1000-მდე გაიზარდა.c

      15, 16. ა) რა გადაწყვეტილება მიიღო კანადის უზენაესმა სასამართლომ ბუშეების საქმეზე? ბ) რა გავლენა იქონია ამ გამარჯვებამ იეჰოვას მოწმეებსა თუ სხვებზე?

      15 კანადის უზენაესი სასამართლოს ცხრავე მოსამართლემ 1950 წლის ივნისში განიხილა ემე ბუშეს საქმე. ექვსი თვის შემდეგ, 1950 წლის 18 დეკემბერს, სასამართლომ ჩვენ სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. როგორც იეჰოვას მოწმეების ადვოკატმა, ძმა გლენ ჰაუმ აღნიშნა, მიზეზი ის იყო, რომ სასამართლო დაეთანხმა დაცვის არგუმენტს. დაცვის განცხადებით, „ამბოხება“ ძალადობისკენ ან მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებისკენ წაქეზებას მოიცავს, მაგრამ ტრაქტატი „არ შეიცავდა ასეთ მოწოდებებს და, შესაბამისად, წარმოადგენდა სიტყვის თავისუფლად გამოხატვის კანონიერ ფორმას“. ძმა ჰაუმ დასძინა: „საკუთარი თვალით ვიხილე, როგორ გაგვამარჯვებინა იეჰოვამ“.d

  • სამეფოს მქადაგებლები სასამართლოებს მიმართავენ
    ღვთის სამეფო მმართველობს!
    • b ბრალდება ეფუძნებოდა 1606 წელს მიღებულ კანონს, რომლის თანახმადაც ნაფიც მსაჯულებს შეეძლოთ ადამიანის დამნაშავედ ცნობა, თუ მათი აზრით, მისი სიტყვები, თუნდაც სიმართლე, შუღლს აღვივებდა.

  • სამეფოს მქადაგებლები სასამართლოებს მიმართავენ
    ღვთის სამეფო მმართველობს!
    • e ამ საქმის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხ. სტატია „ბრძოლა თქვენი კი არ არის, არამედ ღვთის!“ 2000 წლის 8 მაისის „გამოიღვიძეთ!“-ში, გვ. 18—24.

  • სამეფოს მქადაგებლები სასამართლოებს მიმართავენ
    ღვთის სამეფო მმართველობს!
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება