განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა ივლისსა და აგვისტოში: ნებისმიერი 32-გვერდიანი ბროშურა: „ნამდვილად ზრუნავს ღმერთი ჩვენზე?“, „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“, „იფხიზლეთ!“, „ნახე! მე ვქმნი ყოველივე ახალს“, „უნდა გწამდეს სამება?“, „მთავრობა, რომელიც დაამყარებს სამოთხეს“, „რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“, „რა არის სიცოცხლის აზრი? როგორ შეგიძლია მისი პოვნა?“, „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი ...“ და „წიგნი ყველასთვის“. აგრეთვე, თუ კრების მარაგში გაქვთ, შეგიძლიათ გაავრცელოთ „ბიბლია — ქრისტიანულ-ბერძნული წერილები, ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ (bi7) და მასთან ერთად წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ სექტემბერში: „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ ყველანაირად ეცადეთ, რომ პირველივე მონახულებისას დაიწყოთ ბიბლიის შესწავლა. თუ მობინადრე იტყვის, რომ უკვე აქვს ეს წიგნი, მოკლედ აჩვენეთ, როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა, და დაანახვეთ, რა სარგებლობა მოაქვს ამას. ოქტომბერში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. თუ მობინადრე ინტერესს გამოავლენს, უჩვენეთ ტრაქტატი „გსურთ უკეთ გაეცნოთ ბიბლიას?“ მასთან ერთად იმსჯელეთ ამ ტრაქტატზე და მიზნად გქონდეთ ბიბლიის შესწავლის დაწყება. თუ კრების მარაგში გაქვთ წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, შეგიძლიათ ეს წიგნიც გაავრცელოთ. ნოემბერსა და დეკემბერში: წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ ყველანაირად ეცადეთ ბიბლიის შესწავლის დაწყებას.
◼ აგვისტოში ხუთი შაბათ-კვირაა, რაც კარგ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ დამხმარე პიონერებად ვიმსახუროთ.
◼ სექტემბრიდან სარაიონო ზედამხედველები გამოვლენ საჯარო მოხსენებით, რომლის სათაურია „იარეთ უმწიკვლოდ!“.
◼ „ინსტრუქცია ლიტერატურის შესაკვეთად“ (S-15a) განახლდა. ამის გამო, ქართულ ენაში არსებული ტერმინი „ინდივიდუალური შეკვეთის ნივთი“ შეიცვალა ტერმინით „სპეციალური შეკვეთის ნივთი“. როგორც პუბლიკაციებში, ასევე წერილებში, საზოგადოება გამოიყენებს ტერმინს „სპეციალური შეკვეთის ნივთი“.
◼ ფილიალი არ აკმაყოფილებს ცალკეული მაუწყებლების მოთხოვნას ლიტერატურაზე. თავმჯდომარე ზედამხედველმა ორგანიზება უნდა გაუწიოს იმას, რომ ყოველთვიურად გაკეთდეს განცხადება, სანამ კრების ყოველთვიური შეკვეთა ლიტერატურაზე გაეგზავნება ფილიალს, რათა ყველამ, ვისაც პირადი ლიტერატურის მიღება სურს, საკუთარი შეკვეთის შესახებ შეატყობინოს ლიტერატურაზე პასუხისმგებელ ძმას. გაითვალისწინეთ, რომელი პუბლიკაციაა სპეციალური შეკვეთის ნივთი.
◼ ლიტერატურისა და ჟურნალების წლიური აღწერა ყველა კრებაში უნდა ჩატარდეს 2008 წლის 31 აგვისტომდე ან ამ თარიღიდან რაც შეიძლება მალე. ეს აღწერა ლიტერატურის კოორდინატორის მიერ ყოველთვიური აღწერის მსგავსად ტარდება; აღწერის შედეგები შეტანილი უნდა იქნეს ლიტერატურის აღწერის ბლანკში (S-18). ჟურნალების საერთო რაოდენობის გაგება შეიძლება ჟურნალებზე პასუხისმგებელი ძმ(ებ)ისგან. აღწერა უნდა ჩატარდეს მაკოორდინირებელი კრების მდივნის მეთვალყურეობით. ბლანკზე ხელი უნდა მოაწეროს მდივანმა და ამავე კრების თავმჯდომარე ზედამხედველმა. ყოველი მაკოორდინირებელი კრება ლიტერატურის აღსაწერად მიიღებს ბლანკის სამ ეგზემპლარს. გთხოვთ, ორიგინალი გაგზავნოთ ფილიალში არა უგვიანეს 6 სექტემბრისა, ბლანკის მეორე ეგზემპლარი არქივში შეინახეთ, მესამე კი სამუშაო ქაღალდად გამოიყენეთ.
◼ ბიბლიის შესწავლა უნდა ჩატარდეს წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია?“ და არა ბროშურით „რას მოითხოვს“. ეს ბროშურა შეგიძლიათ გაავრცელოთ მსახურებაში.
◼ 2008 წლის მარტში დაფიქსირდა მაუწყებლების უმაღლესი რიცხვი — 16 983. აგრეთვე აღინიშნა პიონერებისა და დამხმარე პიონერების უმაღლესი რაოდენობა — 2 382 და 2 227. გარდა ამისა, პიკს მიაღწია საათების რიცხვმაც — 406 225.
◼ გვინდა სიხარულით გაუწყოთ, რომ თელავში აშენდა სამეფო დარბაზი. 2007 წლის 23 დეკემბერს მიძღვნის პროგრამას დაესწრო 175 ადამიანი.