-
შეგაქვს შენი წვლილი ქრისტიანული კრების აღშენებაში?საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 ოქტომბერი
-
-
ამიტომ, წასაკითხი მუხლების ხმამაღლა წაკითხვამდე შეხვედრის ჩამტარებელმა აუდიტორიას საკმარისი დრო უნდა მისცეს მუხლების მოსაძებნად, რათა თავიანთ ბიბლიებში თვალი მიადევნონ.
-
-
შეგაქვს შენი წვლილი ქრისტიანული კრების აღშენებაში?საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 ოქტომბერი
-
-
გარკვეული დრო უნდა დაეთმოს სურათების აღწერასაც (წაიკითხეთ ფსალმუნების 22:22; 35:18; 40:9).
8, 9. რა როლი აკისრია „საგუშაგო კოშკის“ ჩამტარებელს?
8 თუმცა ეს ცვლილება იმ შემთხვევაში მისცემს მეტ ადამიანს განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობას, თუ თითოეული მოკლე კომენტარით შემოიფარგლება და წამყვანიც ხშირი კომენტარებისგან თავს შეიკავებს. მაგრამ რა უნდა გააკეთოს შესწავლის ჩამტარებელმა, რომ კომენტარების გაკეთების დროს ზომიერება დაიცვას და შეხვედრა ყველასთვის აღმშენებლური იყოს?
9 განვიხილოთ მაგალითი. კარგად ჩატარებული „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა შეიძლება შევადაროთ ლამაზ თაიგულს. დიდი თაიგული მრავალი ცალკეული ყვავილისგან იკვრება. „საგუშაგო კოშკის“ შესწავლაც ბევრი სხვადასხვა კომენტარისგან შედგება. როგორც თაიგულში თითოეული ყვავილი ზომითა და ფერით განსხვავდება, ისე შეხვედრებზე გაკეთებული კომენტარები განსხვავდება ერთმანეთისგან სიდიდითა და გადმოცემის სტილით. რა როლი აკისრია „საგუშაგო კოშკის“ ჩამტარებელს? შიგადაშიგ გამოთქმული მისი კომენტარები შეიძლება შევადაროთ თაიგულის გასაფორმებლად აქა-იქ ჩამატებულ მწვანე ტოტებსა თუ ფოთლებს. ასეთი მცენარეები თაიგულში არ ჭარბობს. ისინი თაიგულის გასაფორმებლად და შესაკრავად გამოიყენება. მსგავსად ამისა, წამყვანს უნდა ახსოვდეს, რომ მისი კომენტარები არ უნდა ჭარბობდეს. ისინი აუდიტორიის მიერ წარმოთქმულ იეჰოვას განსადიდებელ კომენტარებს უნდა ავსებდეს და ალამაზებდეს. მართლაც, კრების წევრების მიერ წარმოთქმული მრავალფეროვანი კომენტარები, რასაც წამყვანის მიერ კარგად შერჩეული სიტყვები ემატება, საერთო ჯამში, შესწავლას ლამაზი თაიგულივით მიმზიდველსა და სასიამოვნოს ხდის.
-