-
თქვენც გულითადად გიწვევენსაგუშაგო კოშკი — 2009 | 1 თებერვალი
-
-
„საგუშაგო კოშკის“ შესწავლა
საჯარო მოხსენების შემდეგ, ჩვეულებრივ, იწყება „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა. ეს არის რომელიმე ბიბლიური საკითხის ერთსაათიანი განხილვა კითხვა-პასუხებით. ამ შეხვედრაზე დამსწრეები მიჰყვებიან პავლეს დროს მცხოვრები ბერეელების მაგალითს, რომლებმაც „გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და . . . გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს“ (საქმეები 17:11).
„საგუშაგო კოშკის“ შესწავლაც სიმღერით იწყება. განსახილველი სტატია და თანდართული კითხვები, რომლებსაც ჩამტარებელი დასვამს, მოცემულია „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო გამოცემაში. ეს ჟურნალი შეგიძლიათ რომელიმე იეჰოვას მოწმეს გამოართვათ. არც ისე დიდი ხნის წინ ამ შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი სტატიები: „მშობლებო, სიყვარულით აღზარდეთ შვილები!“, „ნურავის გადაუხდით სამაგიეროს“ და „მალე ყველანაირ ტანჯვას ბოლო მოეღება!“. სტატიის შესწავლა აუდიტორიასთან კითხვა-პასუხებით ხდება. განხილვაში დამსწრეები ნებაყოფლობით მონაწილეობენ. ჩვეულებრივ, კომენტარებს ისინი აკეთებენ, ვისაც უკვე წაკითხული აქვს სტატია და მითითებული ბიბლიური მუხლები და ნაფიქრი აქვს მათზე. „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა სიმღერითა და ლოცვით მთავრდება (მათე 26:30; ეფესოელები 5:19).
-
-
თქვენც გულითადად გიწვევენსაგუშაგო კოშკი — 2009 | 1 თებერვალი
-
-
[სურათი 21 გვერდზე]
„საგუშაგო კოშკის“ შესწავლა
-