-
შეიძლება თქვენს ცხოვრებას ჰქონდეს მეტი აზრი?საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 ივლისი
-
-
ზოგჯერ რაღაცა შეიძლება ჭეშმარიტად ღირებულის შთაბეჭდილებას ტოვებდეს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ იყოს. შეერთებულ შტატებში გამოცემული უდიდესი ბანკნოტის ნომინალური ღირებულება 10 000 ამერიკული დოლარია, მაგრამ ქაღალდი, რომელზეც ის არის დაბეჭდილი, მხოლოდ რამდენიმე ცენტის ღირებულებისაა.
გიფიქრიათ ოდესმე, შეუძლია თუ არა ქაღალდის ამ ფარატინა ფურცლებს, რომელთა ნამდვილი ღირებულება არცთუ ისე დიდია, ჭეშმარიტი აზრი შესძინოს თქვენს ცხოვრებას? მრავალი ფიქრობს, რომ შეუძლია. მილიონები დღესა და ღამეს ასწორებენ, რათა, რაც შეიძლება მეტი ფული იშოვონ. ზოგჯერ ფულის შოვნას ეწირება მათი ჯანმრთელობა, მეგობრები და ოჯახიც კი. იბადება კითხვა — რისთვის? შეუძლია ფულს — ან იმას, რის ყიდვაც ფულით შეიძლება — ნამდვილი და ხანგრძლივი კმაყოფილების მოტანა?
მკვლევართა აზრით, რაც უფრო მეტად ვეძებთ მატერიალურ კეთილდღეობაზე დაფუძნებულ კმაყოფილებას, მით უფრო ნაკლებად არის მოსალოდნელი მისი პოვნა. ჟურნალისტი ალფი კონი შემდეგ დასკვნას აკეთებს: „კმაყოფილება არ იყიდება. . . ადამიანები, რომელთათვისაც სიმდიდრე ცხოვრებაში უმთავრესია, მეტისმეტად ნერვიულობენ და დეპრესიაში ვარდებიან, უუარესდებათ ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა“ (International Herald Tribune).
-
-
როგორ შეგიძლიათ შესძინოთ თქვენს ცხოვრებას მეტი აზრი?საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 ივლისი
-
-
ძველი იგავი ამბობს: „გამდიდრებაზე ნუ იზრუნებ, თავიდან მოიშორე ფიქრი. თვალებს მიაპყრობ და გამქრალია, რადგან ფრთებს შეისხამს და არწივივით ზეცას გაფრინდება“ (იგავნი 23:4, 5). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არაგონივრულია მთელი ძალ-ღონის სიმდიდრის დაგროვებისთვის შელევა, რადგან ის შეიძლება არწივივით ფრთებშესხმული გაფრინდეს.
როგორც ბიბლია ცხადყოფს, მატერიალური სიმდიდრე შეიძლება ძალიან მალე დაკარგოს ადამიანმა. ის შეიძლება სტიქიური უბედურების, ეკონომიკური კრიზისისა თუ სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევების შედეგად ერთ ღამეში გაქრეს. გარდა ამისა, ისინიც კი, ვინც მატერიალურ კეთილდღეობას მიაღწია, ხშირად მაინც გულგატეხილები არიან. განვიხილოთ ჯონის შემთხვევა, რომელიც პოლიტიკოსთა, სპორტის ვარსკვლავთა და მეფის ოჯახის წევრთა გამრთობად მსახურობდა.
ჯონი ამბობს: „მთელ ჩემს შესაძლებლობებს სამუშაოს ვახმარდი. ფინანსურად შესანიშნავად მიმდიოდა საქმე; ვცხოვრობდი მდიდრულად მოწყობილ სასტუმროებში და ზოგჯერ საკუთარი რეაქტიული თვითმფრინავითაც კი მივდიოდი სამსახურში. თავიდან ეს ძალიან მომწონდა, მაგრამ თანდათანობით მომბეზრდა. ადამიანები, რომლებსაც ვემსახურებოდი, ზედაპირული პიროვნებების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. ჩემი ცხოვრება აზრს მოკლებული იყო“.
-