საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • უშვილო დედაკაცი ხარობს
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • ყოველი იარაღი, შენს წინააღმდეგ გამოჭედილი, გაცუდდება და ყოველ ენას, შენს წინააღმდეგ აღმდგარს სამსჯავროზე, გაამტყუნებ. ესაა წილხვედრი უფლის მორჩილთა და მათი გამართლება ჩემგნით, ამბობს უფალი“ (ესაია 54:16, 17).

  • უშვილო დედაკაცი ხარობს
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ამ წუთისოფელში მრავალი ძლიერი მოწინააღმდეგე თავს ესხმის იეჰოვას ხალხს, საბოლოოდ, ისინი ვერ იქნებიან წარმატებული. რატომ?

      27, 28. რაში შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ დღევანდელი სირთულეებისას და საიდან ვიცით, რომ სატანის თავდასხმები უშედეგო იქნება?

      27 ღვთის ხალხსა და სულითა და ჭეშმარიტებით მათ თაყვანისმცემლობაზე გამანადგურებელი თავდასხმის პერიოდმა განვლო (იოანე 4:23, 24). იეჰოვამ დაუშვა, რომ დიდ ბაბილონს ერთხელ იერიში მიეტანა მათზე, რაც დროებით წარმატებული აღმოჩნდა. გარკვეული ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში „ზენა იერუსალიმი“ თავისი მოდგმის დადუმების მოწმე გახდა, როდესაც დედამიწაზე სამქადაგებლო საქმიანობა თითქმის მთლიანად შეწყდა. ეს აღარასდროს გამეორებულა! ახლა ის თავისი შვილების გამო ხარობს, რადგან ისინი სულიერად უძლეველნი არიან (იოანე 16:33; 1 იოანე 5:4). ცხადია, მათთან შესაბრძოლებლად კვლავ და კვლავ გამოიჭედება იარაღი (გამოცხადება 12:17). მაგრამ, როგორც წინათ, ასეთი იარაღით კვლავაც ვერავინ მიაღწევს წარმატებას. სატანას არ გააჩნია იმგვარი იარაღი, რომელიც სძლევს ცხებულებისა და მათი თანამსახურების რწმენასა და ღვთისადმი ერთგულებას. ეს სულიერი მშვიდობა არის „წილხვედრი უფლის მორჩილთა“, ამიტომაც ვერავინ შესძლებს მათთვის ამის წართმევას (ფსალმუნი 117:6; რომაელთა 8:38, 39).

      28 დიახ, სატანის წუთისოფელი ვერაფრით შეაჩერებს ღვთისადმი მიძღვნილ მსახურთა საქმესა და მრავალსაუკუნოვან წმინდა თაყვანისმცემლობას. ეს ნამდვილად მანუგეშებელია როგორც „ზენა იერუსალიმის“ შვილებისთვის, ისე უამრავი ხალხისთვის. რაც უფრო მეტს გავიგებთ იეჰოვას ზეციერი ორგანიზაციისა და ღვთის მიწიერი თაყვანისმცემლებისადმი მისი დამოკიდებულების შესახებ, მით უფრო განგვიმტკიცდება რწმენა. ვიდრე მტკიცე რწმენა გვაქვს, სრულიად უსარგებლო აღმოჩნდება სატანის, ჩვენ წინააღმდეგ მომართული, ნებისმიერი იარაღი!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება