-
უგარითი ძველი ქალაქი, სადაც ბაალის თაყვანისმცემლობა ყვაოდასაგუშაგო კოშკი — 2003 | 15 ივლისი
-
-
რას-შამრას ტექსტებში ბაალს დაგონის ძე ეწოდება, მაგრამ ნათელი არ არის, რა მნიშვნელობით გამოიყენება ამ შემთხვევაში სიტყვა „ძე“.
-
-
უგარითი ძველი ქალაქი, სადაც ბაალის თაყვანისმცემლობა ყვაოდასაგუშაგო კოშკი — 2003 | 15 ივლისი
-
-
რელიგია ბაალის ქალაქში
რას-შამრას ტექსტებში 200-ზე მეტი ღვთაებაა მოხსენიებული. უზენაესი ღვთაება იყო ელი, რომელიც ყველა ღმერთისა და ადამიანის მამად იწოდებოდა. „ღრუბლებზე ამხედრებული ქარიშხლის“ ღმერთი ბაალ-ჰადიდი „დედამიწის უფლად“ ითვლებოდა. ელი წარმოდგენილი იყო ადამიანებისგან მოშორებით მცხოვრებ თეთრებით შემოსილ ბრძენ ღმერთად, ბაალი კი — ძალიან ძლიერ და ამბიციურ ღვთაებად, რომელიც ღმერთებსა და ადამიანებზე მმართველობას ცდილობდა.
გათხრების დროს ნაპოვნ ტექსტებს, ალბათ, რელიგიური დღესასწაულების, მაგალითად ახალი წლის ან მოსავლის აღების აღნიშვნის, დროს კითხულობდნენ. ამ ტექსტების ზუსტი მნიშვნელობა ბოლომდე ნათელი არ არის. ერთ პოემაში მმართველობისთვის პაექრობაა ასახული. მასში ბაალი ამარცხებს ელის საყვარელ ვაჟს, ზღვის ღმერთ იამს. შესაძლოა, ამ გამარჯვებამ ჩაუსახა უგარითელ მეზღვაურებს იმის რწმენა, რომ ბაალი მათ ზღვაზეც დაიცავდა. მოთთან ორთაბრძოლაში კი ბაალი მარცხდება და ქვესკნელში ხვდება. ამ დამარცხებას შედეგად გვალვა მოჰყვა, რის გამოც ადამიანთა საქმიანობა ჩაკვდა. ბაალის ცოლმა და დამ ანათმა — სიყვარულისა და ომის ქალღმერთმა — მოთი მოკლა და ბაალი მკვდრეთით აღადგინა. ბაალი ხოცავს ელის ცოლის, ელათის (აშერათი) ვაჟებს და სამეფო ტახტზე ადის. მაგრამ შვიდი წლის შემდეგ მოთი კვლავ ბრუნდება.
ზოგი ამ პოემას სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებს. ისინი ამბობენ, რომ მასში წელიწადის დროების მონაცვლეობაა ასახული — სიცოცხლის მომცემი წვიმების პერიოდს ზაფხულის პაპანაქება ცვლის, შემოდგომის დადგომით კი სეზონი კვლავ იცვლება. სხვები ფიქრობენ, რომ შვიდწლიანი პერიოდი შიმშილობისა და გვალვის შიშთან არის დაკავშირებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ბაალის დიდი უპირატესობა ადამიანთა წარმატების მნიშვნელოვან საწინდრად მიაჩნდათ. მეცნიერი პიტერ კრეგი აღნიშნავს: „ბაალის თაყვანისცემაზე დაფუძნებული რელიგიის მიზანი ბაალის უზენაესობის დაცვა იყო, რადგან (მის თაყვანისმცემელთა რწმენით) მხოლოდ მაშინ, როდესაც ის სხვებზე უპირატესი იქნებოდა, უხვად მოვიდოდა მოსავალი და ნაყოფიერი იქნებოდა პირუტყვიც, რაც ასე მნიშვნელოვანი იყო ადამიანთა არსებობისთვის“.
წარმართობისგან დამცავი
გათხრების შედეგად ნაპოვნი ტექსტებიდან აშკარად ჩანს უგარითული რელიგიის გახრწნილება. „ილუსტრირებული ბიბლიური ლექსიკონი“ აღნიშნავს: „ტექსტებიდან ჩანს, თუ რამდენად ზნედაცემულ მდგომარეობამდე მიჰყავდა ადამიანი ამ ღვთაებების თაყვანისცემას. თაყვანისმცემლობის ასეთ ფორმებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ომს, წმინდა პროსტიტუციასა და ეროტიკულ სიყვარულს. ამის შედეგი იყო საზოგადოების დეგრადაცია“. დე ვოქსი აღნიშნავს: „ამ პოემების წაკითხვისას ადამიანი ხვდება, რატომ იწვევდა ზიზღს თაყვანისმცემლობის ეს ფორმა იაჰვიზმის მიმდევრებსა და დიდ წინასწარმეტყველებში“. რჯული, რომელიც ღმერთმა ძველ ისრაელებს მისცა, ასეთი ცრუ რელიგიებისგან იცავდა ერს.
უგარითში ფართოდ იყო გავრცელებული მკითხაობა, ასტროლოგია და მაგია. რაიმეს მომასწავებელ ნიშნებად არა მარტო ციურ სხეულებს მიიჩნევდნენ, არამედ დეფექტიან ჩანასახებსა და დაკლულ ცხოველთა შიგნეულობასაც. „მათი რწმენის თანახმად, ღმერთი, რომელსაც ცხოველურ შესაწირავს სწირავდნენ, ამ შესაწირავის ნაწილი ხდებოდა და ღმერთის სული ცხოველის სულს ერწყმოდა, — აღნიშნავს ისტორიკოსი ჟაკლინ გაშე. — შედეგად ცხოველის ორგანოების საშუალებით შესაძლებელი ხდებოდა ღმერთის აზრის გაგება; ღმერთისა, რომელიც მომავალ მოვლენებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე შემწირველს ან დადებით პასუხს გასცემდა, ან უარყოფითს, ანდა მიუთითებდა, როგორ ემოქმედა კონკრეტულ სიტუაციაში“ (Le pays d’Ougarit autour de 1200 av.J.C). ისრაელები კი სასტიკად უნდა მორიდებოდნენ მსგავს ქმედებებს (მეორე რჯული 18:9—14).
მოსეს რჯული კრძალავდა ცხოველებთან სქესობრივ კავშირს (ლევიანები 18:23). რა თვალსაზრისი ჰქონდათ ამაზე უგარითში? აღმოაჩინეს ტექსტები, რომლებშიც დეკეულთან ბაალის მიერ სქესობრივი ურთიერთობის დამყარების შესახებ არის ლაპარაკი. „თუ არგუმენტად იმას მოვიყვანთ, რომ ამ დროს ბაალი ხარის ფორმას იღებდა, — აღნიშნავს არქეოლოგი საირუს გორდონი, — იმავეს თქმა შეუძლებელია მის მსახურ მღვდლებზე, რომლებიც თავადაც ხორცს ასხამდნენ ბაალის მითოლოგიურ ქმედებას“.
ისრაელებს ღმერთმა უბრძანა: „არ დაიკაწროთ მკვდრისთვის თქვენი სხეული“ (ლევიანები 19:28). ელმა კი, როდესაც ბაალი მოკვდა, „დანით დაიკაწრა კანი, სამართებლით დაიჭრა სხეული, ლოყები და ნიკაპი დაისერა“. საკუთარი თავისთვის ტკივილის მიყენება, როგორც ჩანს, მიღებული იყო ბაალის თაყვანისმცემლობაში (3 მეფეთა 18:28).
-