-
ოკეანის დიდი „ურჩხულები“გამოიღვიძეთ! — 2009 | დეკემბერი
-
-
ზღვის გიგანტი ვეშაპები
უნდა აღინიშნოს, რომ ზღვის ეს დიდი კალმარები ზოგჯერ მათზე გაცილებით დიდი „ურჩხულის“, კაშალოტის, გემრიელ ლუკმად იქცევიან ხოლმე. კაშალოტი სიგრძეში 20 მეტრამდე იზრდება და 50 ტონას იწონის. მისი თითო კბილი 900 გრამია. რამდენიმე ნაპოვნი მკვდარი კაშალოტის კუჭში გიგანტური კალმარის ნაწილები იპოვეს. ამ კაშალოტებს ვეებერთელა ბრტყელ თავებზე წრიული ფორმის ნაიარევი ემჩნეოდათ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კალმარები უბრძოლველად არ დანებებულან. 1965 წელს ვეშაპებზე მონადირე ერთი საბჭოთა ხომალდის ეკიპაჟი ირწმუნებოდა, რომ შეესწრო გიგანტური კალმარისა და 40-ტონიანი კაშალოტის ორთაბრძოლას, რომელიც ორივე გიგანტის სიკვდილით დასრულდა. ზღვაზე მოტივტივე მოხრჩობილი ვეშაპის კუჭში კალმარის თავი იპოვეს.
-
-
ოკეანის დიდი „ურჩხულები“გამოიღვიძეთ! — 2009 | დეკემბერი
-
-
[სურათი 16, 17 გვერდებზე]
-